ვენომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენომი

ედი ბროკი, პირველი ”ვენომი”.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი მარველის კომიქსები
პირველი გამოჩენა საიდუმლო ომები (Secret Wars) #8 (1984 წლის დეკემბერი), როგორც "უცხო კოსტიუმი" (alien costume), გამაუგნებელი ადამიანი-ობობა (The Amazing Spider-Man) #252 (1984 წლის მაისი), შეერწყა ედი ბროკს ნიკით ”ვენომი”.
ავტორ(ებ)ი დევიდ მიჩელინი
მაიკ ზეკი ("უცხო კოსტიუმის" დიზაინი)
ტოდ მაკფარლანი (კუნთები და კბილები)
დახასიათება
ალტერ ეგო პიტერ პარკერი, ედი ბროკი, ანჟელო ფორტუნატო, მაკ გარგანი
სახეობა სიმბიოტი
მოკავშირეები ადამიანი-ობობა
მტრები ადამიანი-ობობა
შესაძლებლობა ყოველ ახალ მასპინძელს გადასცემს ადამიანი ობობას ძალებს; გონების სრული კონტროლი; ზეადამიანური ფიზიკური ძალა; ფორმის შეცვლის ლიმიტირებული შესაძლებლობა; შეუძლია გამოეყოს მასპინძლის სხეულს საფრთხეში ყოფნისას, დაიცვას თავი და დამოუკიდებლად იბრძოლოს; შეუმჩნეველია პარკერის ”ობობის მგრძნობელობის” მიერ.

ვენომი (ინგლ. Venom) — მარველის კომიქსების მიერ გამოგონილი პერსონაჟი, სიმბიოტი, უცხოპლანეტელი თხევადი ფორმით. საარსებოდ იყენებს ადამიანის სხეულს, როგორც პარაზიტი, სანაცვლოდ კი სხეულის პატრონს ზეადამიანური შესაძლებლობებით აჯილდოებს. თანდათანობით ვენომი აღწევს სრულ კონტროლს მასპინძელზე და მართავს მის სხეულს სურვილისამებრ. გარდაქმნის რა ბოროტმოქმედად, იყენებს მას დედამიწაზე მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. კომიქსებში სიმბიოტი წარმოადგენს ადამიანი-ობობას მტერს, ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგეს. თავად ობობა იყო პირველი, ვის სხეულსაც დროებით დაეუფლა ვენომი ხოლო მას შემდგომ, რაც ობობამ მოიცილა იგი, სიმბიოტმა უამრავი სხეული გამოიცვალა - მათგან აღსანიშნავია ედი ბროკი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედი ბროკი, პირველი ვენომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომიქსებს ადრეულ ნომრებში ვენომი პიტერ პარკერის კონკურენტი, ჟურნალისტი ედი ბროკია, რომელმაც პარკერის გამო დაკარგა სამსახური და საშინლად შეიძულა იგი. მას შემდგომ, რაც პიტერი გათავისუფლდა მთვარიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი „უცხო კოსტიუმისგან“, რაც სინამდვილეში ცოცხალი არსება აღმოჩნდა, იგი ედი ბროკს შეესისხლხორცა და შურისმაძიებელ, შეუჩერებელ მონსტრად გარდაქმნა.

კოსტიუმს ერთადერთი სისუსტე აღმოაჩნდა - შიში ხმაურის მიმართ, რაც სიმბიოტს ჭკუიდან შლის. ობობამ სათავისოდ გამოიყენა იგი და დაამარცხა მოწინააღმდეგე. ამგვარად დაასრულა არსებობა „ვენომის“ პირველმა ვერსიამ.

კომიქსის ახალ სერიებში (The Ultimate Spiderman), ბროკი უბრალო სტუდენტია, რომელმაც პიტერს შემთხვევით აღმოჩენილი უცნობი ნივთიერება აჩვენა. ასე გახდა თანამედროვე კომიქსებში პარკერი სუპერბოროტმოქმედი ვენომი, შემდგომ კი ედი გარდაიქმნა საშინელ მონსტრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]