ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
Anastasia Eristavi-Khoshtaria.jpg
დაბ. თარიღი 3 თებერვალი 1868(1868-02-03)
დაბ. ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 მაისი 1951(1951-05-01) (83 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა ნოველისტი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
მეუღლე დუტუ მეგრელი
Anastasia Eristavi-Khoshtaria ვიკისაწყობში

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (დაბ. 3 თებერვალი, 1868 - გარდ. 1 მაისი, 1951) — ქართველი ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გორში, არისტოკრატთა ოჯახში. მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში, სადაც გლეხების ბავშვებისათვის უფასო სკოლა დააარსა, ხოლო მოგვიანებით — ქალთა ორგანიზაცია „მანდილოსანი“ (1913-1914).

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა „ბესო“. 1890 წელს აკაკი წერეთელის ხელშეწყობით თბილისში გადავიდა, რათა გაეგრძელებინა სამწერლო კარიერა. მის პირველ ნოველებს — „მოლიპულ გზაზე“ (1897) და „ბედის ტრიალი“ (1901), საკმაო წარმატება ხვდათ. ანასტასია ერისთავი-ხოშტარია იყო პირველი ქართველი ქალი მწერალი, რომელმაც ყურადღება ქალების პრობლემებზე გაამახვილა. ერისთავი-ხოშტარიას ნოველები და მოკლე ისტორიები მისდევს ერთ ხაზს: ისინი აღწერენ ქართველი აზნაური ქალების ცხოვრებას XIX საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ხდებოდა ძველი ფასეულობების ცვლილება და ახალი ეკონომიკურ-მორალური წესრიგი ყალიბდებოდა. მისი იდეალები იყო თავისუფალი შრომა, გულწრფელი სიყვარული და გამოდიოდა „თიხის ფეხებიანი“ გმირების წინააღმდეგ.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ა. ერისთავი-ხოშტარია წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების „პოლიტიკურად კორექტულ“ შესავლებს წერდა.[1]

დაქორწინებული იყო დუტუ მეგრელზე (დიმიტრი ხოშტარია), რომელიც ასევე მწერალი და პოეტი იყო.

1983 წლის 21 იანვრიდან ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[2].

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]