მისტერ ფანტასტიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მისტერ ფანტასტიკი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა „The Fantastic Four #1“ (1961 წლის ნოემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი და ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო რიდ ბენჯამინი, უძლეველი ადამიანი
სრული სახელი რიდ რიჩარდსი
სახეობა ადამიანი მუტანტი
მოკავშირეები მომავლის ფონდი
ფანტასტიკური ოთხეული
შურისმაძიებლები
მცველები
ილუმინატები
მტრები ვერცხლისფერი სერფერი
შესაძლებლობა რეზინის მსგავსად შეუძლია განიცადოს დეფორმირება და გაიწელოს.

მისტერ ფანტასტიკი (ინგლ. Mister Fantastic) — Marvel Comics-ის ერთ-ერთი პერსონაჟი. ის შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ. პირველად გამოჩნდა კომიქსში „ფანტასტიკური ოთხეული #1“ (1961 წლის ნოემბერი).

მისტერ ფანტასტიკს აქვს გენიოსის დონის ინტელექტი და არის ძალიან ელასტიური. მას შეუძლია სხეულის ნებისმიერი ადგილის დაგრძელება.

ქიმიკოსი რიდ რიჩარდი გაემგზავრა კოსმოსში, რადგან უნდა გამოეკვლია დედამიწასთან მოახლოებული კოსმოსური ღრუბელი, მაგრამ მისი ხომალდი მოჰყვა ამ ღრუბელში. როდესაც დედამიწაზე დაბრუნდა, დაადგინა, რომ ჰქონდა ელასტიური ძალა. მასთან ერთად კოსმოსში იყვნენ სიუზი შტორმი, ჯონი შტორმი და ბენ გრიმი. მათაც მიეცათ ზეადამიანური ძალები. ამის შემდეგ შეკრეს გუნდი, რომელსაც „ფანტასტიკური ოთხეული“ ეწოდა.

პერსონაჟი ჩნდება ფილმებში „ფანტასტიკური ოთხეული“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლის სერფერის აღზევება“ (2007) და 2015 წლის „ფანტასტიკურ ოთხეულში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]