შინაარსზე გადასვლა

სანფაირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანფაირი

სანფაირი, როგორც შიმშილი, აპოკალიფსის ერთ-ერთი მსახურთაგანი. სალვადორ ლაროკას ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები #64 (1970 წლის იანვარი)
ავტორ(ებ)ი როი ტომასი, დონ ჰეკი
დახასიათება
ალტერ ეგო შირო იოშიდა
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები შიმშილი (აპოკალიფსის ეპოქიდან)
მოკავშირეები დამრბევები
იქს-ადამიანები
აპოკალიფსის მხედრები
სიკვდილის ჩემპიონები
წყნარი ლორდები
იქს-კორპორაცია მუმბაი
დიდი გმირი 6
იაკიბა
რაზმი ალფა
რაზმი ბეტა
შესაძლებლობა ფრენა,
პლაზმური ბლასტები,
ინფრაწითელი ხედვის უნარი,
იმუნიტეტი რადიაციის მიმართ,
როგორც შიმშილის მხედარი:
შიმშილის-გამომწვევი გამოსხივების წარმოქმის უნარი

სანფაირი (შირო იოშიდა, Yoshida Shirō) — გამოგონილი პერსონაჟი, მუტანტი სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოდან, იქს-ადამიანების ყოფილი წევრი. შექმნილია მწერალი როი ტომასისა და ილუსტრატორი დონ ჰეკის მიერ. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს-ადამიანების 64-ე ნომერში (1970 წლის იანვარი).

სანფაირი ტემპერამენტიანი და ქედმაღალი იაპონელი მუტანტია, რომელსაც ზე-გავარვარებული პლაზმის წარმოქმნა და ფრენა შეუძლია. გუნდური თანამშრომლობისათვის გამოუდეგარი სანფაირი მხოლოდ მოკლე დროით იბრძოდა იქს-ადამიანების მხარდამხარ. 2005 წელს პერსონაჟი გამოჩნდა ვიდეო თამაშში იქს-ადამიანები, ლეგენდები II: აპოკალიფსის აღზევება, აგრეთვე მონაწილეობდა 1990-იანი წლების ანიმაციურ სატელევიზიო სერიალში იქს-ადამიანები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]