მაგნიტური ძალების მართვის უნარი. ამ ძალების გამოყენებით შეუძლია იფრინოს ან უჩინარი გახდეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მაგნიტური ძალით დაარტყას საგანს
უჩინარი ქალი (ინგლ.Invisible Woman), იგივე სიუზან „სიუ“ შტორმ-რიჩარდსი, მანამდე ცნობილი, როგორც უჩინარი გოგონა — Marvel Comics-ის ერთ-ერთი პერსონაჟი, ფანტასტიკური ოთხეულის წევრი.
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში „ფანტასტიკური ოთხეული #1“ (1961 წლის ნოემბერი). ფანტასტიკურ ოთხეულში აგრეთვე შედის მისი ძმა ჯონი შტორმი.
სიუზან შტორმი კოსმოსში გაემგზავრა, რადგან უნდა გამოეკვლია დედამიწასთან მოახლოებული კოსმოსური ღრუბელი, მაგრამ მისი ხომალდი ღრუბელში მოჰყვა. როდესაც სიუზანი დედამიწაზე დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მაგნიტურ ძალას ფლობდა. კოსმოსში მასთან ერთად იმყოფებოდნენ რიდ რიჩარდსი, ჯონი შტორმი და ბენ გრიმი. მათაც მიეცათ ზეადამიანური ძალები და ამის შემდეგ შეკრეს გუნდი.