თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2018)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2018)
თურქეთის დროშა
2014 ←
24 ივნისი, 2018 (2018-06-24)
→ 2023

ამომრჩეველთა გამოცხადება 86.24%
 
კანდიდატი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მუჰარემ ინჯე სელაჰათინ დემირთაში
პარტია სგპ სრპ ხდპ
ალიანსი სახალხო ალიანსი ეროვნული ალიანსი
მოსახლეობის ხმები 26,324,482 15,336,594 4,205,219
პროცენტულობა 52.59% 30.64% 8.40%

 
კანდიდატი მერალ აქშენერი თემელ ქარამოლაოღლუ დოღუ ფერინჩეკი
პარტია კპ კდპ პატრიოტები
ალიანსი ეროვნული ალიანსი ეროვნული ალიანსი
მოსახლეობის ხმები 3,649,233 443,766 98,926
პროცენტულობა 7.29% 0.89% 0.20%

შედეგები პროვინციების მიხედვით:
     ერდოღანი (63)        ინჯე (8)        დემირთაში (10)

პრეზიდენტი არჩევნებამდე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
სგპ

არჩეული პრეზიდენტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
სგპ

2018 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 24 ივნისს, როგორც საერთო არჩევნების ნაწილი. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, იმავე დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც. 2017 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის ცვლილებების არჩევნების გზით დამტკიცების შედეგად, არჩეული პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს მეთაური, ისე თურქეთის მთავრობის მეთაური, სადაც ამ უკანასკნელის როლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შედეგად გაიზრდება.[1]

არჩევნები თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2019 წლის ნოემბრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დაჟინებულად ამტკიცებდა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა 2019 წელს, 2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ, არ მთავრდებოდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ არჩევნები უფრო ადრე ჩატარდებოდა. საბოლოოდ, ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის დაჟინებული მოწოდებით, პრეზიდენტ ერდოღანმა გადმოწია არჩევნების თარიღი და 2018 წლის 18 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები ამა წლის 24 ივნისს გაიმართება.[2]

მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი კანდიდატურა 2018 წლის 27 აპრილს წარადგინა, როგორც „სახალხო ალიანსი“ (თურქ. Cumhur İttifakı) პრეზიდენტობის კანდიდატი.[3] თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად მუჰარემ ინჯე წარადგინა, რომელიც პარლამენტის წევრია და ცნობილია ერდოღანის წინააღმდეგ თავისი ძლიერი და გამბედავი გამოსვლებით.[4] ხალხების დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად საპატიმროში მყოფი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში წარადგინა. ამ კანდიდატებთან ერთად, „კარგი პარტიის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა მერალ აქშენერმა,[5] კეთილდღეობის პარტიის ლიდერმა თემელ ქარამოლაოღლუმ და „პატრიოტული პარტიის“ ლიდერმა დოღუ ფერინჩეკმა გამოაცხადეს თავიანთი კანდიდატურა და შეაგროვეს საარჩევნო ადმინისტრაციაში თავიანთი კანდიდატურის არჩევნებზე წარსადგენად 100 000 ხელმოწერა.

საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა თურქეთის სავალუტო კრიზისის პარალელურად, ამავე დროს, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შემდეგ უფრო სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისის ელოდებოდნენ. რეგიონში კი პარალელურად სიტუაცია არასტაბილური იყო, ღაზის მოვლენებისა და აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ფონზე. აღსანიშნავია ასევე აფრინის ოპერაციაც.

საარჩევნო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოყენებული ბიულეტენი

თურქეთის პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების მეშვეობით, სადაც მან უნდა მოიპოვოს ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლის მიხედვითაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების არანაკლებ 50% + 1, რათა არჩეული იყოს. თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინ ყველაზე მეტი ხმების მომპოვებელ ორ კანდიდატს შორის არჩევნების მეორე ტური ტარდება. თურქეთის პრეზიდენტის პირველი პირდაპირი საყოველთაო არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც 2007 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმმა გააუქმა წინა სისტემა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მეთაურს საკანონმდებლო ორგანო, ანუ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა ირჩევდა. თურქეთის პრეზიდენტს ზედიზედ ორჯერ შეუძლია გახდეს ქვეყნის მეთაური, თითო ხუთწლიანი ვადით.

საპრეზიდენტო კანდიდატები უნდა იყვნენ მინიმუმ 40 წლის და მიღებული უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში ხმების 5% მოიპოვა, შეუძლია კანდიდატი წამოაყენოს. თუმცა პარტიები, რომლებიც ვერ გადალახეს ეს ბარიერი, შეუძლიათ შექმნან ალიანსები და წარადგინონ ერთობლივი კანდიდატი, სადაც მათი საერთო ხმების რაოდენობა გაუტოლდება 5%. დამოუკიდებელი კანდოდატები კი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან 100 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, რომ თავიანთი კანდიდატურა წამოაყენონ.[6] 2017 წლის ივლისში გაკეთებული შეფასების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობისთვის 100 000 ხელმოწერის შეგროვება შესაძლოა კანდიდატს 15 მილიონი ლირა (4.2 მილიონი დოლარი) დაუჯდეს, თუ თითოეულ ხელმოწერას დასჭირდება ნოტარიული დამოწმება.[7] თუმცა, თურქეთის უზენაესი საარჩევნო კომისიამ (YSK) განაცხადა, რომ ხელმოწერის შეგროვება მოხდება 4-დან 9 მაისამდე, სადაც ამომრჩეველი უნდა დაადასტუროს თავისი არჩევანი ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციულ ერთეულში.

2015 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე, მხოლოდ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (სგპ), სახალხო რესპუბლიკურმა პარტიას (სრპ), ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას (ნმპ) და ხალხების დემოკრატიულმა პარტიას (ხდპ) ჰქონდა საპრეზიდენტო კანდიდატის წარსდგინების უფლება. დანარჩენი პარტიები, რომლებიც ჯამში ამომრჩეველთა ხმების 3% მიიღეს, ვერ შეძლებენ ერთობლივი კანდიდატის ან საკუთარი კანდიდატის წარდგენას. თუმცა, პარტიებს, რომელთაც საპარლამენტო ჯგუფი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი კანდიდატი. ამგვარად, ახლად ჩამოყალიბებულმა კარგმა პარტიამ, ასევე წამოაყენა თავისი კანდიდატი, რადგან რესპუბლიკური პარტიის 15 დეპუტატი მათ წევრებს შეუერთდა, რომლის მეშვეობითაც პარტიამ საპარლამენტო ჯგუფი შექმნა. თუმცა, კარგი პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატები მერალ აქშენერი დაჟინებით მოითხოვდა საჭირო ხელმოწერების შეგროვებას, ვიდრე პარლამენტის წყალობით კანდიდატურის წამოყენებას.

კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის უზენაესმა საარჩევნო კომისიამ (YSK), პრეზიდენტობის კანდიდატები ოფიციალურად 2018 წლის 13 მაისს გამოაცხადა.[8]

საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალური სია საარჩევნო ბიულეტენის მიხედვით[9]
1 2 3 4 5 6
მუჰარემ ინჯე მერალ აქშენერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სელაჰათინ დემირთაში თემელ ქარამოლაოღლუ დოღუ ფერინჩეკი
სრპ
(ეროვნული ალიანსი)
İYİ
(ეროვნული ალიანსი)
სგპ
(სახალხო ალიანსი)
ხდპ
(ალიანსის გარეშე)
კპ
(ეროვნული ალიანსი)
პატრიოტები
(ალიანსის გარეშე)

შერჩევის პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 28 აპრილს, ყოფილი პრეზიდენტი აბდულა გიული აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს

საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის მიზნით, სხვადასხვა პარტიებმა კანდიდატის შერჩევის პროცესი განვლეს.

სახალხო ალიანსი (სგპ & ნმპ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განიხილებოდა სახალხო ალიანსის უალტერნატივო კანდიდატად, ალიანსში გაერთიანებულია მმართველი სგპ და ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (ნმპ). მოგვიანებით, 2018 წლის 21 აპრილს, ერდოღანის კანდიდატურას ნმპ-ის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი მხარი დაუჭირა.[10] 3 მაისს, სგპ-ს საპარლამენტო ჯგუფმა კი ერთხმად მხარი დაუჭირა ერდოღანის კანდიდატურის წამოყენებას.[11]

რესპუბლიკური პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰარემ ინჯე სრპ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა, 2018 წლის 4 მაისი.

ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, რესპუბლიკურმა პარტიამ (სრპ) კანდიდატის ძიების ფართო კამპანია წამოიწყო, რომლის დროსაც გავრცელებული ხმების თანახმად, პარტია მზად იყო წამოეყენებინა ისეთი კანდიდატი, რომელიც პარტიის ღირებულებებს არ შეესაბამება. ამასობაში, სრპ-ის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რამდენიმე შეხვედრა გამართა „კარგი პარტიისა“ და „კეთილდღეობის პარტიის“ ლედერებთან. თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი აბდულა გიული განიხილებოდა, როგორც პარტიის ალტერნატიული ვარიანტი, სადაც თითქოს პარტიის მაღალი თანამდებობის პირები მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ, მაგრამ პარტიის ქვედა რანგის თანამდებობის პირები და ამომრჩეველთა ნაწილი ამის წინააღმდეგები იყვნენ. საბოლოოდ კი გიულმა განაცხადა, რომ ის არ აპირებდა თავისი კანდიდატურის წამოყენებას, კონსენსუსის ნაკლებობის გამო.[12] მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა არაერთხელ გამოირიცხა, თუმცა, პარტიის ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუ ხშირად პოტენციურ კანდიდატად მოიხსენიებდნენ, მასთან ერთად ასევე პოტენციურ კანდიდატად მოიხსენიებდნენ ილმაზ ბუიუქერშენს, ილჰან ქესიჯის, მუჰარემ ინჯესა და მეჰმეთ ჰაბერალის. ცალკეული დეპუტატები, როგორიცაა იოზთურქ ილმაზი და დიდემ ენგინი, ასევე საჯაროდ გამოაცხადეს თავიანთი ინტერესი კანდიდატობის მიმართ.[13] 26 აპრილს, სრპ-ის დეპუტატმა და პოტენციურმა კანდიდატმა, განაცხადა, რომ მათი კანდიდატი იქნებოდა ის, ვინც სგპ-ს ყველაზე მეტად „გააგიჟებს“.[14] 4 მაისს, პარტიის კანდიდატად გამოცხადდა იალოვის დეპუტატი მუჰარემ ინჯე.[15]

ხალხების დემოკრატიული პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხდპ-მ, 4 მაისს, საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის ყოფილი ლიდერი სელაჰათინ დემირთაში წარადგინა, რომელიც ასევე 2014 წლის არჩევნებზეც იყო პარტიის კანდიდატი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkey referendum: Erdoğan wins vote amid dispute over ballots – as it happened | World news. The Guardian (16 April 2017). ციტირების თარიღი: 23 October 2017.
  2. Erdoğan açıkladı... Erken seçim tarihi belli oldu. ციტირების თარიღი: 18 April 2018.
  3. HDP'nin cumhurbaşkanı adayı Demirtaş. tr.sputniknews.com (26 April 2018). ციტირების თარიღი: 26 April 2018.
  4. Turkey's main opposition nominates combative former teacher to challenge Erdogan. Reuters. ციტირების თარიღი: 6 May 2018.
  5. 100 bin imzayla Cumhurbaşkanı adayı olacağım. NTV. 18 April 2018. ციტირების თარიღი: 19 April 2018.
  6. Anayasa değişikliği maddeleri tam metni | Yeni anayasa maddeleri nelerdir? | Son Dakika Türkiye Haberleri. Cnnturk.com. ციტირების თარიღი: 23 October 2017.
  7. Sputnik. (23 July 2017) 'Cumhurbaşkanlığına aday göstermenin bedeli 15 milyon lirayı bulabilir' - Sputnik Türkiye. Tr.sputniknews.com. ციტირების თარიღი: 23 October 2017.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-14. ციტირების თარიღი: 2018-06-25.
  9. YSK'da kura çekimleri yapıldı! Cumhurbaşkanı adaylarının sıralaması belli oldu (14 May 2018). ციტირების თარიღი: 15 May 2018.
  10. MHP Genel Başkanı Devlet Bahçeli: Adayımız Sayın Recep Tayyip Erdoğan'dır.
  11. Kamupersoneli.net. Cumhurbaşkanı Erdoğan 316 İmza İle Aday Oldu!.
  12. Abdullah Gül beklenen kararını açıkladı: Aday değilim.
  13. CHP Milletvekili Didem Engin: Cumhurbaşkanlığı aday adayıyım Gündem Haberi - GÜNEŞ.
  14. CHP'li Özgür Özel: 'Erdoğan'ı en çıldırtacak adayı açıklayacağız'. ციტირების თარიღი: 15 May 2018.
  15. Yazıcıoğlu, Yıldız. CHP Cumhurbaşkanı Adayı Muharrem İnce: 'Partili Olmayacağım'.