კასანდრა ნოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასანდრა ნოვა

New X-Men #121.
ფრანკ ქიტელის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა New X-Men #114 (2001 წლის ივლისი)
ავტორ(ებ)ი გრანტ მორისონი, ფრანკ ქიტელი
დახასიათება
ალტერ ეგო კასანდრა ნოვა ქსავიე
სახეობა მუმუდრაი
მოკავშირეები შიარის იმპერია
შესაძლებლობა ტელეპატია,
ტელეკინეზისი,
დეენემის მართვის უნარი,
სწრაფად განკურნების უნარი,
არახელშესახები,
ფორმის შეცვლის უნარი

კასანდრა ნოვაიქს-ადამიანების გამოგონილი მტერი Marvel Comics-ის მსოფლიოდან. შექმნილია მწერალი გრანტ მორისონისა და მხატვარი ფრანკ ქიტელის მიერ. პირველად გამოჩნდა ახალი იქს-ადამიანების 114-ე ნომერში (2001 წლის ივლისი). კასანდრა ნოვა ’მუმუდრაია’, უსხეული პარაზიტი ასტრალური სამყაროდან. მუმუდრაი ცოცხალი ემოციური ენერგიის სახით არსებობს. კასანდრა ნოვამ სიცოცხლე ჩარლზ იქსევიერთან ერთად დაიწყო. საკუთარი სხეულის შესაქმნელად მან ჯერ კიდევ არ დაბადებული ქსავიეს დეენემი გამოიყენა, ამგვარად გახდა მისი ’და’, ტყუპის ცალი. პროფესორი ტელეპათიური ძალების ფართო სპექტს ფლობს, სწორედ ამიტომ, კასანდრამაც შეიძინა გონებრივი შესაძლებლობები, აგრეთვე საშვილოსნოდან გასვლისა და სხეულის შექმნის უნარი.

კასანდრა ნოვა ქსავიეს იდეოლოგიური ბნელი აჩრდილია, რომელსაც ნგრევისა და გენოციდისაკენ აქვს მიდრეკილება. სწორედ ნოვამ უბრძანა მცველების არმიას გენოშას 16 მილიონამდე მუტანტის განადგურება. 2009 წელს, კასანდრა ნოვამ IGN-ის კომიქსების ყველა დროის 100 საუკეთესო ბოროტმოქმედს შორის 50-ე ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]