Trouble (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Trouble“
სინგლი  – Coldplay
ალბომიდან Parachutes
გამოსვლის თარიღი 26 ოქტომბერი 2000 (გაერთიანებული სამეფო)
10 ივლისი, 2001 (აშშ)
ფორმატი CD, კასეტა, 7"
ჩაიწერა მარტი, 2000
ჟანრი ალტერნატივა
ხანგრძლივობა
  • 4:33
  • 21:20 (Norwegian Live EP)
ლეიბლი Parlophone
სიმღერის ავტორი
პროდიუსერი კენ ნელსონი
Coldplay
Coldplay – სინგლების ქრონოლოგია

Yellow
(2000)
Trouble
(2000)
Don't Panic
(2001)
Trouble Live EP

EP - Coldplay
გამოცემის თარიღი 27 აგვისტო 2001
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 21:20
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი კენ ნელსონი, Coldplay
Coldplay – ქრონოლოგია

Acoustic
(2000)
Trouble - Norwegian Live EP
(2001)
Mince Spies
(2002)

Trouble — მესამე სინგლი ინგლისურ როკ ჯგუფ Coldplay-ს სადებიუტო ალბომიდან Parachutes. ეს სიმღერა მისთვის მეორე აღმოჩნდა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტის ტოპ 10-ეულში შევიდა, პიკის დროს მეათე ადგილზე. რეგიონალური სინგლები გამოვიდა ბრიტანეთი-ში/ევროპაში, ნორვეგიაში (საკონცერტო EP), და ავსტრალიაში (ორმაგი ა-მხარე). პრომო რელიზები შეიცავდა დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, და ტაივანს.

სიმღერა აგებულია ფორტეპიანოზე და ბალადის სტილშია დაწერილი. სინამდვილეში, მის შექმნას და დამუშავებას დიდი დრო დასჭირდა. თავდაპირველად, 1999 წლის სექტემბერში ჯგუფმა ჩაწერა ვერსია, რომელიც აგრესიული ვოკალითა და გიტარის სწრაფი რიფებით გამოირჩეოდა. ნოემბერში მას დაემატა ფორტეპიანო. საბოლოოდ, მისი ტემპი შეანელეს, დაამატეს გიტარის ახალი სოლო და პერკუსია.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CD სინგლი[1]
  1. Trouble – 4:33
  2. Brothers and Sisters – 4:49
  3. Shiver (Jo Whiley Lunchtime Social) – 4:21
ავსტრალიური CD სინგლი[2]
  1. Trouble – 4:32
  2. Don't Panic - 2:19
  3. Brothers and Sisters – 4:48
  4. Shiver (Jo Whiley Lunchtime Social) – 4:26
ნორვეგიული EP, საკონცერტო ჩანაწერი[3]
  1. Trouble (ჩაწერილია როკფელერ მიუზიკ ჰოლში) – 4:35
  2. Shiver (ჩაწერილია როკფელერ მიუზიკ ჰოლში) – 5:44
  3. Sparks (ჩაწერილია როკფელერ მიუზიკ ჰოლში) – 3:54
  4. Yellow (ჩაწერილია როკფელერ მიუზიკ ჰოლში) – 5:02
  5. Everything's Not Lost (ჩაწერილია როკფელერ მიუზიკ ჰოლში) – 6:03

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფმა გადაიღო სიმღერის ორი მუსიკალური ვიდეო, ბრიტანეთისათვის და აშშ-სთვის. ბრიტანული ვერსიის რეჟისორია სოფი მალერი, რომელიც თანამშრომლობდა ჯგუფებთან No Doubt, Eurythmics და ბლური. კლიპში კრის მარტინი დაბმულია სკამზე და იყინება. დანარჩენი წევრები ასევე მონაწილეობენ კლიპში - ისინი მას სხვა სკამზე აბამენ.

2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა კლიპის აშშ ვერსია. მისი ავტორია ტიმ ჰოუპი, რომელსაც ეკუთვნის სიმღერის Don't Panic კლიპი. შესაბამისად, ეს კლიპიც მსგავს სტილშია გადაღებული - სიურეალისტური გრაფიკით, რომელშიც არის აპლიკაციური ანიმაციის ელემენტები, თუმცა ამჯერად ჯგუფის წევრებს საკუთარი სხეულები აქვთ და არა - აპლიკაციური.

2002 წლის MTV-ს ვიდეო ნამუშევრების დაჯილდოების ცერემონიაზე ტიმ ჰოუპმა ამ კლიპით მიიღო პრიზი საუკეთესო მხატვრული რეჟისორული ნამუშევრისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Trouble. Allmusic. Rovi Corporation. წაკითხვის თარიღი: 30 April 2011.
  2. Trouble [Australia Bonus Tracks]. AllMusic. Rovi Corporation. წაკითხვის თარიღი: 30 April 2011.
  3. Trouble [Norwegian Live EP Tracks]. Amazon.com. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 17 January 2016.