ფენიქსის ძალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფენიქსი გამოვლინებას პოვებს რეიჩელ სამერსის სხეულში.

ფენიქსის ძალა - ესაა უკვდავი და ცვალებადი გამოვლინება სიცოცხლისა და ვნების უმაღლესი დონის უნივერსალური ძალისა. იგი კავშირია ყოველგვარი გონებრივი ენერგიისა, რომელიც არსებობს და სამუდამოდ იარსებებს მთელი სამყაროს ყველა რეალობაში.

პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 101-ე ნომერში (1976 წლის ოქტომბერი). შექმნილია სტენ ლისა და დეივ კოკრუმის მიერ. შავი ფენიქსის საგას მიხედვით, ფენიქსის ძალა მაკრაან კრისტალის ლეგენდარული მცველია. იგი ერთ-ერთი ყველაზე საშიშარი ქმნილებაა, შეუძლია რა მოკვეთოს და ხელახლა გაზარდოს მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილი, აგრეთვე ძალუძს მისი სრულად განადგურება, რაც ფენიქსის დანიშნულებაცაა: ’ფენიქსის განკითხვა’, ცეცხლის ალით დაწვას დროგადასული. ფენიქსის ძალა აღწერილია, როგორც ’ნაპერწკალი, რომელმაც მსოფლიოს უბოძა სიცოცხლე, ალი, რომელიც საბოლოოდ მოსპობს კიდეც მას’.

ფენიქსის ძალა გამოვლინებას მარველის კომიქსების სხვადასხვა მუტანტში პოვებს. ე.წ. მასპინძლებს შორის, ჯინ გრეი ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო ფენიქსის პარტნიორი, რიგით მეორე გრეის ქალიშვილი, რეიჩელ სამერსია. 2009 წელს ჯინ გრეიმ, როგორც შავმა ფენიქსმა, IGN-ის ყველა დროის საუკეთესო სუპერბოროტმოქმედებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა, გაზეთმა Wizard-მა კი 100 საუკეთესო ბოროტმოქმედის სიაში მას 38-ე პოზიცია დაუთმო.