სამურავი (პერსონაჟი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამურავი
Marvelwolverine.jpg
სამურავი, როგორცაა გამოსახული ახალი შურისმაძიებლების (New Avengers) მე-5 ნომრის გარეკანზე. 2005 წლის მარტი. დევიდ ფინჩის ნამუშევარი.
ისტორია
გამომცემელი მარველის კომიქსები
დებიუტი Incredible Hulk #180 (1974 წლის ოქტომბერი)
ავტორ(ებ)ი ლენ უეინი, ჯონ რომიტა უფროსი
დახასიათება
ალტერ ეგო ჯეიმზ ჰოულეტი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები ლოგანი, X იარაღი, მეათე იარაღი, მუტანტი 9601
მოკავშირეები იქს-ადამიანები
ახალი შურისმაძიებლები
იქს-ძალა
S.H.I.E.L.D.
შურისმაძიებლები
აპოკალიფსის მხედრები
Alpha Flight
იქს-იარაღი
Weapon Plus
H განყოფილება
HYDRA
The Hand
ახალი ფანტასტიკური ოთხეული
შესაძლებლობები სწრაფად განკურნების უნარი,
ზეადამიანური ფიზიკური ძალა, მგრძნობელობა, სისწრაფე, მოქნილება, ბალანსი, რეფლექსები, კოორდინაცია, ამტანობა,
მეტალ ადამანტიუმის ”ჩონჩხი” და ბრჭყალები დატანებული ორივე ხელზე

სამურავი (ინგლ. Wolverine) — გამოგონილი სუპერგმირი მარველის კომიქსების მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა გასაოცარი ჰალკის 180-ე ნომერში (1974 წლის ოქტომბერი). შექმნილია მწერალი ლენ უეინისა და არტ-დირექტორი ჯონ რომიტა უფროსის მიერ, რომელსაც ეკუთვნის პერსონაჟის დიზაინი, გამოცემისათვის კი სამურავი პირველად ჰერბ ტრიმფემ დახატა. იქს-ადამიანების მწერალმა კრის კლერმონმა, ისევე, როგორც მწერალმა/ილუსტრატორმა ჯონ ბირნიმ, დიდი წვლილი შეიტანა პერსონაჟის დახვეწაში. ეს უკანასკნელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამურავი სხვა იქს-ადამიანებზე ასაკით უფროსი ყოფილიყო. ილუსტრატორმა ფრანკ მილერმა ითანამშრომლა კლერმონთან. მისი დახმარებით 1982 წლის სექტემბერ-დეკემბერში გამოიცა კომიქსის ოთხ-ნაწილიანი ლიმიტირებული სერიები (სახ. Wolverine), სადაც სამურავის ცნობილი ფრაზის, "I'm the best there is at what I do, but what I do isn't very nice," დებიუტი შედგა.

ჯეიმზ ჰოულეტი, იგივე ლოგანი, არის მუტანტი, რომელიც ფლობს ცხოველის-მსგავს მგრძნობელობას, საოცარ ფიზიკურ შესაძლებლობებს, ძვლის ბრჭყალებსა და განკურნების უნარს, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად შეიხორცოს ნებისმიერი ჭრილობა, განიკურნოს დაავადებებისგან, ტოქსინებისგან. იქს-იარაღის შექმნის დროს, როდესაც მუტანტის სხეულში მეტალი ადამანტიუმი შეიყვანეს, სწორედ ამ უნარმა გადაარჩინა იგი სიკვდილს. თავდაპირველად, სამურავი ერთ-ერთი ანტი-გმირი, ავტორიტეტის არმქონე მუტანტი იყო, რომელიც გამოჩნდა ამერიკულ კულტურაში ვიეტნამის ომის შემდგომ. მოგვიანებით იგი შეუერთდა იქს-ადამიანებს კომიქსში გიგანტური ზომის იქს-ადამიანები #1 (1975 წლის მაისი) და მათთან ერთად განაგრძო ბრძოლა. ამჟამად ლოგანი გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია. სამურავი გამოჩნდა საკუთარ სოლო-კომიქსში 1988 წლიდან და ცენტრალური ფიგურა გახდა იქს-ადამიანების ისტორიების უმეტესობაში, ანიმაციებში, ვიდეო თამაშებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას ჰიუ ჯეკმენი ასახიერებს.

2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის სამურავმა პირველი ადგილი დაიკავა, იმავე წლის ივლისში კი გაზეთ Empire-ის 50 უდიდეს კომიქსის პერსონაჟს შორის - მეოთხე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]