ალისფერი ჯადოქარი
| ალისფერი ჯადოქარი | |
|---|---|
|
| |
| გამოცემის ინფორმაცია | |
| გამომცემელი | Marvel Comics |
| პირველი გამოჩენა | Uncanny X-Men #4 (1964 წლის მარტი) |
| ავტორ(ებ)ი | სტენ ლი, ჯეკ კირბი |
| დახასიათება | |
| ალტერ ეგო | ვანდა მაქსიმოფი |
| სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
| მოკავშირეები |
ბოროტი მუტანტების საძმო შურისმაძიებლები განმათავისუფლებელი ქალბატონები დასავლეთ სანაპიროს შურისმაძიებლები მცველები საიდუმლო მცველები Force Works |
| შესაძლებლობა | რეალობის მსხვრევა |
ალისფერი ჯადოქარი (ინგლ. Scarlet Witch), ნამდვილი სახელი ვანდა მაქსიმოფი — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია Marvel Comics-ის მიერ გამოცემული კომიქსის წიგნებიდან. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების მე-4 ნომერში (1964 წლის მარტი). შექმნილია სტენ ლისა და ჯეკ კირბის მიერ.
პერსონაჟი ჩნდება ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, არკადულ და ვიდეოთამაშებში, ისევე როგორც მარველთან დაკავშირებულ სხვა პროექტებში. ვანდა მაქსიმოფი / ალისფერი ჯადოქარი, რომელსაც Marvel-ის კინოსამყაროში ელიზაბეტ ოლსენი ასახავს გვხვდება შემდეგ ფილმებში: კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი (2014), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015), კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016), შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018) და შურისმაძიებლები: დასასრული. (2019). ელიზაბეტ ოლსენი ასევე ასრულებს ალისფერი ჯადოქრის როლს Disney+-ის სერიალში ვანდავიჟენი (2021) და დოქტორი სტრეინჯის ახალ ფილმში (2022).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალისფერი ჯადოქარი Marvel-ის სამყაროს ვიკიში
| |||||||||||||||||||||||||||||||||