რისტო რიუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რისტო რიუტი

რისტო რიუტი (ფინ. Risto Heikki Ryti დ. 3 თებერვალი, 1889, ჰუიტიენენი, ფინეთი (მაშინ – რუსეთის იმპერია) — გ. 25 ოქტომბერი, 1956, ჰელსინკი, ფინეთი) — ფინელი პოლიტიკური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლებით იურისტი. ფინეთის პარლამენტის დეპუტატი ეროვნულ-პროგრესული პარტიისა და ჰელსინკის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1921-1924 ფინეთის ფინანსთა მინისტრი, 1925-1939 ფინეთის ბანკის თავმჯდომარე.

1939 წლის 1 დეკმებრიდან 1940 წლის 19 დეკემბრამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრი. 1940 წლის 19 დეკმებრიდან 1944 წლის 4 აგვისტომდე ფინეთის პრეზიდენტი. მისი მმართველობის პერიოდს ორი ომი — ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომი (1939-1940) და მეორე მსოფლიო ომი ანუ „ომი გაგრძელება“ (1941-1944) დაემთხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: