ბაღები ყურესთან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაღები ყურესთან (ინგლ: Gardens by the Bay) — სინგაპურში, ცენტრალურ რეგიონში, საზღვაო წყალსაცავის მიმდებარე ხელახლა ათვისებულ 110 ჰექტარზე (250 აკრი) გაშენებული ბუნების პარკი.[1] პარკი სამი ბაღისგან შედგება: ყურის სამხრეთი ბაღი, ყურის აღმოსავლეთი ბაღი და ყურის ცენტრალური ბაღი.[2] ყველაზე დიდი ყურის სამხრეთი ბაღი 54 ჰექტარზეა (130 აკრი) გაშენებული. აქ მდებარე ყვავილის გუმბათი მსოფლიოში ყველაზე დიდი მინის სათბურია.[3]

ბაღები ყურესთან სინგაპურის გეგმის ნაწილია, რომელიც „ბაღი–ქალაქის“ (Garden City) „ბაღში მდებარე ქალაქად“ (City in the Garden) გარდაქმნას ისახავს მიზნად. ქალაქში მწვანე საფრისა და ფლორის გაზრდით გეგმა ცხოვრების ხარისხის ხანგრძლივობის გაზრდისკენაცაა მიმართული.

პარკი სინგაპურის ტურისტულ დანიშნულების ადგილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. 2014 წელს პარკს 6.4 მილიონი ტურისტი ეწვია, 2015 წლის ნოემბერში კი ის ჯამში ოცმა მილიონმა ტურისტმა მოინახულა.[4]

ყურის ცენტრალური ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურის ცენტრალური ბაღი ყურის სამხრეთ და ყურის აღმოსავლეთ ბაღებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბაღს 15 ჰექტარი (37 აკრი) მიწა უკავია. წყლის გასწვრივ მდებარე 3 კმ სიგრძის სასეირნო ბილიკი ქალაქის ცენტრს ააღმოსავლეთ ნაწილთან აკავშირებს.[5]

ყურის აღმოსავლეთი ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ხედი მზის ჩასვლისას ყურის აღმოსავლეთი ბაღიდან

ყურის აღმოსავლეთი ბაღის 32 ჰექტარზეა (79 აკრი) გაშენებული. 2 კმ სიგრძის სასეირნო ბილიკი წყალსაცავს ესაზღვრება. ყურის აღმოსავლეთი ბაღის შიდა პარკი 2010 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის შეიქმნა. ბაღის პირველი ნაწილი საჯაროს 2011 წლის ოქტომბერსი გაიხსნა, რის შემდეგაც ტურისტებს ერთ-ერთ კაშხალზე ასვლის ალტერნატიული შესაძლებლობა გაუჩნდათ.[6]

ყურის აღმოსავლეთი ბაღი დაგეგმარებულია როგორც ფართო ტროპიკული ფოთლის ფორმის ბაღების სერია, სადაც ყოველ ბაღს საკუთარი ლანდშაფტური დიზაინი, მახასიათებლები და თემა გააჩნია. ბაღი ტურისტებს ქალაქის მთლიანი ხედის ნახვის შესაძლებლობას აძლევს.

ყურის სამხრეთი ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაღები ყურესთან 2012 წელს

ყურის სამხრეთი ბაღი 2012 წლის 29 ივნისს გაიხსნა.[7] 54 (130 აკრი) ჰექტარზე გაშენებული ბაღი სამ ბაღს შორის ყველაზე დიდია და მიზნად ისახავს ტროპიკული მემცენარეობისა და ბაღის ხელოვნების წარმოჩენას. ბაღის დიზაინი ჯადვარისებრნი მცენარეებითაა შთაგონებული, როგორც ტროპიკებისა და სინგაპურის ახლებურად წარმოჩენის საშუალება.

სათბურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაღების კონსერვატორიების კომპლექსი 2 კონსერვატორიისგან შედგება: ყვავილის გუმმბათისაგან და ღრუბლის ტყისაგან. ორივე წყალსაცავის მახლობლად მდებარეობს კონსერვატორიები WilkinsonEyre-ის დიზაინითაა შექმნილი და მიზნად ისახავს ბაღების შიგნით ყველანაირი ამინდის საგანმანათლებლო-გასართობი სივრცის შექმნას. ორივე კონსერვატორია ძალიან დიდია (საშუალოდ 1 ჰექტარის (2.5 აკრი) ფართობის), ხოლო ყვავილის გუმბათი მსოფლიოში შუშის ყველაზე დიდი უსვეტო სათბურია.[8]

სათბურების კონსტრუქცია ორი რამის გამოა მნიშვნელოვანი: 1.ასეთი ფართო შუშისჭერიანი სათბურები დამატებითი შიდა ელემენტების,როგორიცაა სვეტები, გარეშეა აშენებული. 2. სათბურებში მინიმუმადეა დაყვანილი გარემოზე ადამიანის ზემოქმედება. წვიმის წყალი ზედაპირიდან გროვდება და გამაგრილებელ სისტემაში ცირკულირების შემდეგ სუპერხეებს უკავშირდება. სუპერხეები ცხელი ჰაერის გასაწოვად და ცირკულირებული წყლის გაგრილებისთვიაც გამოიყენება.[9]

ყვავილის გუმბათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყვავილის გუმბათის სამხრეთ ამერიკული ბაღი

ყვავილის გუმბათი დაბალი, მაგრამ ღრუბლის ტყის სათბურთან შედარებით უფრო დიდი (1.2 ჰექტარი (3 აკრი) ფართობის) სათბურია. სათბურში რბილი, მშრალი კლიმატია და ხმელთაშუა ზღვისა და სხვა ნახევრად-არიდული ტროპიკული რეგიონების (მაგ: ავსტრალიის ნაწილი, სამხრეთ ამერიკა, სამხრეთ აფრიკა) ყვავილებია წარმოდგენილი. ყვავილის გუმბათი 38 მეტრის სიმაღლისაა და ტემპერატურას 23 და 25 გრადუსებს შორის ინარჩუნებს, ღამღამობით ცოტა უფრო ნაკლებადაც. ყვავილის გუმბათი 7 სხვადასხვა „ბაღს“ მოიცავს, მათ შორის ისეთს, როგორიცაა ზეთისხილის წარაფი.

ღრუბლის ტყე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღრუბლის მთა

ღრუბლის ტყე მაღალი, მაგრამ ცოტათი უფრო პატარა (0.8 ჰექტარი (2 აკრი) ფართობის) სათბურია. სათბურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, შუა და სამხრეთ ამერიკის რეგონებისთვის დამახასიათებელი, ტროპიკული მთის რეგიონების, ზღვის დონიდან 1000-3000 მეტრზე მდებარე გრილი და ტენიანი გარემოს პირობებია. სათბურში მდებარეობს 42 მეტრის სიმაღლის „ღრუბლის მთა,“ სადაც პლატფორმის მეშვეობით ვიზიტორებს მთის ირგვლივ შემოვლა შეუძლიათ. 35 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ჩანჩქერი ვიზიტორებს გამაგრილებელი ჰაერით უზრუნველყოფს.

ღრუბლის მთა რამდენიმე დონისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან თემატიკით განსხვავდება: დაკარგული სამყარო, გამოქვაბული, ჩანჩქერის ხედი, ღრუბლის მთის გალერეა, ღრუბლის მთის თეატრი და საიდუმლო ბაღი.

ბავშვების ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვების ბაღი 10 მილიონი აშშ დოლარით მთლიანად დააფინანსა შორეული აღმოსავლეთის ორგანიზაციამ (ინგ: Far East Organisation). ბაღი 6 წლამდე ასაკისა და 6-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ბაღი 2014 წლის 21 იანვარს გაიხსნა. იგი ხის სახლისა და სათავგადასავლო ბილიკის მახლობლად მდებარეობს. სათავგადასავლო ბილიკი ტრამპლინებს, წონასწორობის დვირებს, დაკიდული ხიდებსა და სხვა გასართობებს მოიცავს.

ბაღი სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდეა ღია. შაბათობით, კვირაობითა და საჯარო დასვენების დღეებში კი დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. ბაღი ორშაბათობითაა დაკეტილი, ხოლო თუკი ორშაბათი საჯარო დასვენების დღეა, მომდევნო დღეს არ მუშაობს.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bath architects help design Singapore's City in a Garden. BBC News (10 July 2012). ციტირების თარიღი: 16 October 2013
  2. http://www.gardensbythebay.com.sg/en/the-gardens/our-story/introduction.html
  3. Gardens by the Bay sets Guinness record for world's largest glass greenhouse“. 
  4. Vimita Mohandas. “Gardens by the Bay received 6.4m visitors last year“, 22 November 2015. ციტირების თარიღი: 5 December 2015. 
  5. Interesting Facts about Gardens by the bay that will blow your mind. ციტირების თარიღი: 24 November 2016.
  6. Bay East Garden. Gardens by the Bay. ციტირების თარიღი: 16 October 2013.
  7. Gardens by the Bay opens to the public. Channel NewsAsia (29 June 2012). ციტირების თარიღი: 30 June 2012.
  8. Flower Dome. Gardens by the Bay. ციტირების თარიღი: 16 October 2013.
  9. Sustainability Efforts. Gardens by the Bay. ციტირების თარიღი: 27 February 2017.
  10. New children's garden opens at Gardens by the Bay. Yahoo! News (20 January 2014). ციტირების თარიღი: 21 January 2014.