პორტალი (არქიტექტურა)
იერსახე
პორტალი (გერმ. Portal < ლიეტ. porta — შესასვლელი, ჭიშკარი) — არქიტექტურულად გაფორმებული ღიობი, რომელიც მეტწილად შენობაში შესვლელად არის გამოყენებული. ძვ. ეგვიპტისა და ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელია ბრტყელი კოჭით გადახურული პორტალი; ძველი მესოპოტამიისათვის — თაღოვანი, ახლო და შუა აღმოსავლეთისათვის — პორტალი-პეშტაკი. XII საუკუნიდან რომანულ, გოთიკურ და ძველ რუსულ არქიტექტურაში გავრცელდა თაღოვანი, ე. წ. პერსპექტიული, პორტალი რენენსანსული და ბაროკოული პორტალები დამუშავებული იყო სვეტებითა და პილასტრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა ანტაბლემენტი ან ფრონტონი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 163.