ანგელოზი (პერსონაჟი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანგელოზი
ArchangelExcalibur.jpg
ანგელოზი. ექსკალიბური #11.
ისტორია
გამომცემელი მარველის კომიქსები
დებიუტი იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო ვორენ კენეტ ვორტინგტონ III
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები სიკვდილი, შავი ანგელოზი, ანგელოზი, შურისმაძიებელი ანგელოზი, მთავარანგელოზი.
მოკავშირეები იქს-ადამიანები
იქს-ძალა
იქს-კლუბი
იქს-ფაქტორი
Renegades
Cheyarafim
ლოს-ანჯელესის ჩემპიონები
მცველები/საიდუმლო მცველები
Hellfire Club
აპოკალიფსის მხედრები
იქს-ტერმინატორები
Worthington Industries
შესაძლებლობები როგორც ანგელოზი:
ფრენა, ზეადამიანური ძალა
როგორც მთავარანგელოზი:
მეტალის ფრთები, ბასრი ბუმბულები, ფრენის სისწრაფე, სწრაფად განკურნების უნარი, ზეადამიანური ძალა

ანგელოზი (ვორენ კენეტ ვორტინგტონ III) — გამოგონილი პერსონაჟი, კომიქსების სუპერგმირი მარველის კომიქსების რეალობაში. ანგელოზი, შემდგომ ცნობილი როგორც მთავარანგელოზი, იქს-ადამიანების ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში იქს-ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი).

იგი კომპანია Worthington Industries-ის მფლობელი და გენერალური დირექტორია, ამ პრივილეგიურმა თანამდებობამ განსაზღვრა ის, რომ „იქს-ადამიანების“ პირველ ნომრებში ვორენტს ქედმაღალი, თვითკმაყოფილი პლეიბოის იმიჯი აქვს. ოთხმოციან წლებში, როდესაც იგი გარდაიქმნა სასტიკ და შეუპოვარ მთავარანგელოზად, პლეიბოი შეცვალა დაკვირვებულმა და ჩაფიქრებულმა პიროვნებამ. თავდაპირველად, მუტანტი ფლობდა ბუმბულით დაფარულ განიერი ფრთების წყვილს, რომლებიც აპოკალიფსმა ტექნო-ორგანული ვარიანტით ჩაანაცვლა და გააფართოვა მუტანტის შესაძლებლობათა დიაპაზონი.

იგი კომიქსების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო წლების მანძილზე. გამოჩნდა იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებში, ვიდეო თამაშებში, ასევე სრულმეტრაჟიან ფილმში — იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა, სადაც პერსონაჟს მსახიობი ბენ ფოსტერი ანსახიერებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]