გიორგი კაჭახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაჭახიძე.
გიორგი კაჭახიძე
დაბ. თარიღი 3 თებერვალი 1907(1907-02-03)
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2 დეკემბერი 1979(1979-12-02) (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ვარლამის ძე კაჭახიძე (დ. 3 თებერვალი, 1907, დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 2 დეკემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა.

სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. საზოგადოების ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები „ის უბანი და ის კარმიდამო“, რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როგორც საბავშვო მწერლისა და ჟურნალების „ოქტომბრელისა“ და „პიონერის“ რედაქტორის ღვაწლი. მან არა ერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: „ალუბლები ჰყვავიან“, „სწავლასა და სიხარულში“, „მალხაზებისათვის არც მიმღერია“ და სხვა. გიორგი კაჭახიძეს ეკუთვნის დიდი სიყვარულით დაწერილი მონოგრაფია შიო მღვიმელზე. პოეტს მინიჭებული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილის მედალი; დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 210, თბ., 1994