ჰავოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰავოკი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა შემზარავი იქს–ადამიანები #54 (1969 წლის მარტი)
ავტორ(ებ)ი არნოლდ დრეიკი, დონ ჰეკი, ნილ ადამსი
დახასიათება
ალტერ ეგო ალექსანდრე "ალექს" სამერსი.
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები მუტანტი იქსი
მოკავშირეები Starjammers
იქს-ადამიანები
ექვსნი
იქს-ფაქტორი
საძმო
Genoshan Magistrates
შესაძლებლობა კოსმიური ენერგიის შთანთქმის უნარი, ენერგიის ბლასტები, იმუნიტეტი ციკლოპის თვალის ბლასტების მიმართ

ჰავოკი (ალექსანდრე "ალექს" სამერსი) — გამოგონილი პერსონაჟი, მუტანტი სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოში, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია არნოლდ დრეიკის, დონ ჰეკისა და ნილ ადამსის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს–ადამიანები #54 (1969 წლის მარტი). იგი კორსაირის ვაჟი და ციკლოპისა და ვულკანის ძმაა.

ჰავოკი წარმოქმნის მძლავრ პლაზმურ ბლასტებს, თუმცა ამ უნარის მართვა ძლიერ უჭირს. იგი იქს-ადამიანების ციკლოპისა და ვულკანის უმცროსი ძმაა, ამასთან ერთად, ძლიერ არ მოსწონს ციკლოპის ავტორიტეტული პოზიცია გუნდში და მისი რეპუტაცია, როგორც ცენტრალური იქს-ადამიანისა.

ჰავოკისა და მისი დიდი ხნის სიყვარულის, პოლარისის დამოკიდებულება გუნდისადმი არც თუ სახარბიელოა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე მათგანი 1990-იანი წლების იქს-ფაქტორის წევრი იყო. გუნდის დაშლის შემდგომ, ჰავოკი გამოჩნდა კომიქსში მუტანტი იქსი, სადაც იგი აღმოაჩენს უცნაურ პარალელურ რეალობას. მას შემდგომ იგი კვლავ იქს-ადამიანებს უბრუნდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]