როლანდ თოფჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
როლანდ თოფჩიშვილი
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1949(1949-04-25) (73 წლის)
დაბ. ადგილი დიღომი, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

როლანდ თოფჩიშვილი (დ. 25 აპრილი, 1949, სოფელი დიღომი) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1993 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, ამავე ინსტიტუტში 2006 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილებას; პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტს.

იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ეთნოლოგიის კარდინალურ პრობლემებს. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საქართველოს მოსახლეობის შიდა მიგრაციული პროცესები; საქართველოს მოსახლეობის ისტორიული დემოგრაფია: უცხო ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის პრობლემები; ოსთა საქართველოში მიგრაცია და ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ქართული გვარსახელების ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები; ქართველთა რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები; ქართველთა ეთნიკური ისტორია; ქართველთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფები; კავკასიის ეთნოლოგია; ეთნოსის თეორია; თეორიული ეთნოლოგია; თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა და კულტურა.

1981 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობის მიგრაციის კულტურულ-ისტორიული საკითხები (ფშავისა და ხევსურეთის მაგალითზე)“, 1993 წლის 27 აპრილს — სადოქტორო დისერტაცია „საქართველოს მთის მოსახლეობის ეთნოისტორიული პროცესები“.

არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1998 წელს მიიღო გამომცემლობა „ლომისის“ პრემია, ხოლო 2019 წელს — ლიტერატურული პრემია „საგურამო“.

არის 266-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სამეცნიერო ხარისხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ნაშრომები (არასრული სია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფშაველთა შირაქში ჩასახლების ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები
  • ქართველ მთიელთა ბარში გადასახლების ერთი ფაქტის შესახებ
  • ქართველ მთიელთა ბარში ჩასახლების ორი ფორმის შესახებ
  • ტრადიცია — თაობათა მონაპოვარი
  • რელიგიის როლი ერების ჩამოყალიბებაში, „ქუთაისური საუბრები“. VII. ქუთაისი. 2000
  • ეთნოლოგიური თბილისი. თბ. უნივერსალი. 2017.
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მიგრაცია XVII–XX სს-ში
  • ხევსურული გვარები (ზოგიერთი ეთნოისტორიული და სოციალური საკითხი)
  • ისტორიის შეგნებული გაყალბება, თუ…
  • ზოგიერთი ქართული გვარის ისტორიიდან
  • სად წავიდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა (ჯავახეთის მოსახლეობის მიგრაცია XVII–XIX სს.). თბ. 2000.
  • ქართული ანთროპონიმული მოდელის შესახებ
  • ლეჩხუმური გვარსახელები (დასავლეთ საქართველოს ეთნიკური ისტორიიდან)
  • საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები. თბ. „ლომისი“ 1997.
  • როდის წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები. თბილისი. 1997
  • მოხევური გვარ-სახელები
  • რელიგიის როლი ერების ჩამოყალიბებაში
  • საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის
  • ეთნიკური სიჭრელისა და მრავალენიანობის მიზეზების შესახებ დაღესტანში

ჯილდოები, პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2019 — ლიტერატურული პრემია „საგურამო“, ჰუმანიტარული მეცნიერება
  • 1998 — გამომცემლობა „ლომისის“ პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]