სურა (ჭურჭელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სურა, ლიტრა, ყელიანი დოქი, კოკურაწყლისათვის განკუთვნილი, მრავალმუცლიანი, ყელმაღალი და პირმგვალი თიხის ჭურჭელი. ძირითადად უყუროა, გვხვდება ერთყურიანი და იშვიათად ორყურიანიც. საქართველოს კერამიკის წარმოების ცენტრებში მზადდება სადა, მოწერნაქებული და ამოღარული ხაზებით დამშვენებული სუროები. გვხვდება აგრეთვე ზეთის საღებავით შეღებილი ან მოჭიქული, შემკული გეომეტრიული ორნამენტით. თავდაპირველი დანიშნულებით საღვინე ჭურჭელი იყო. მზადდებოდა ვერცხლისა და სპილენძისაგან. სახელწოდება „სურო“ არაბული წარმოშობისაა. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]