შინაარსზე გადასვლა

ხუან ნეგრინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან ნეგრინი
ხუან ნეგრინი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მაისი, 1937 – 31 მარტი, 1939
პრეზიდენტი  მანუელ ასანია
წინამორბედიფრანსისკო ლარგო კაბალერო
მემკვიდრეფრანსისკო ფრანკო </ref> (როგორც ,,კაუდილიო)

ეროვნული თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი, 1938 – 31 მარტი, 1939
პრემიერ-მინისტრითვითონ
წინამორბედიინდალესიო პრიესტო
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ხაზინის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი, 1938 – 31 მარტი, 1939
პრემიერ-მინისტრიფრანსისკო ლარგო კაბალერო
წინამორბედიენრიკე რამოს რამოსი
მემკვიდრეფრანსისკო მენდეს ასპე

დეპუტატების კონრესის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მარტი, 1936 – 16 მარტი, 193631 მარტი, 1939
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1933 – 7 იანვარი, 1936

დაბადებული3 თებერვალი, 1892
ლას-პალმასი, გრას-კანარია
გარდაცვლილი12 ნოემბერი, 1956 (64 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
ეროვნებაესპანელი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური მუშათა პარტია (1929–1946)
მეუღლემარია ფიდელმან ბროდსკი

ხუან ნეგრინ ლოპესი (ესპ. Juan Negrín López; დ. 3 თებერვალი, 189212 ნოემბერი, 1956) — ესპანელი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი. ის იყო ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი და ფინანსთა მინისტრი. 1937-1945 წლებში (ემიგრაციაში) იკავებდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას. ნეგრინი ესპანეთის უკანასკნელი ლოიალისტი პრემიერი იყო და მასთან არის დაკავშირებული ესპანეთის სამოქალაქო ომში რესპუბლიკური ძალების დამარცხება ფრანსისკო ფრანკოს და ნაციონალისტების წინააღმდეგ. ნეგრინი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადასახლებაში გარდაიცვალა.

ესპანეთის მეორე რესპუბლიკის არცერთი ლიდერი ისე მკაცრად არის არის გაკრიტიკებული, როგორც ნეგრინი. კრიტიკის ავტორები არა მარტო ფრანკოსტი ისტორიკოსები, არამედ გადასახლებული ესპანეთის მემარცხენე მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, მათ შორის სოციალისტური პარტიის ლიდერი და მისი მტრად გადაქცეული მეგობარი ინდალესიო პრიეტო. მას დაეკისრა პრინციპული პასუხისმგებლობა სამოქალაქო ომის წაგებისთვისა და ესპანეთის საგანძურის გაყიდვისთვის.[1]

ხუან ნეგრინი ლას-პალმასში საშუალო კლასის რელიგიურ ოჯახში დაიბადა.[2] ის ნობელის პრიზის ლაურიანტის მედიცინის დარგში, სანტიგო რამონ-ი-კახალის მოსწავლე იყო.[3] ნეგრინმა ექიმის დოქტორის ხარისხი მიიღო გერმანიაში და მოგვიანებით, 29 წლის ასაკში[4] მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის პროფესორი გახდა.[5] ის გარდა თავისი მშობლიური ესპანურისა, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ[2] და რუსულ ენებზე საუბრობდა.[6] 1914 წლის 21 ივლისს მან სტუდენტ პიანისტზე, მარია ფიდელმან ბროდსკიზე იქორწინა. მათ სამი ვაჟი - ხუანი, რომულო და მიგელი შეეძინათ.[7]

1929 წელს ნეგრინი ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიაში გაწევრიანდა.[8] ის ინდალესიო პრეიტოს ფრაქციას ეკუთვნოთა, რომელიც ფრნასისკო ლარგო კაბალეროს მემარცხენე ექსტრემისტებს უპირისპირდებოდა.[9] 1931 წელს ნეგრინი კანარის კუნძულების ქალაქ ლას-პალმასიდან დეპუტატად აირჩიეს.[8] 1936 წლის ივლისსა და აგვისტოში ის ბევრ ადამიანს დაეხმარა რევოლუციურ ჩეკას გაქცეოდა.[3] ნეგრინის ამ საქმეში პირადი მონაწილეობის შესახებ მისი მეგობარიც ადასტურებდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მადრიდში სხვების გადასარჩენად ხუანმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.[10] შედეგად ნეგრინი ანარქისტებმა ლამის მოკლეს, მაგრამ ფინანსთა მინისტრი დაცვის სამსახურმა შეძლო მისი გადარჩენა.[11]

1936 წლის ლარგო კაბალეროს კაიბინეტის შეხვედრა

1936 წლის სექტემბერში ხუან ნეგრინი ფრანსისკო ლარგო კაბალეროს მთავრობის ფინანსთა მინისტრად დასახელდა.[12] თანამდებობაზე ყოფნის დროს, მან კარაბინეროს (მესაზღვრე მცველები) რიცხვი 20 000 კაცამდე გაზარდა,[13] რომელთაც მოგვიანებით ,,ნეგრინის ასი ათასი ვაჟი" ეწოდათ.[14] ამ რეფორმის მიზეზი ის გახდა, რომ საფრანგეთის საზღვართან საჭირო იყო კონტროლსი აღდგენა, რომელიც მუშათა ნაციონალური კონფედერაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო.[15][16] კამათის საგანი გახდა ნეგრინის გადაწყვეტილება, როდესაც ესპანური ოქროს საცავები, ჯარების სანაცვლოდ, საბჭოთა კავშირს გადაეცა.[17] იმ დროის ღირებულებით ეს 500 მილიონი დოლარი[18] (კიდევ სხვა 240 მილიონი ივლისში საფრანგეთში გაიგზავნა)[19] იყო. ისტორიკოსთა აზრით, რესპუბლიკური მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ იოსებ სტალინის კონტროლი მათზე მნიშვნელოვნად გაზარდა.[20]

1937 წლის 17 მაისს მანუელ ასანიამ, ლარგოს კაბინეტის დათხოვნის შემდეგ, ნეგრინი ესპანეთის 135-ე პრემიერ-მინისტრად დაასახელა.[21] ნეგრინის მთავრობაში შედიოდნენ: სოციალისტები — ომის, საზღვაო და საჰაერო ძალების მინისტრი ინდალესიო პრიესტო და შინაგან საქმეთა მინისტრი ხულიან სუგასაგოიტია, კომუნისტები — განათლების მინისტრი ხესუს ერნანდეს ტომასი და სოფლის-მეურნეობის მინსიტრი ვინსენტე ურიბე, რესპუბლიკელები — საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე გირალი და საზოგადეობრივ საქმეთა მინისტრი ბერნარდო გინერ დე ლოს რიოსი, ბასკი იუსტიციის მინისტრი მანუელ ირუხო და კატალანი ნაციონალისტი შრომის მინსიტრი ჟაუმე აიგუადე.[22]

ნეგრინის მთავარი მისწრაფებები იყო ცენტრალური მთავრობის განმტკიცება,[23] ესპანეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცნობა და გაძლიერება[8] და რესპუბლიკელების კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე კანონისა და წესრიგის დამყარება.[24][25] ეს ყველაფერი იმ მუშათა გაერთიანებებისა და პარტიების სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ იყო წამოწყებული, რომლებიც რესპუბლიკის შიგნით რევოლუციას ედგნენ სათავეში. მას ასევე სურდა რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაცია დაერღვია, რათა სამხედრო ემბარგო დაძლეულიყო[5] და 1938 წლიდან საერთაშორისო შუამავალი მოეძებნა, რომელიც ომს დაასრულებდა.[26] ნეგრინის ერთ-ერთი სურვილი იყო რესპუბლიკის შიგნით კათოლიკური ეკლესიის პოზიცია მოეწესრიგებინა.[27] ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ესპანური კონფლიქტი, მეორე მსოფლიო ომისთვის დაეკავშირებინა, რადგან მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის შეთანხმებით გარეშე დახმარება იკრძალებოდა, აღნიშნული ომი გარდაუვალი იყო.[28]

  1. Faber 2011.
  2. 2.0 2.1 Thomas 2003, p. 647.
  3. 3.0 3.1 Thomas 2003, p. 646.
  4. Beevor 2006, p. 272.
  5. 5.0 5.1 Graham 2005, p. 95.
  6. Jackson 1967, p. 393.
  7. Juan Negrín – Geneall.
  8. 8.0 8.1 8.2 Preston 2006, p. 260.
  9. Jackson 1967, p. 208–209.
  10. Preston 2012, p. 291.
  11. Preston 2012, p. 292.
  12. Beevor 2006, p. 147.
  13. Jackson 1967, p. 339.
  14. Beevor 2006, p. 228.
  15. Beevor 2006, p. 263.
  16. Thomas 2003, pp. 647–648.
  17. Jackson 1967, p. 317–318.
  18. Thomas 2003, p. 435.
  19. Thomas 2003, pp. 434–437.
  20. Beevor 2006, p. 303.
  21. Beevor 2006, p. 271.
  22. Thomas 2003, p. 651.
  23. Jackson 1967, p. 405.
  24. Preston 2006, p. 259.
  25. Jackson 1967, p. 402.
  26. Graham 2005, p. 100.
  27. Graham 2005, p. 104–105.
  28. Graham 2005, p. 110–111.