მტვერი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მტვერი
DustProfile.jpg
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა New X-Men #133 (2002 წლის დეკემბერი)
ავტორ(ებ)ი გრანტ მორისონი, ეთან ვან სკაივერი
დახასიათება
ალტერ ეგო სურაია ქადირი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ახალგაზრდა იქს-ადამიანები
ახალი იქს-ადამიანები
ქსავიეს ინსტიტუტი
ჰელიონები
შესაძლებლობა ცოცხალ ქვიშიან ქარიშხლად გარდაქმნის უნარი

მტვერი (ინგ. Dust) სურაია ქადირი — გამოგონილი პერსონაჟი Marvel Comics-ის იქს-ადამიანების-მსგავსი სერიებიდან. შექმნილია მწერალი გრანტ მორისონისა და მხატვარი ეთან ვან სკაივერის მიერ. პირველად გამოჩნდა ახალი იქს-ადამიანების 133-ე ნომერში (2002 წლის დეკემბერი), თუმცა პერსონაჟი სრულად მხოლოდ ახალი მუტანტების მეორე ნაწილში (ახალი იქს-ადამიანები:იქს-აკადემია, კრისტინა უირისა და ნუნციო დე ფილიპისის ავტორობით) დაიხვეწა. მტვერი წარმოშობით ავღანეთიდანაა. იგი ტრადიციების მკაცრი დამცველია, მუდამ ატარებს ნიკაბსა და ჩადრას. სურაია არის მუტანტი, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას საკუთარი სხეული ქვიშის-მსგავს მტვერის ღრუბლად. კომიქსის მიხედვით, იქს-ადამიანები სურაიას დასახსნელად მიემგზავრებიან ავღანეთში, მუტანტის სამშობლოში, ვინაიადან მისმა შესაძლებლობებმა მონათმფლობელთა ნადირობის ობიექტად აქცია იგი. სურაია გუნდთან ერთად მიდის ამერიკაში და ქსავიეს ინსტიტუტის სტუდენტი ხდება. M-დღის მოვლენების შემდგომ მტვერი იმ მცირერიცხოვან მუტანტებს შორისაა, რომლებმაც შეინარჩუნეს ზებუნებრივი ძალები. ამჟამად იგი ახალგაზრდა იქს-ადამიანების წევრია. იგი კომიქსების დადებითი მუსლიმი პერსონაჟის იშვიათ მაგალითს წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]