საგანი (კომიქსები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგანი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა The Fantastic Four #1 (1961 წლის ნოემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი და ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო ბენ გრიმი
სახეობა ადამიანი მუტანტი
ფსევდონიმები არსება, ქვის კაცი
მოკავშირეები ფანტასტიკური ოთხეული
მტრები ვერცხლისფერი სერფერი
შესაძლებლობა ქვის ჯავშანი და ზეადამიანური ძალა

საგანი (ინგლ. Thing) — Marvel Comics-ის პერსონაჟი. ის შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ. საგანის პერსონაჟი მონაწილეობს ფილმებში „ფანტასტიკური ოთხეული“, „ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლის სერფერის აღზევება“ და 2015 წლის „ფანტასტიკურ ოთხეულში“. იგი პირველად გამოჩნდა კომიქსში „ფანტასტიკური ოთხეული #1“ (1961 წლის ნოემბერი).

ყველა კოსმონავტმა საოცარი ძალა მიიღო, მაგრამ ბენ გრიმს საოცარ ძალასთან ერთად დიდი სიმახინჯეც ერგო, იგი ქვისსახიან ურჩხულად იქცა, რომელიც ასეთი დიდი ტრავმის შემდეგ თავის მეგობრებთან ერთად მაინც განაგრძობს ბრძოლას ერთად ბოროტების წინააღმდეგ.

ბენ გრიმი კოსმოსში გაემგზავრა, რადგან უნდა გამოეკვლია დედამიწასთან მოახლოებული კოსმოური ღრუბელი, მაგრამ მისი ხომალდი ამ ღრუბელში მოჰყვა. როდესაც დედამიწაზე დაბრუნდა, მან შეიტყო, რომ ჰქონდა ქვის კანის ძალა. მასთან ერთად კოსმოსში იყვნენ რიდ რიჩარდსი, სიუზან შტორმი და ჯონი შტორმი. მათაც მიეცათ ზეადამიანური ძალები და ამის შემდეგ შეკრეს ფანტასტიკური ოთხეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]