გაი ბერიმენი
გაი ბერიმენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი |
12 აპრილი, 1978 კირკკელდი, შოტლანდია |
დაბ. ადგილი | კერკოლდი, შოტლანდია |
წარმოშობა | შოტლანდია |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | ბას გიტარისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას-გიტარა, ელექტრონული პიანინო. |
აქტიური | 1996-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Parlophone, Capitol |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Precision Bass Fender Jazz Bass | |
ხელმოწერა | |
გაი ბერიმენი ვიკისაწყობში |
გაი რუპერტ ბერიმენი (ინგლ. Guy Berryman; დ. 12 აპრილი 1978) — მუსიკოსი და ჯგუფ Coldplay-ს ერთ-ერთი წევრია. ის ბას-გიტარაზე უკრავს და ჯგუფში არარადიკალურობით და არააგრესიულობით გამოირჩევა.
ბერიმენი დაიბადა კირკალდიში (ფაიფი, შოტლანდია), მაგრამ თორმეტი წლის ასაკში კენტში, ინგლისი გადავიდა. ის გიტარაზე თექვსმეტი წლიდან უკრავდა. ბერიმენი ფანკ და გრუვ მუსიკაზე გაიზარდა და ამ მიმდინარეობების იშვიათ გამოცემებს აგროვებს.
სანამ Coldplay ჩამოყალიბდებოდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ბერიმენი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის დროს ჯგუფ Time Out-ში იყო.
მისი მამა ინჟინერია, რომელიც ლა მანშის არხზე მუშაობდა და ამჟამად ადრიან ჰემინგთან ერთად მუშაობს. როდესაც გაი საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ინჟინერიის სწავლა დაიწყო, მაგრამ შემდეგ გაუძნელდა და არქიტექტურაზე გადავიდა. ერთი წლის შემდეგ არქიტექტურის ფაკულტეტიც მიატოვა, რათა ფოკუსირება Coldplay-ში ბას-გიტარის დაკვრაზე მოეხდინა. სანამ მისი მეგობრები უნივერსიტეტში სწავლას მაინც აგრძელებდნენ, გაი ბარმენად მუშაობდა ადგილობრივ პაბში.
ბერიმენზე გავლენა იქონია ჯეიმზ ბრაუნის, The Beatles-ის, Kool & the Gang-ის, პინკ ფლოიდის, ლინ კოლინზის, მასეო პარკერის და The JBs-ის მუსიკამ.
გაის არასოდეს იტაცებდა სპორტი და თავადაც სპორტის რომელიმე სახეობით არასდროს ყოფილა დაკავებული. სკოლის წლებში ის მთელ დროს საყვირზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა სკოლის ბენდში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|