ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალი

ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალი (ჩინ:中央集水区自然保护区; მალ:Hutan Simpanan Kawasan Tadahan Air Tengah; ტამ:மத்திய நீர்ப்பிடிப்பு இயற்கை ரிசர்வ்) — სინგაპურის უდიდესი ნაკრძალი, რომელიც 2 880 ჰექტარი მიწის ფართობზეა გადაჭიმული.[1] ნაკრძალი ქალაქის ცენტრში ფართო მწვანე სივრცეს ქმნის, მოიცავს რამდენიმე რეკრეაციულ ძეგლს, მათ შორის სინგაპურის ზოოპარკს, ღამის საფარისა და მდინარის საფარის და ახალ ობიექტებს, როგორიცაა - HSBC TreeTop Walk. ნაკრძალი მთიანად ცენტრალური წყალშემკრები აუზის საზღვრებში მდებარეობს.[2] ნაკრძალი ერთ-ერთია სინგაპურის ოთხ ნაკრძალს შორის. სხვა ოფიციალურ ნაკრძალებს შორისაა: ლაბრადორის ნაკრძალი, რომელიც 2002 წლის 1 იანვარს შეიქმნა,[3] სუნგეი ბულოჰის ჭარბტენიანი ტერიტორიების ნაკრძალი[4] და ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალი.[5] ოთხივე ნაკრძალი სხვა პარკებთან ერთად 2005 წელს მიღებული პარკებისა და ხეების აქტითაა დაცული.

ნაკრძალის შიგნით ქვეყნის მთავარი წყალსაცავები:მაკ-რიჩის წყალსაცავი, ზედა სელეტარის წყალსაცავი, ზედა და ქვედა პირსის წყალსაცავები.[6][7]

ცენტრალური წყალშემკრები ნაკრძალის ტყეების დიდი ნაწილი კულტივაციისა და მოხმარების გამო გაიჭრა, განსხვავებით ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალისაგან, რომელიც შედარებით ხელუხლებელია. ამჟამად ნაკრძალი ახალი და მოწიფული მეორეული ტყეებისა და ხელუხლებელი პირველადი ტყისგან შედგება.[8]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკ-რიჩის წყალსაცავის მახლობლად XIX საუკუნის კაუჩუკის პლანტაციების ნაშთებია შემორჩენილი. ნაკრძალში არსებული საცალფეხო და მოპირკეთებული ბილიკები, რომელთა სიგრძეც 3-დან 11 კილომეტრამდეა, ვიზიტორებს ბუნების უფრო ახლოს დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს. რელიეფისა და ხედების გამო ნაკრძალს მთასვლელები და მოლაშქრეებიც სტუმრობენ. მთასვლელთა ბილიკით მახლობლად მდებარე ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალში გადასვლაა შესაძლებელი.

ბიომრავალლფეროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრძალი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში 500 სახეობის ცხოველი ბინადრობს, მათ შორის: გრძელკუდა მაკაკა, ფრთამატყლიანები, [ლორისებრნი]] და პანგოლინები. ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალი ერთადერთი ადგილია სინგაპურში, სადაც მაიმუნის სახეობა Presbytis femoralis ბინადრობს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ შემცირდა. [9] ნაკრძალში ფრინველთა ისეთი სახოებები ბინადრობენ, როგორიცაა ჟოლოსფერი მზეჩიტა, დიდი რაკეტკუდა დრონგო და ალკურისებრნი. ნაკრძალში შენიშნეს კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი ღამურების სახეობებიც. ნაკრძალში პეპლების ალიან ბევრი სახეობაა. ის ფლორის 1600 სახეობას მოიცავს.[10] ფრინველთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BirdLife International) დადგენილებით, ნაკრძალი ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალთან ერთად ფრინველთა მნიშვნელოვან სივრცედ გამოცხადდა, რადგანაც აქ დაუცველი ფრინველების პოპულაციები ბინადრობენ.[11] ნაკრძალი სხვადასხვა სახეობის ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი.

ხის კენწეროთა ბილიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

HSBC TreeTop Walk, ხის კენწეროთა ბილიკი ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალში

ნაკრძალში 250 მეტრის სიგრძის ჩამოკიდული ხიდი მდებარეობს. HSBC TreeTop Walk-ის აშენება 1.6 მილიონი დოლარი დაჯდა და 2004 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა. შაბათ-კვირას მას 2000-3000 ადამიანი სტუმრობს, კვირის დანარჩენ დღეებში კი საშუალოდ 300 ადამიანი. ხიდი მაკ-რიჩი-ბუკიტ პირსისა და ბუკიტ კალანგის ორ უმაღლეს წერტილს აკავშირებს. უმაღლეს წერტილში ხიდი ტყის საფრიდან 25 მეტრის სიმაღლეზეა. ბილიკის სირთულე ზომიერიდან რთულამდე იცვლება. ხიდი უმნიშვნელოვანესა ტყის შესასწავლად, რადგანაც მკვლევრებს ზემოდან დაკვირვების შესაზლებლობას აძლევს. გარემოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით საცალფეხო ბილიკებზე მნახველთა რაოდენობა 30-მდეა შეზღუდულია. ვიზიტორები ერთი მიმართულების ვიწრო საცალფეხო ბილიკზე მოძრაობენ, რომელიც ბუკიტ პირსის შესასვლელიდან იწყება და პიტალინგის ბილიკზე გასასვლელით მთავრდება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 10.3 კმ-ის მონაკვეთზე რეინჯერები მორიგეობენ.[12]

კონსერვაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალი სკოლის მოსწავლეთათვის და ადგილობრივებისთვის უფასო ტურებს აწყობს. ეს ტურები ეროვნული პარკების საბჭოს პროგრამების ნაწილია, რომელიც სინგაპურის დაცული ტერიტორიების კონსერვაციის შესახებ მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

Presbytis femoralis-ის კონსერვაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური წყალშემკრები აუზის პარკი სინგაპურში ერთადერთი ადგილია, სადაც ეროვნულ დონეზე კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი Presbytis femoralis-ის სახეობის მაიმუნის ნახვაა შესაძლებელი. ურბანიზაციის დონის ამაღლებისა და ჰაბიტატების განადგურების გამო ბუკიტ ტიმაჰის ნაკრძალის პოპულაცია მთლიანად განადგურდა. Presbytis femoralis-ის სახეობის მაიმუნი ერთ-ერთია სინგაპურის 4 ენდემურ პრიმატთა სახეობას შორის. დღეისთვის ცენტრალური წყალშემკრები აუზის ნაკრძალის მცირე ტერიტორიაზე 40 Presbytis femoralis ბინადრობს.[13]

ეროვნული ბიომრავალფეროვნების ცენტრმა სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ევოლუციის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით წამოიწყო Presbytis femoralis-ის ეკოლოგიური შესწავლის პროგრამა, რათა კონსერვაციის მენეჯმენტი და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის რაოდენობა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს.[14]მრავალმხრივი კვლევების ჩატარების შემდეგ პოპულაციის ზუსტი რაოდენობა, ქცევა და კომუნიკაცია, საკვებთან დაკავშირებული არჩევნები და ანთროპოლოგიური მახასიათებლები შეისწავლეს.

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'Nature Reserves' დაარქივებული 2014-09-22 საიტზე Wayback Machine. , National Parks Board, retrieved 5 June 2009.
  2. URA Maps. Urban Redevelopment Authority. ციტირების თარიღი: 26 May 2016.
  3. Labrador Nature Reserve დაარქივებული 18 October 2014 საიტზე Wayback Machine. , National Parks Board Website, retrieved 4 June 2009.
  4. Sungei Buloh Wetland Reserve დაარქივებული 9 December 2014 საიტზე Wayback Machine. , National Parks Board Website, retrieved 4 June 2009.
  5. Protecting Our Natural Heritage: Gazette of Nature Reserves, Convention on Biological Diversity, retrieved 4 June 2009.
  6. Upper Peirce Reservoir Park. ციტირების თარიღი: 2016-05-26
  7. Bukit Timah Nature Reserve დაარქივებული 2014-09-22 საიტზე Wayback Machine. , National Parks Board, retrieved 4 June 2009.
  8. Singapore Parks დაარქივებული 2009-06-23 საიტზე Wayback Machine. , Wild Life Asia, retrieved 4 June 2009.
  9. Raffles’ banded langur (Banded leaf monkey) დაარქივებული 2013-10-20 საიტზე Wayback Machine. , Infopedia, National Library Board, retrieved 5 June 2009.
  10. ‘’ Top of the trees‘’, CyberPioneer, retrieved 4 June 2009.
  11. Central Forest. Important Bird Areas factsheet. BirdLife International (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2007. ციტირების თარიღი: 18 March 2014.
  12. 'TreeTop Walk too tough?' The Straits Times, 30 Jan 2005, retrieved 8 June 2009.
  13. Ang Hui Fang’s Banded Leaf Monkey work in The Straits Times
  14. https://www.nparks.gov.sg/cms/index.php?option=com_content&view=article&id=172&Itemid=129#2 დაარქივებული 31 January 2010 საიტზე Wayback Machine.