The Scientist (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Scientist“
სინგლიColdplay
ალბომიდან A Rush of Blood to the Head
გამოსვლის თარიღი 4 ნოემბერი 2002 (გაერთიანებული სამეფო)
11 ნოემბერი 2002 (აშშ)
ჩაიწერა ?
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 5:09
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone (ბრიტანეთი)
Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი, კრის მარტინი
პროდიუსერი

კენ ნელსონი, Coldplay

  • #18 (აშშ თანამედროვე როკი)
  • #16 (კანადა)
  • #40 (ავსტრალია)
  • Coldplay — სინგლების ქრონოლოგია
    „In My Place“
    (2002)
    The Scientist
    (2002)
    „Clocks“
    (2003)

    The Scientist — მეორე სინგლი Coldplay-ს მეორე ალბომიდან A Rush of Blood to the Head. რეგიონალური სინგლები გამოვიდა დიდ ბრიტანეთში/ევროპაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, და კანადაში. პრომო სინგლები გამოიცა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სთვის.

    ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    კრის მარტინის შთაგონებად ამ სიმღერის შექმნისას იქცა ჯორჯ ჰარისონის All Things Must Pass.

    სიმღერის ისტორიაზე საუბრისას კრის მარტინი ამბობდა: „იგი გოგონებზეა. საოცარია - რაზეც არ უნდა ფიქრობდე, ყველაზე მეტად გიზიდავს სხვაზე ოცნება.“ თუმცა, გარდა ამისა, ალბომის A Rush of Blood to the Head ანოტაციებში მითითებულია, რომ „მეცნიერი არის დენი“. საუბარია დენ კილინგზე, რომელმაც ჯგუფს ლეიბლთან Parlophone კონტრაქტზე იზრუნა.

    სიმღერის საკონცერტო შესრულებისას, 2005 წლიდან, ფინალური ტაქტები ფონოგრამის სახით ჟღერდა დარბაზში. ამასთან, ჩანაწერი უკუღმა ტრიალებდა. კრის მარტინს აგრეთვე ჰქონდა ჩვეულებად სიმღერის ტექსტის ოდნავ შეცვლა - ერთ-ერთ კონცერტზე ტექსტში მან ახსენა ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც ჯგუფს ჩარტების #1 ადგილიდან აგდებს. ეს იყო პირდაპირი მინიშნება იმ ფაქტზე, რომ 2005 წელს ბრიტანულ ჩარტში Crazy Frog-ის სინგლი „Axel F“ Coldplay-ს Speed of Sound-ს ჩაენაცვლა.

    კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ეს კომპოზიცია არის ფორტეპიანოზე დაფუძნებული ბალადა. იგი იწყება კრის მარტინის ვოკალით, რომელსაც პირველი მისამღერის შემდეგ უერთდება ჯგუფის დანარჩენ წევრთა ინსტრუმენტები. სიმღერას იწყება ოთხაკორდიანი მელოდია. მას ასევე ახლავს სიმებიანი ორკესტრის არანჟირება. სიმღერის ბოლოს ელექტრონული გიტარაც ჟღერს.

    მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებულია სპეციფიკური მეთოდით. მასში მთელი მოქმედება უკუღმა მიმდინარეობს, მაგრამ შეიმჩნევა, რომ კრის მარტინის ტუჩები ზუსტად ემთხვევა სიმღერის ტექსტს. მარტინს დასჭირდა ერთი თვე, რათა ესწავლა სიმღერის ტექსტის უკუღმა წარმოთქმა.

    გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ჯგუფმა სინგლი ევროპაში გამოსცა 2002 წლის 4 ნოემბერს, ალბომის მეორე სინგლის სახით. მას ახლდა ორი b-გვერდი - 1.36 და I Ran Away. ალბომის მეორე გამოცემისათვის ჯგუფის აშშ ლეიბლმა ვერ უზრუნველყო სიმღერის პოპულარობა შტატებში, ამიტომ გამოსცა Clocks. სინგლის გარეკანზე, რომელიც შექმნილია სოლვე სუნდსბოს მიერ, გამოსახულია უილ ჩემპიონის სახე. სუნდსბოს მიერ ასევე დამზადებულია ალბომის A Rush of Blood to the Head და მისი სხვა სინგლების ყდები. შტატებში სინგლი საბოლოოდ გამოვიდა 2003 წლის 15 აპრილს.

    ავსტრალიურ ჩარტში სიმღერა 2003 წლის 1 ნოემბერს #40 ადგილზე აღმოჩნდა. იგი ასევე მოხვდა ბილბორდის თანამედროვე როკ-სიმღერების სიის #18 ადგილზე. სიმღერა ასევე მოხვდა კანადური სინგლების ჩარტის #6 პოზიციაზე, ხოლო ბრიტანეთში, 2002 წლის 17 ნოემბრისათვის მისი უმაღლესი პოზიცია იყო #10.

    მიმოხილვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    კრიტიკოსებმა სიმღერა ძირითადად დადებითად შეაფასეს. როლინგ სტოუნი წერდა: „ფანტასტიკური საფორტეპიანო ბალადა The Scientist შეიცავს კატაკლიზმური ფალსეტოთი გაჯერებულ ფინალს, რომელიც თქვენს კისერზე ყოველ თმას აბურძგლავს“.[1].

    სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1. The Scientist - 5:11
    2. 1.36 - 2:05
    3. I Ran Away - 4:26
    • 1.36 - გიტარაზე უკრავს ტილ უილერი, ჯგუფიდან Ash

    DVD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1. The Scientist
    2. The Scientist (პირიქით შებრუნებული ვიდეო)
    3. Lips Like Sugar (საკონცერტო)

    ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ჩარტები (2002) უმაღლესი
    პოზიცია
    კანადა 6
    ავსტრალია[2] 40
    ნიდერლანდები 20
    იტალია 23
    ირლანდია 15
    პოლონეთი[3] 1
    ბრიტანეთი 10
    აშშ 18
    ჩარტები (2009) Peak
    Position
    ავსტრია[2] 8
    გერმანია[2] 26
    შვეიცარია[2] 84

    რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-19. ციტირების თარიღი: 2011-09-10.
    2. 2.0 2.1 2.2 2.3 Coldplay — The Scientist worldwide chart positions and trajectories. aChart.us. ციტირების თარიღი: 2009-10-22.
    3. Polish Singles Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-08. ციტირების თარიღი: 2011-09-10.