შინაარსზე გადასვლა

შურისმაძიებლები (კომიქსები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შურისმაძიებლები

„შურისმაძიებლები“, #3
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა შურისმაძიებლები #1 (სექტემბერი, 1963)
შემქმნელი სტენ ლი (სცენარი)
ჯეკ კირბი (მხატვარი)
სიუჟეტური ინფორმაცია
ბაზა შურისმაძიებლების კოშკი
შურისმაძიებლების სახლი
ჰიდრო-ბაზა
ტიპი გუნდი
სია
იხ:შურისმაძიებლების წევრების სია

შურისმაძიებლები (ინგლ. Avengers) — სუპერგმირული გუნდი Marvel Comics-ის გამოცემებეში. პირველად გამოჩნდა ამავე სახელწოდების 1963 წლის კომიქსში. მისი შემქმნელები არიან სტენ ლი და ჯეკ კირბი. შურისმაძიებლები წარმოადგენენ წინა გუნდის, ყველა-გამარჯვებულის (Timely Comics-იდან) განახლებას.

გუნდის თავდაპირველი წევრები იყვნენ ადამიანი ჭიანჭველა, ჰალკი, რკინის კაცი, თორი და ბზიკი. მეორე ნომრისთვის ადამიანი ჭიანჭველა გახდა გიგანტი. კაპიტანი ამერიკა მეოთხე ნომერში ყინულში გაიჭედა და გუნდს შეუერთდა მხოლოდ გაცოცხლების შემდეგ. ცვალებადი შემადგენლობა კომიქსების სერიის დამახასიათებელ ნიშნად იქცა, თუმცა მუდმივი დარჩა ის, რომ გუნდი ებრძოდა ისეთ მტერს, რომელსაც ერთი გმირი ვერ გაუმკლავდებოდა. მასში აგრეთვე შედიოდნენ ადამიანები, ზეადამიანები, ანდროიდები, უცხოპლანეტელები, ზებუნებრივი არსებები და ყოფილი მტრებიც კი.

გარდა კომიქსების და რამდენიმე ტელესერიალის, გუნდი აგრეთვე გამოჩნდა 2012 წლის „შურისმაძიებლებში“ (რეჟ. ჯოს უიდონი). ფილმმა საბოლოოდ რეკორდი დაამყარა, სადებიუტო კვირაში 207.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით.[1] მეორე ფილმი, „შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა“, გამოვიდა 2015 წელს. 2018 წელს დაგეგმილია ფილმის „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ გამოსვლა, ხოლო ჯერჯერობით უსათაურო გაგრძელება 2019 წლის 3 მაისს გამოვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Subers, Ray (May 6, 2012). „Weekend Report: Avengers Smashes Records“. Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20. ციტირების თარიღი: 2012-05-06.