ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი
1°17′10″ ჩ. გ. 103°51′33″ ა. გ. / 1.28611° ჩ. გ. 103.85917° ა. გ. / 1.28611; 103.85917
დაარსდა 17 თებერვალი, 2011
ქვეყანა სინგაპურის დროშა სინგაპური
მდებარეობა Downtown Core
დირექტორი ჰონორ ჰარგერი
ოფიციალური საიტი [1 1]
Map

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი (ArtScience Museum, ინგლ. Singapore Art Science Museum, ჩინ.: 新加坡艺术科学博物馆, ტამილ. கலை அறிவியல் அருங்காட்சியகம், მალ. muzium seni dan sains) — მუზეუმი, რომელიც მდებარეობს სინგაპურის ცენტრალურ ნაწილში და ინტეგრირებულია Marina Bay Sands-თან. მუზეუმი გაიხსნა 2011 წლის 17 თებერვალს, სინგაპურის პრემიერ-მინისტრის, ლი სიან ლუნის მიერ. ეს არის მსოფლიოში პირველი ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი, სადაც ძირითად გამოფენებში შედის ხელოვნების, მეცნიერების, კულტურისა და ტექნოლოგიების ნიმუშები.[1]

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებისა და მეცნიერების გალერეაში დაგეგმილია მუდმივი გამოფენების მოწყობა, მუზეუმი ძირითადად სხვა მუზეუმების კურატორობით მასპინძლობს დროებით გამოფენებს. მუზეუმის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ახალ ზელანდიელი კურატორი და ხელოვანი, ჰონორ ჰარგერია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმის არქიტექტორი ებრაელი მოშე საფდიეა. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმს ლოტუსის ყვავილის ფორმა აქვს.[2]

Las Vegas Sands-ის თავმჯდომარემ, ამერიკელმა შელდონ გერი ადელსონმა მუზეუმის შენობა მოიხსენია როგორც, „სინგაპურის სტუმართმოყვარე (მისასალმებელი) ხელი“. ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმის შენობის ცენტრში მრგვალი ფორმის ობიექტია განთავსებული, რომელსაც ათი გაგრძელება აქვს. ეს გაგრძელებები „თითებს“ აღნიშნავს. თითოეული თითის დიზაინის კონცეფცია სხვადასხვა გალერეებს ჰქმნის, რომელთა „თითის წვერებზე“ განათებებია დამონტაჟებული. მათი ნაწილი გალერეების კედლების მკვეთრად და ბუნებრივად განათებისთვისაა განკუთვნილი.

გალერეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში 21 გალერეაა მოწყობილი, რომელთა საერთო ფართობიც 6 000 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წვიმისას წყალი შენობის ცენტრალურ ნაწილში გროვდება და თასის მაგვარი სახურავიდან გადასამუშავებელ აუზში მიედინება, რომელიც შენობის ყველაზე დაბალ წერტილში მდებარეობს. აუზში წვიმის წყალი გადამუშავდება და შენობის საპირფარეშოებში გამოიყენება.

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუდმივი გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავლის მსოფლიოს (ინგლ. Future World) გამოფენის შემდეგ ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში მიდმივი გამოფენა არ მოწყობილა.

დროებითი გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში დროებით მოწყობილი იყო გამოფენები: ჩინგიზ ყაენის, ვინსენტ ვან გოგის, ტიტანიკის, ჰარი პოტერის, მუმიებისა და დინოზავრების შესახებ.

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში მოწყობილ დროებით გამოფენებს შორისაა:

გამოფენა პერიოდი წარმდგენი
აბრეშუმის გზის ტური: ძველი გზა ახალ სამყარომდე[3] 19 თებერვალი27 მარტი 2011 ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი
ჩინგიზ ყაენი: გამოფენა[3] 19 თებერვალი10 აპრილი, 2011 Rex გამოფენები
ჩაძირული გემი: ტანგის საგანძური და მუსონური ქარები 19 თებერვალი2 ოქტომბერი, 2011 აზიური ცივილიზაციების მუზეუმი, არტურ საკლერის გალერეა, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი, ეროვნული მემკვიდრეობის საბჭო, სინგაპურის ტურიზმის საბჭო
ცოცხალი ვან გოგი - გამოფენა[4] 16 აპრილი9 ოქტომბერი 2011 დიდი გამოფენები, VisionsCom
დალი: გენიოსის გონება - გამოფენა[5] 14 მაისი13 ნოემბერი, 2011 სტრატონის ფონდი
ტიტანიკი: არტეფაქტების გამოფენა 29 ოქტომბერი 201129 აპრილი, 2012 პრემიერ გამოფენები, RMS Titanic.
Cartier-ის დროის ხელოვნება 14 დეკემბერი 201112 თებერვალი, 2012 Cartier
ენდი უორჰოლი: მარადიული 15 წუთი 17 მარტი21 ოქტომბერი 2012 ენდი უორჰოლის მუზეუმი
ჰარი პოტერი: გამოფენა[6] 2 ივნისი30 სექტემბერი 2012 Global Experience Specialists, Warner Bros.
აგურის ხელოვნება[7] 17 ნოემბერი, 201214 აპრილი, 2013 ნათან საუაია
ფუძიანები: ლურჯი ოკეანის მემკვიდრეობა 24 ნოემბერი, 201228 თებერვალი, 2013 სინგაპურის ჰოკიენის ასოციაცია
მუმია: სამარხების საიდუმლოებები 27 აპრილი4 ნოემბერი, 2013 ბრიტანეთის მუზეუმი
ჰერმან მილერის გამოფენა 29 ივნისი, 201316 თებერვალი, 2014 Eames0ის ოფისი, ჰერმან მილერი
National Geographic-ის 50 საუკეთესო ფოტო[8] 17 აგვისტო27 ოქტომბერი, 2013 National Geographic
დინოზავრები: განთიადიდან გაქრობამდე 25 იანვარი27 ივლისი, 2014 ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი, PrimeSCI!, სან ხუანის ეროვნული მეცნიერების მუზეუმი
ანი ლეიბოვიცი: ფოტოგრაფის ცხოვრება, 1990 - 2005 18 აპრილი19 ოქტომბერი, 2014 -
ადამიანი+: ჩვენი სახეობის მომავალი[9] 20 მაისი15 ოქტომბერი, 2017 მეცნიერების გალერეა, დუბლინი
ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმის ხედი ზემოდან
ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი ღამით
მუზეუმის ხედი ქვემოდან

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმის გალერეებს 6 000 კვადრატული მეტრის ფართობი უჭირავს. ისინი გამოყოფილია ხელოვნებისა და მეცნიერების, მედიისა და ტექნოლოგიების და დიზაინისა და არქიტექტურის ნიმუშებისთვის.

მუდმივი გამოფენები მოიცავს ისეთ ექსპონატებს, რომლებიც როგორც ხელოვნების, ასევე მეცნიერების ნიმუშებს მოიცავს. მუზეუმში განთავსებულია ლეონარდო და ვინჩის მფრინავი მოწყობილობა, ცის ფარნები (ლამპრები) და მაღალ ტექნოლოგიური რობოტი თევზი.

მუზეუმში ასევე მოეწყო ბელიტუნგის ჩაძირული გემიდან ამოღებული ექსპონატების გამოფენა. ეს გამოფენა მოიცავს ტანის დინასტიის დროინდელ ნიმუშებს, რომლებიც ტილმან უოლტერფანგმა, ახალი ზელანდიის წყალქვეშა აღმოჩენების კომპანიის წარმომადგენელმა (Seabed Explorations NZ Ltd.) აღმოაჩინა.

ბელიტუნგის ჩაძირული გემის საგანძური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილმან უოლტერფანგმა და მისმა გუნდმა ტანის დინასტიის დროინდელი არტეფაქტები 1998 წელს, ბელიტუნგის ჩაძირული გემის მიმდებარედ, გასპარის სრუტეში აღმოაჩინა. ეს არაბული დაუს ტიპის გემი იყო, რომელიც, დაახლოებით, 880 წელს ჩაიძირა. აღმოჩენიდან ექვსი წლის განმავლობაში ნივთები ახალ ზელანდიაში, უოლტერფანგის წყალქვეშა აღმოჩენების კომპანიაში იწმინდებოდა და ინახებოდა. არტეფაქტების საერთო ღირებულებამ 32 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[10][11]

მოგვიანებით შეიქმნა არაბული ხომალდის ზუსტი რეპროდუქცია, სახელწოდებით მასკატის სამკაული. ნამუშევარი სინგაპურის ხალხსა და მთავრობას ოფიციალურად ომანის სასულთნომ წარუდგინა.

კოლექციაში არსებული ექსპონატები ასახავს გემის საერთაშორისო ინტერკულტურულ მნიშვნელობას. ეს არის ტანის დინასტიის დროინდელი ყველაზე მასშტაბური აღმოჩენა, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. აღმოჩენა მოიცავს ჩინეთში დამზადებულ უძველეს კობალტის ლურჯ და თეთრ ნაკეთობებს, არაბი დიზაინერების მიერ შექმნილ ოქროს ნაკეთობებს, სვასტიკებს, სანელებლებით სავსე ქილებს, ვერცხლის სარკეებს, ათასობით მოჭიქულ თასს, სურებსა და კერამიკის სხვა ნიმუშებს. გემზე აღმოჩენლილი არტეფაქტების გამოფენის მთავარ მნიშვნელობას ექსპონატების უნიკალურობა და სიძველისდა მიუხედავად მათი ხარისხი წარმოადგენს.

ტანის დინასტიის გემის მსოფლიო ტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტან შრი ხუ ტეკ პუატის ფინანსური მხარდაჭერით არაბული დაუს ტვირთი და თავად გემი (ორიგინალური რეპროდუქცია, რომელიც ომანის სასულთნომ საჩუქრად გადასცა სინგაპურს) მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში „მოგზაურობს“. ეს კოლექცია ხშირად მოიხსენება, როგორც: „ტანის ჩაძირული გემის საგანძური: სინგაპურის საზღვაო კოლექცია“.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About ArtScience Museum. Marina Bay Sands. ციტირების თარიღი: 10 July 2013
  2. „Design: Architecture in Bloom - Singapore's ArtScience Museum“. Time. 177 (14): 52–53. 11 April 2011.
  3. 3.0 3.1 Travel the ancient Silk Road for the first time in Asia. ციტირების თარიღი: 28 March 2011
  4. Van Gogh’s masterpieces come alive at Marina Bay Sands’ ArtScience Museum. ციტირების თარიღი: 24 April 2011
  5. Explore the distorted reality of Dalí: Mind of a Genius – The Exhibition at ArtScience Museum at Marina Bay Sands. ციტირების თარიღი: 24 April 2011
  6. „Experience the Magic of HARRY POTTER: THE EXHIBITION for the First Time in Asia at ArtScience Museum, Singapore“ (PDF) (პრეს-რელიზი). Marina Bay Sands. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2021-09-03. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  7. The Art of the Brick brings sculptures to life at ArtScience Museum.
  8. 50 Greatest Photographs of National Geographic to debut at ArtScience Museum.
  9. Low, Aloysius. 'Human+' exhibit explores the future of humanity en.
  10. Sentosa Proceeds to Buy 9th Century Treasure. Sentosa (8 April 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 17 February 2010
  11. CHINA MARITIME SILK ROAD MUSEUM. The Australian National University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2021.
  12. Tang Shipwreck Treasure Singapore's Maritime Collection. YouTube (8 July 2010). ციტირების თარიღი: 10 July 2013