Every Teardrop is a Waterfall

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Every Teardrop is a Waterfall“

Every Teardrop is a Waterfall
სინგლიColdplay
ალბომიდან Mylo Xyloto
გამოსვლის თარიღი 3 ივნისი, 2011
ხანგრძლივობა 4:03
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი, ჯონი ბაკლენდი, პიტერ ალენი, ედრიან ანდერსონი, ბრაიან ინო
პროდიუსერი დენ გრინი, რიკ სიმფსონი, მარკუს დრევსი
Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
„Christmas Lights“
(2010)
Every Teardrop is a Waterfall
(2011)
„Paradise“
(2011)
ალტერნატიული გარეკანი

Every Teardrop Is a Waterfall - 7" და EP გამოცემები

Every Teardrop Is a Waterfall — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს სინგლი და EP, გამოცემული 2011 წლის 4 ივნისს. მისი წარდგენა მოხდა 2011 წლის 3 ივნისს.

ჯგუფმა სინგლის წარსადგენად მიმართა ორიგინალურ ხერხს, აქვეყნებდა რა საკუთარ ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე სიმღერის ტექსტის ნაწყვეტებს. მოგვიანებით გამოქვეყნდა როგორც სიმღერის სრული ტექსტი, ასევე სინგლის ყდა.თავდაპირველად სიმღერა გამოიცა ციფრული სახით.[1]

სიმღერაში გამოყენებულია პიტერ ალენისა და ედრიან ანდერსონის 1976 წლის I Go to Rio ნაწყვეტი.[2].

სიმღერის დებიუტი შედგა რადიოსადგურების BBC Radio 1, BBC Radio 2, BBC 6 Music, Absolute Radio და Xfm ეთერში.[3][4] სიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 2011 წელს, ფესტივალებზე Rock am Ring და Rock im Park (ნიურნბერგი, გერმანია).[5]

სინგლზე გამოცემისთანავე სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის #29 პოზიციაზე. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში იგი გაიყიდა 85.000 ასლის ოდენობით და გადაინაცვლა #14 ადგილზე.

ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა 2011 წლის ივნისის დასაწყისში. მისი ინტერნეტ-პრემიერა გაიმართა 2011 წლის 29 ივნისს. კლიპში გამოყენებულია სტოპ-მოძრაობის მეთოდი. კედლებზე იწერება სიმღერის ტექსტი და იხატება სხვადასხვა ფიგურები.[6] მუსიკალური ვიდეო რეჟისორია მეტ უაიტკროსი, რომელიც ასევე მუშაობდა სიმღერების Christmas Lights და Lovers in Japan კლიპებზე.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციფრული სინგლი[7][8]
  1. Every Teardrop Is a Waterfall – 4:03
  • კომპაქტ დისკი/7 ვინილი
  1. Every Teardrop Is a Waterfall – 4:03
  2. Major Minus – 3:30
  • ციფრული EP
  1. Every Teardrop Is a Waterfall – 4:03
  2. Major Minus – 3:30
  3. Moving to Mars – 4:19

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ფორმატი
მსოფლიო 3 ივნისი 2011 ჩამოტვირთვა
ბრიტანეთი 5 ივნისი, 2011
მსოფლიო[10] 27 ივნისი, 2011 კომპაქტ დისკი, 7", EP
საფრანგეთი[11] 4 ივლისი, 2011 კომპაქტ დისკი
აშშ[12][13] 21 ივნისი 2011 თანამედროვე მეინსტრიმული სიმღერები

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Coldplay - News: Every Teardrop Is a Waterfall. Coldplay.com (31 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 31 May 2011.
  2. Coldplay - Every Teardop Is a Waterfall lyrics (03 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 03 June 2011.
  3. Every Teardrop Is A Waterfall makes radio debut on Friday. Coldplay.com (2 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 4 June 2011.
  4. BBC - BBC Radio 1 Programmes - Fearne Cotton, Friday: Coldplay World Exclusive 1st Play, Fearne Cotton - Coldplay World Exclusive 1st Play. BBC Radio 1 (3 June 2011). ციტირების თარიღი: 4 June 2011.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  6. http://www.youtube.com/watch?v=fyMhvkC3A84
  7. Every Teardrop Is a Waterfall - Single by Coldplay iTunes
  8. Every Teardrop Is a Waterfall - Single by Coldplay.
  9. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  10. Every Teardrop Is A Waterfall / Major Minus - CD, vinyl and digital release (16 June 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 16 June 2011.
  11. http://www.amazon.fr/Every-Teardrop-Waterfall-Coldplay/dp/B0052RUYZW/
  12. http://www.allaccess.com/top40-mainstream/future-releases
  13. http://www.allaccess.com/hot-modern-ac/future-releases

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]