A Rush of Blood to the Head

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
A Rush of Blood to the Head

სტუდიური ალბომი - Coldplay
გამოცემის თარიღი 26 აგვისტო, 2002
ჩაიწერა სექტემბერი 2001–მაისი 2002
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 54:08
ლეიბლი Capitol, Parlophone
პროდიუსერი Coldplay
კენ ნელსონი
Coldplay - ქრონოლოგია
Parachutes
(2000)
A Rush of Blood to the Head
(2002)
Live 2003
(2003)
სინგლები ალბომიდან A Rush of Blood to the Head
  1. „In My Place“
    გამოვიდა: 5 აგვისტო 2002
  2. „The Scientist“
    გამოვიდა: 4 ნოემბერი 2002
  3. „Clocks“
    გამოვიდა: 24 მარტი 2003
  4. „God Put a Smile upon Your Face“
    გამოვიდა: 14 ივლისი 2003

A Rush of Blood to the Head — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეორე ალბომი. გამოიცა 2002 26 აგვისტოს (გაერთიანებული სამეფო) და 27 აგვისტოს აშშ-ში. ჩაიწერა პროდიუსერ კენ ნელსონის თანაშემწეობით. ჩაწერა დაიწყო მას შემდეგ, რაც კოლექტივმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა სადებიუტო დისკით Parachutes და სინგლით „Yellow“.[1] ამ ალბომში უფრო მეტად გამოიყენება ელექტროგიტარები და პიანინო.

დისკი სინამდვილეში გამოვიდა დაგეგმილთან შედარებით ორი თვის დაგვიანებით.[2] იგი გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში მოხვდა და ამ ქვეყანაში XXI საუკუნის ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის მერვე ადგილი დაიკავა.[3] BPI-სგან მას გადაეცა 9 გზის პლატინის სტატუსი ქვეყანაში გაყიდული 2.9 მილიონი დისკისთვის. მსოფლიო მასშტაბით იგი დღემდე 22 მილიონი ასლის სახით არის გაყიდული. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „In My Place“, „The Scientist“ და „Clocks“. „God Put a Smile upon Your Face“ ასევე გამოიცა და იყო საკმაოდ, მაგრამ წინა სინგლებთან შედარებით ნაკლებად პოპულარული.

A Rush of Blood to the Head კრიტიკოსების მიერ აღიარებული იქნა. ჯგუფმა მისთვის 2003 წელს მიიღო წლის ალტერნატიული ალბომის გრემი, ხოლო 2004 წელს - წლის ჩანაწერისთვის („Clocks“). 2012 წელს, Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში A Rush of Blood to the Head იკავებდა 466-ე ადგილს. 2013 წელს BBC Radio 2-ის მსმენელების გამოკითხვის საფუძველზე მას ყველა დროის საუკეთესო ალბომის სტატუსი მიენიჭა.[4]

2008 წელს Capitol-მა 180 გრამიან ფორმატში ალბომი გამოსცა გრამფირფიტაზე.

წარმოშობა და ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის ჩაწერა ჯგუფმა ლონდონში, 11 სექტემბრის ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.[1][5] Coldplay მანამდე ამ ქალაქში ხანგრძლივი დროით არ გაჩერებულა და, წარმატების გამო, მას მუდმივად აწუხებდნენ თაყვანისმცემლები. ამის გათვალისწინებით, კოლექტივი ლივერპულში გადავიდა, სადაც მანამდე Parachutes-ის რამდენიმე სიმღერაზე უმუშავია. ჯგუფის ლიდერი კრის მარტინი ამბობდა, რომ უკვე ლივერპულში, ჩაწერით დაინტერესებულებს[5], დაებადათ „In My Place“-ის იდეა. პირველი სიმღერა, რომელიც ალბომისთვის დაიწერა, სწორედ იგი იყო და სწორედ ის გამოსცეს პირველი სინგლის სახით: „ვინაიდან ამ სიმღერამ ჩაგვაწერინა მეორე ალბომი. კვლავ არსებობის საშუალება მოგვცა და დაგვარწმუნა, რომ სიმღერების წერა კვლავ შეგვეძლო.“ Coldplay ამასთან იხსენებდა, რომ Parachutes-ის ჩაწერიდან სამი თვის განმავლობაში არ იცოდნენ, თუ რა მიმართულებას გაჰყვებოდნენ.[5]

ალბომისთვის დაიწერა ოცზე მეტი სიმღერა, მათ შორის - „In My Place“ და „Animals“, რომელიც კონცერტებზე იყო წარდგენილი.[1][6] ალბომის სახელწოდება ცნობილი გახდა ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით.[7]

ლივერპულში სესიების დროს კრის მარტინი და გიტარისტი ჯონი ბაკლენდი სხვა წევრებისგან ცალკე მუშაობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას, ხოლო იდეებს გარი ბერიმენს და უილ ჩემპიონს წარუდგენდნენ ორშაბათობით.[5] A Rush of Blood to the Head თითქმის დასრულებული იყო, როდესაც მარტინმა სტუდიაში პიანინოზე შემთხვევით აკრიფა მელოდია, რომელიც შემდგომში იქცა „Clocks“-ის ძირითად თემად. ვინაიდან სიმღერის ალბომის შეტანა უკვე გვიანი იყო, მათ დემო-ვერსია ჩაწერეს და „Clocks“ ცალკე დისკზე შეიტანეს, რომელსაც დააწერეს „Songs for #3“. ეს ნიშნავდა, რომ „Clocks“ განკუთვნილი იყო მესამე ალბომში შესატანად.[2][8]

2002 წლის ივნისისთვის მუშაობა ალბომზე დასრულებული იყო, მაგრამ შედეგით კოლექტივი უკმაყოფილო ჩანდა და შეუთანხმდა ლეიბლს, რომ ალბომს მხოლოდ მაშინ გადასცემდა, როდესაც მოიწონებდა საბოლოო ვერსიას.[2][8] რამდენიმე სიმღერა ამოიღეს, ვინაიდან ყველა ჟღერდა ისე, თითქოს აღებული იყო Parachutes-იდან. მარტინი ამბობდა, რომ ასე არ იქნებოდა საინტერესო: „ყოველივეს წარმოაჩენდა ისე, თითქოს მოგვწონს მიღწეული და სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვითარება და საკუთარი თავის, როგორც მუსიკოსების, დახვეწა“. ასეთი ამბიციებით Coldplay უფრო იძაბებოდა: „ხოლმე სესიები ჩერდებოდა, ვინაიდან რომელიმე წევრი აცხადებდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა.“[9]

2002 წელს ისინი გლასტონბერის ფესტივალზე წამყვანი შემსრულებლის სახით გამოვიდნენ, შემდეგ კი დაუბრუნდნენ „Songs for #3“-ის მასალას. მენეჯერმა ფილ ჰარვიმ მოისმინა „Clocks“ და ოთხეულს შესთავაზა მასზე მუშაობის გაგრძელება: „არა, ეს სიმღერა უნდა ჩაწეროთ, ვინაიდან ტექსტში საუბრობთ გადაუდებლობაზე და ამავე დროს მეუბნებით, რომ სიმღერა უნდა გადავდოთ, რაც წარმოუდგენელია.“[2][8]

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

„Clocks“

„Clocks“-ის მელოდია ეფუძნება პიანინოზე შესრულებულ განმეორებად მელოდიას.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ალბომის ერთ-ერთი სიმღერაა „Politik“, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოს ანარეკლია და ასახავს ჯგუფის პოზიციიდან სიცოცხლის და საზოგადოების ხედვას. ალბომის მრავალი სიმღერა გადაუდებლობას ეხება. მარტინი ამბობდა, რომ წინა ალბომის სიმღერა უფრო მშვიდი იყო, ვინაიდან მშვიდი განწყობით იწერებოდა. „შესაძლოა, ახალ სიმღერებში უფრო მეტია გადაუდებლობის თემა. ყოველივე წარმოიშვა იმ ადგილებიდან გამომდინარე, რომლებიც ვნახეთ და იქიდან, თუ რა გადაგხვდა თავს“. გადაუდებლობის თემაზე საუბრისას მარტინი ასევე განმარტავდა ალბომის სახელწოდებას და ამბობდა, რომ იგი „რამის იმპულსურად კეთებას ნიშნავს“.[9]

რამდენიმე სიმღერა ამ ალბომზე ეხება სიყვარულს და ურთიერთობას. ისინი ნამდვილ ფაქტებს ეფუძნებიან, მაგრამ, მარტინის თქმით, ისინი დაწერა გამოგონილი თემების თანდართვით: „სიმღერები ზღაპრების მსგავსია. მათ აქვთ დასაწყისი და დასასრული და შეგიძლია ერთმანეთს დაუკავშირო. ნამდვილ ცხოვრებაში ასე არ ხდება“.[5]

ალბომში შეტანილ ბალადებსა და აკუსტიკურ სიმღერებში არის დიდი რაოდენობით გიტარა თუ პიანინო. U2-ს მსგავსი „ეპიკური როკი“ ჟღერს „Politik“-ში, „Clocks“ პიანინოზეა აგებული, „A Whisper“-ში ისმის ხმაურიანი გიტარები, ხოლო „Warning Sign“ Crowded House-ის სიმღერების მსგავსია და ყოველივე ეს ჯგუფის მუსიკალურ დიაპაზონს აფართოვებს.[10] მარტინის თქმით, ალბომის სასათაურო კომპოზიცია არის მიძღვნა ჯონი კეშისადმი, რომელსაც უწოდებდა „უდიდეს გიტარებიან მამაკაცებს შორის“ ერთ-ერთს.[11] ეს სიმღერა აგრეთვე ცხოვრებაში ამა თუ იმ დაეჭვებას ეხება.[12]

კრისი აგრეთვე ამბობდა, რომ „Green Eyes“ ეძღვნება ორ ადამიანს - „ამერიკელ მეგობარს“ და ჯონი ბაკლენდს.[13]

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანის ავტორია ფოტოგრაფი სოლვე სუნდსბო. 1990-იანებში მან, ჟურნალ „Dazed & Confused“-ის დაკვეთით შექმნა სურათი, რომელსაც ექნებოდა „ტექნოლოგიური სახე და იქნებოდა მთლიანად თეთრი“. მან სცადა ორიგინალური სურათის შექმნა და ამისთვის სამგანზომილებიანი სკანერი გამოიყენა.[14]

პირველ მოდელს, რომელიც გამოსახულია გარეკანზე, თეთრი გრიმი დაამატეს, ხოლო მეორეს ჩააცვეს ტვილის სამოსი. კომპიუტერმა ფერები სწორად ვერ დაამუშავა, ამიტომ გრაფიკა ჩაანაცვლა წვეტებით, ხოლო თავი გამოვიდა გახლეჩილი, ვინაიდან აპარატმა აღიქვა გამოსახულების მხოლოდ 30 პროცენტი. ჟურნალის რედაქტორს ასეთი შედეგი მოეწონა და იგი ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა. მარტინს ნანახი ჰქონდა ნამუშევარი და იგი სუნდსბოს თავად დაუკავშირდა და სთხოვა გამოსახულების გამოყენების ნებართვა. სინგლებისთვის ფოტოგრაფმა დაასკანერა ჯგუფის წევრების თავებიც და შემდგომში Live 2003-ის გარეკანზეც იმუშავა).[14]

ალბომის ბუკლეტში შეტანილია მხოლოდ ორი ფოტოსურათი. ერთ-ერთი გადაღებულია ადგილზე, რომელიც, როგორც ვარაუდობდნენ, იყო ტყე, ხოლო მეორეზე ჯგუფი ხმისჩამწერ სტუდიაში ზის. სამეფო ფოსტამ წლების შემდეგ გარეკანი გამოიყენა საფოსტო მარკების სერიაში, რომელიც ეძღვნებოდა ალბომების კლასიკურ ყდებს.[15]

კრიტიკოსების შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 80/100[16]
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4/5 stars[17]
Blender 4/5 stars[18]
Entertainment Weekly A[19]
The Guardian 4/5 stars[20]
NME 9/10[21]
Pitchfork 5.1/10[22]
Q 4/5 stars[23]
Rolling Stone 4/5 stars[24]
Spin 7/10[25]
Uncut 5/5 stars[26]

გამოსვლისთანავე A Rush of Blood to the Head-მა მიიღო კრიტიკოსების ძირითადად დადებითი შეფასებები. მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე ამჟამად საშუალო ქულები შეადგენს 80-ს, დაფუძნებული 25 მიმოხილვაზე.[27] ბევრის აზრით, ალბომი Parachutes-ზე უფრო მაღლა დგას.[16] ალექსის პეტრიდისი (The Guardian) წერდა, რომ ჯგუფის ახალი „თვითდაჯერებულობა ყველგან იგრძნობა...Parachutes-ის მორცხვობა აღარსად არის“. მისივე აზრით, იგი „ჟღერს, როგორც ალბომი, რომელიც მზად არის, მსოფლიო დაიპყროს.“[20]

კელეფა სანე (The New York Times) დისკს დადებით შეფასებას აძლევდა, წერდა რა, რომ იგი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი იყო და აღწერდა მას, როგორც „წინასთან შედარებით უფრო ღრმას, უცნაურს და მიმზიდველს“.[28] Rolling Stone-ის რობ შეფილდი წერდა: „A Rush of Blood to the Head არის უფრო საჭირბოროტო, ბასრი, მთლიანად გასაოცარი ალბომი“, დაამატა რა, რომ „თუკი Parachutes მგრძნობიარე ბიჭუნას მოუქნელი დღიური იყო, A Rush of Blood ჟღერს, როგორც ჯგუფი, რომელიც ბედავს საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვას.“[24] ტედ კესლერი (NME) ალბომს აქებდა, უწოდებდა რა „გამორჩეული ბუნებრივი მშვენიერების, ორგანულ, ერთიან ნამუშევარს“. მაკ-კენზი უილსონი (AllMusic) ეხმაურება ამ კომენტარს და წერს, რომ იგი „ძლიერი ალბომია“. უილსონი, რომელიც აღფრთოვანებულია მარტინის დახვეწილი ფალცეტოთი, კოხტა „აბეზარი მიწოდებით“ და ბაკლენდის „ეშხიანი გიტარით“, აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ჯერ ახალგაზრდები არიან, მათ შესანიშნავი ალბომი შექმნეს.[17] ემა პირსი (The Village Voice) იგივე განწყობით წერს, ამბობს რა, რომ Parachutes-თან შედარებით ალბომი „უფრო ბასრი, ტრანსული და მოსაუბრე“ არის.[29] რობერტ კრისტგოუმ დისკი აღნიშნა საპატიო ერთი ვარსკვლავით და წერდა: „აბა, მწვანე თვალებმა მოისროლონ და მერე ვნახავთ, სიცარიელეში რამდენი ხანი იმღერებს“ (მინიშნება სიმღერაზე „Green Eyes“)[30].

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრის მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Politik“ 5:18
2. „In My Place“ 3:48
3. „God Put a Smile upon Your Face“ 4:57
4. „The Scientist“ 5:09
5. „Clocks“ 5:07
6. „Daylight“ 5:27
7. „Green Eyes“ 3:43
8. „Warning Sign“ 5:31
9. „A Whisper“ 3:58
10. „A Rush of Blood to the Head“ 5:51
11. „Amsterdam“ 5:19

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ცერემონიალი ჯილდო კატეგორიაში
2002 Q Awards საუკეთესო ალბომი
2003 BRIT Awards საუკეთესო ბრიტანული ალბომი
2003 Grammy Awards საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2002) უმაღლესი
პოზიცია
არგენტინის ალბომების ჩარტი 1
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[31] 1
ავსტრიის ალბომების ჩარტი[31] 10
ბელგიის ალბომების ჩარტი[31] 2
ბრაზილიის ალბომების ჩარტი[32] 1
კანადის ალბომების ჩარტი[33] 1
დანიის ალბომების ჩარტი[31] 1
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[34] 3
ევროპის ალბომების ჩარტი[35] 1
ფინეთის ალბომების ჩარტი[31] 4
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[31] 4
გერმანიის ალბომების ჩარტი[36] 1
საბერძნეთის ალბომების ჩარტი[37] 2
ირლანდიის ალბომების ჩარტი[38] 1
იტალიის ალბომების ჩარტი[31] 1
მექსიკის ალბომების ჩარტი[39] 38
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[40] 2
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[41] 1
პოლონეთის ალბომების ჩარტი[42] 25
პორტუგალიის ალბომების ჩარტი[43] 3
ესპანეთის ალბომების ჩარტი[44] 9
შვედეთის ალბომების ჩარტი[45] 5
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[46] 1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[47] 1
აშშ Billboard 200[48] 5

ყველა დროის ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (ყველა დროის) პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[49] 31

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[50] 3× პლატინა 120,000x
ავსტრალია (ARIA)[51] 7× პლატინა 490,000^
ავსტრია (IFPI Austria)[52] პლატინა 30,000x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[53] ოქრო 50,000*
კანადა (Music Canada)[54] 4× პლატინა 400,000^
დანია (IFPI Denmark)[55] ოქრო 25,000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[56] ოქრო 16,708[56]
საფრანგეთი (SNEP)[57] 2× ოქრო 200,000*
გერმანია (BVMI)[58] 3× ოქრო 450,000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[59] ოქრო 15,000^
იტალია (FIMI)[60] პლატინა 120,000[60]
მექსიკა (AMPROFON)[61] პლატინა 150,000^
ნიდერლანდები (NVPI)[62] პლატინა 80,000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[63] 4× პლატინა 60,000^
ესპანეთი (PROMUSICAE)[64] ოქრო 50,000^
შვედეთი (GLF)[65] ოქრო 30,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[66] ოქრო 20,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[67] 9× პლატინა 2,909,750[68]
აშშ (RIAA)[69] 4× პლატინა 4,925,000[70]
ჯამში
ევროპა (IFPI)[71] 5× პლატინა 5,000,000*

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

გამოცემის დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ლებლი ფორმატი კატალოგი
იაპონია 12 აგვისტო 2002 Toshiba-EMI კომპაქტ დისკი TOCP 66020
გაერთიანებული სამეფო 26 აგვისტო 2002 Parlophone ვინილი (LP) 5405041
კომპაქტ დისკი 5405042
აშშ 27 აგვისტო 2002 Capitol კომპაქტ დისკი კომპაქტ დისკი 7243 5 40504 2 8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Moss, Corey. “Coldplay Ready Second Album As 'Trouble' Heats Up“, MTV, 18 December 2001. წაკითხვის თარიღი: 3 September 2008. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Webb, Robert. “Story of the Song: 'Clocks', Coldplay (2002)“, The Independent, 25 July 2008. წაკითხვის თარიღი: 16 September 2008. 
  3. Alan Jones. (2011)Adele still on top but UK album sales fall to 13-year low. Music Week. წაკითხვის თარიღი: 25 August 2011.
  4. Coldplay tops BBC favourite albums poll“, 3 News NZ, 2 April 2013. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Cumberbatch, Franklin. (13 August 2002) Coldplay: Going Out of My Head. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 September 2008. წაკითხვის თარიღი: 14 September 2008.
  6. Nelson, Chris. “Coldplay Warm Up on U.S. Tour Opener“, MTV, 12 February 2001. წაკითხვის თარიღი: 14 September 2008. 
  7. Luerssen, John D.. “Coldplay Sets Album Title, June Gigs“, Billboard, 25 April 2002. წაკითხვის თარიღი: 14 September 2008. 
  8. 8.0 8.1 8.2 Wiederhorn, Jon. “Road to the Grammys: The Making Of Coldplay's 'Clocks'“, MTV, 2 February 2004. წაკითხვის თარიღი: 16 September 2008. 
  9. 9.0 9.1 Wiederhorn, Jon. “Coldplay Bleed For Beauty on a Rush of Blood to the Head“, MTV, 27 August 2002. წაკითხვის თარიღი: 16 September 2008. 
  10. Coldplay – A Rush of Blood to the Head“, BBC Music, 26 August 2002. წაკითხვის თარიღი: 2 October 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2003-01-03. 
  11. Orshoski, Wes. “Cash 'Comes Around' On New 'American' Album“, Billboard, 16 August 2002. წაკითხვის თარიღი: 15 September 2008. 
  12. A Rush of Blood to the Head meaning.
  13. The Oracle. (18 December 2008) The Oracle: "December 18, 2008. Coldplay.com: The Oracle. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 February 2012. წაკითხვის თარიღი: 20 February 2012.
  14. 14.0 14.1 Benedictus, Leo. (14 February 2008) Sølve Sundsbø's best shot. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 October 2008. წაკითხვის თარიღი: 10 September 2008.
  15. Michaels, Sean. “Coldplay album gets stamp of approval from Royal Mail“, The Guardian, 8 January 2010. წაკითხვის თარიღი: 8 January 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 January 2010. 
  16. 16.0 16.1 Reviews for A Rush of Blood to the Head by Coldplay. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 1 December 2011.
  17. 17.0 17.1 Wilson, MacKenzie. A Rush of Blood to the Head – Coldplay. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 16 September 2008.
  18. Maconie, Stuart (September 2002). "Coldplay: A Rush of Blood to the Head". Blender (9): 145. დაარქივებულია ორიგინალიდან 7 May 2004-ში. https://web.archive.org/web/20040507202007/http://www.blender.com/reviews/review_511.html. წაკითხვის თარიღი: 6 July 2016.
  19. Browne, David. (2 September 2002) A Rush of Blood to the Head. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 8 September 2009.
  20. 20.0 20.1 Petridis, Alexis. (16 August 2002) Coldplay: A Rush of Blood to the Head. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 16 September 2008.
  21. Kessler, Ted. (22 August 2002) Coldplay: A Rush of Blood to the Head. NME. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 September 2012. წაკითხვის თარიღი: 1 December 2011.
  22. Tangari, Joe. (8 September 2002) Coldplay: A Rush of Blood to the Head. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 22 October 2011.
  23. Lynskey, Dorian (September 2002). "Coldplay: A Rush of Blood to the Head". Q (194): 198–99.
  24. 24.0 24.1 Sheffield, Rob. (26 August 2002) A Rush Of Blood To The Head. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 8 September 2009.
  25. Walters, Barry (September 2002). "The Chilling Effect". Spin 18 (9): 125–26. https://books.google.com/books?id=xfEjLof28w8C&pg=PT15. წაკითხვის თარიღი: 8 September 2009.
  26. "Coldplay: A Rush of Blood to the Head". Uncut (64): 116. September 2002.
  27. Coldplay: A Rush of Blood to the Head (2002): Reviews. Metacritic. წაკითხვის თარიღი: 10 April 2012.
  28. Sanneh, Kelefa. (14 August 2002) POP REVIEW; Vertigo From the Falsetto and 'Parachutes'. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 15 September 2008.
  29. Pearse, Emma. (17 September 2002) New Shapes and Colors. The Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 December 2004. წაკითხვის თარიღი: 16 September 2008.
  30. კრისტგოუ, რობერტ. CG: Coldplay. RobertChristgau.com. წაკითხვის თარიღი: 21 May 2012.
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 "Coldplay – A Rush of Blood to the Head". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 25 ნოემბერი 2010.
  32. Balanço Semestral das Vendas Mundiais Portuguese. Associação Brasileira dos Produtores de Discos (დეკემბერი 2005). წაკითხვის თარიღი: 4 აგვისტო 2009.
  33. Billboard positions
  34. სტივენ ჰანგი. (6 მარტი 2009) ჰოლანდიის ალბომების ჩარტი. Dutchcharts.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 თებერვალი 2010. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  35. Hits of the World – Eurochart. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (14 სექტემბერი 2002). წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2012.
  36. musicline.de / PhonoNet GmbH. გერმანიის ალბომები Chart. Musicline.de. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  37. Ελληνικό Chart. Web.archive.org (3 მარტი 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 მარტი 2005. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  38. Irish Music Charts Archive – Top 75 Artist Albums, Week Ending 5 სექტემბერი 2002. Chart-track.co.uk. წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2012.
  39. Mexican Charts – Coldplay – A Rush of Blood to the Head (album). Mexicancharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 ოქტომბერი 2012. წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2012.
  40. NZ Top 40 Albums Chart. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი 2016.
  41. norwegiancharts.com - COLDPLAY - A RUSH OF BLOOD TO THE HEAD (ALBUM) English. წაკითხვის თარიღი: 11 აგვისტო 2016.
  42. 23 września 2002 – Sprzedaż w okresie 09.09.2002 – 15.09.2002 Polish. OLiS. წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2012.
  43. Hits of the World – Portugal. Billboard (5 ოქტომბერი 2002). წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2012.
  44. Hits of the World – Spain. Billboard (14 სექტემბერი 2002). წაკითხვის თარიღი: 27 ივნისი 2012.
  45. სტივენ ჰანგი. (25 დეკემბერი 2009) შვედეთის ალბომების ჩარტი. Swedishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 იანვარი 2010. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  46. სტივენ ჰანგი. შვეიცარიის ალბომების ჩარტი. Hitparade.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 მარტი 2010. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  47. UK Albums Chart. Theofficialcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 ნოემბერი 2008. წაკითხვის თარიღი: 25 ნოემბერი 2010.
  48. Billboard 200. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 იანვარი 2010. წაკითხვის თარიღი: 31 დეკემბერი 2009.
  49. Copsey, Rob. (4 ივლისი 2016) The UK's 60 official biggest selling albums of all time revealed. Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი 2016.
  50. Discos de Oro y Platino – Coldplay Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 ივნისი 2009.
  51. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2012 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  52. Austrian album certifications – Coldplay – A Rush of Blood გერმანულად. IFPI ავსტრია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012. შეიყვანეთ Coldplay ველში Interpret. შეიყვანეთ A Rush of Blood ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  53. Brazilian album certifications – Coldplay – A Rush of Blood პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  54. Canadian album certifications – Coldplay – A Rush of Blood. Music Canada. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  55. Danish album certifications – Coldplay – A Rush of Blood. IFPI დანია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  56. 56.0 56.1 Finnish album certifications – Coldplay – A Rush of Blood ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  57. French album certifications – Coldplay – A Rush of Blood ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  58. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Coldplay; 'A Rush of Blood') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  59. Greek album certifications – Coldplay – A Rush of Blood ბერძნულად. IFPI საბერძნეთი. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  60. 60.0 60.1 Coldplay in tour, come un tornado Italian. Il Piccolo (23 აპრილი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 ივნისი 2012. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  61. Certificaciones – Coldplay Spanish. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 აპრილი 2008. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  62. Buzz-top-3: Chirac, Donner en Coldplay ჰოლანდიურად. HP/De Tijd (16 დეკემბერი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 ივნისი 2012. წაკითხვის თარიღი: 30 ივნისი 2012.
  63. The Official New Zealand Charts – Chart #1383 – Sunday 9 ნოემბერი 2003 – Top 50 Albums Chart. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან - 28 ივნისი 2012. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  64. Spanish album certifications – Coldplay – A Rush of Blood ესპანურად (PDF). ესპანეთის მუსიკალური პროდიუსერები. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  65. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 2003 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  66. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Coldplay; 'A Rush of Blood'). Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.
  67. British album certifications – Coldplay – A Rush of Blood. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი 2016. შეიყვანეთ A Rush of Blood ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  68. Hanley, James. “Glastonbury 2016: Coldplay set to make history“, Music Week, Intent Media, 20 ივნისი 2016. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი 2016. 
  69. American album certifications – Coldplay – A Rush of Blood. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  70. გრინი, პოლ. (8 ივლისი 2014) USA: Top 20 New Acts Since 2000. Yahoo! Music.
  71. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2011. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 28 ივნისი 2012.