შინაარსზე გადასვლა

National Geographic (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
National Geographic
მოკლე სათაური Nat Geo
ენა 37
მთავარი რედაქტორი კრის ჯონსი (ინგლისური ორიგინალი), ლევან ბუთხუზი (ქართულენოვანი გამოცემა)
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი NG საქართველო. ჭავჭავაძის 47ა. თბილისი, საქართველო (ქართულენოვანი გამოცემა)
ქვეყანა 40.
რედაქციის მისამართი 0105. საქართველოს ეროვნული მუზეუმი რუსთაველის გამზირი. #3. თბილისი, საქართველო (ქართულენოვანი გამოცემა)
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ტიპი სამეცნიერო-პოპულარული

National Geographic (ინგლ. National Geographic Magazine) — ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემა. დაარსდა 1888 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ამავე წლის იანვარში თავად ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა. 1896 წელს National Geographic-ი, რომელიც მანამდე ქაოტური პერიოდულობით გამოდიოდა, ყოველთვიური გამოცემა გახდა. 1995 წელს გამოვიდა პირველი უცხოენოვანი გამოცემა National Geographic 日本 (იაპონია). მას შემდეგ უცხოენოვანი გამოცემების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. დღესდღეობით National Geographic-ის ყველაზე ახალ უცხოენოვან გამოცემას წარმოადგენს ქართული, ლატვიური, მონღოლური (ოქტომბერი 2012) და ირანული (სპარსული-ფარსი) (ნოემბერი 2012).

ჟურნალი ორიენტირებულია გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში პოპულარულ, საკულტო გამოცემას. მისი საავტორო ნიშანი, ყვითელი ჩარჩო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი გამოიცემა ყოველთვიური პერიოდულობით, არსებობს სპეციალური გამოშვებებიც. ჟურნალს გააჩნია ელექტრონული ვერსიებიც როგორც ორიგინალურ (ინგლისურ) ენაზე, ასევე იმ ენებზე, რომელზეც თავად ჟურნალი გამოიცემა.

საერთაშორისო გამოცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Active language editions
ენა ქვეყანა საიტი მთვაარი რედაქტორი პირველი გამოცემა
არაბული არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბული სამყარო
ngalarabiya.com ჰუსეინ ალ-მუსევი ოქტომბერი 2010
ბულგარული ბულგარეთი www.nationalgeographic.bg ტატიანა გრიგოროვა ნოემბერი 2005
გერმანული გერმანია
ავსტრია
შვეიცარია
www.nationalgeographic.de ვერნერ ზიფერი ოქტომბერი 1999
ებრაული ისრაელი http://nationalgeographic.co.il/ მირით ფრიდმანი ივნისი 1998
ესპანური ესპანეთი www.nationalgeographic.com.es გონსალო პერეირა ოქტომბერი 1997
ესპანური ლათინური ამერიკა http://natgeo.televisa.com რონერტო მორანი ნოემბერი 1997
ესპანური მექსიკა ngenespanol.com ალისია გუზმანი მაისი 2018
იაპონური იაპონია www.nationalgeographic.jp შიგეო ოტსუკა აპრილი 1995
ინგლისური აშშ www.nationalgeographic.com/ngm ნეითნ ლამპი ოქტომბერი 1888
ინგლისური გაერთიანებული სამეფო www.nationalgeographic.com/ngm ოქტომბერი 1888
ინდონეზიური ინდონეზია www.nationalgeographic.co.id დიდი კასპი კასიმი მარტი 2007
იტალიური იტალია www.nationalgeographic.it მარკო კატანეო თებერვალი 1998
კორეული სამხრეთ კორეა www.nationalgeographic.co.kr ჯენმო კიმი იანვარი 2000
ლიეტუვური ლიეტუვა www.nationalgeographic.lt ფრედერიკას იანსონასი ოქტომბერი 2009
ნიდერლანდური ნიდერლანდები
ბელგია
www.nationalgeographic.nl რობერტ ვერმიუ ოქტომბერი 2000
პოლონური პოლონეთი www.nationalgeographic.pl ანგიეშკა ფრანუსი ოქტომბერი 1999
პორტუგალიური პორტუგალია www.nationalgeographic.pt გონსალო პერეირა აპრილი 2001
ტაილანდური ტაილანდი www.ngthai.com კოვით ფადუნგრუანგკიჯი აგვისტო 2001
უნგრული უნგრეთი www.geographic.hu თამაშ ვიტრაი მარტი 2003
ფრანგული საფრანგეთი
ბელგია
კანადა
ლუქსემბურგი
შვეიცარია
www.nationalgeographic.fr ფრედერეიკ ვალუა ოქტომბერი 1999
ქართული საქართველო http://nationalgeographic.ge/ ქეთევან ჭუმბურიძე ოქტომბერი 2012
ჩეხური ჩეხეთი
სლოვაკეთი
www.national-geographic.cz ტომაშ ტურეჩეკი ოქტომბერი 2002
ჩინური კონტინენტური ჩინეთი ngmchina.com.cn დაარქივებული 2012-10-01 საიტზე Wayback Machine. იე ნანი ივლისი 2007
ჩინური ტაივანი www.ngm.com.tw დაარქივებული 2011-06-15 საიტზე Wayback Machine. იუგში ლი იანვარი 2001


Discontinued language editions
ენა ქვეყანა საიტი პირველი გამოცემა ბოლო გამოცემა #
მონღოლური მონღოლეთი nationalgeographic.mn ოქტომბერი 2012 ივნისი 2014 21
ბერძნული საბერძნეთი nationalgeographic.gr ოქტომბერი 1998 დეკემბერი 2014 194
უკრაინული უკრაინა აპრილი 2013 იანვარი 2015 57
აზებაიჯანული აზებაიჯანი nationalgeographic.az სექტემბერი 2014 დეკემბერი 2015 16
ლატვიური ლატვია nationalgeographic.lv ოქტომბერი 2012 მარტი 2016 42
სპარსული ირანი www.ngmfarsi.com ნოემბერი 2012
სექტემბერი 2017
თებერვალი 2017
ივნისი 2017
დეკემბერი 2017
სექტემბერი 2018
69
პორტუგალიური ბრაზილია nationalgeographicbrasil.com მაისი 2000 ნოემბერი 2019 235
დანიური დანია natgeo.dk სექტემბერი 2000 დეკემბერი 2020 267
ნორვეგიული ნორვეგია natgeo.no სექტემბერი 2000 დეკემბერი 2020 267
შვედური შვედეთი natgeo.se სექტემბერი 2000 დეკემბერი 2020 267
ფინური ფინეთი natgeo.fi იანვარი 2001 დეკემბერი 2020 263
რუმინული რუმინეთი natgeo.ro მაისი 2003 დეკემბერი 2021 224
ესტონური ესტონეთი nationalgeographic.ee ოქტომბერი 2011 დეკემბერი 2021 123
ინგლისური ინდოეთი აგვისტო 2013 დეკემბერი 2021 105
რუსული რუსეთი nat-geo.ru ოქტომბერი 2003 აპრილი 2022 259
თურქული თურქეთი nationalgeographic.com.tr მაისი 2001 ივნისი 2022 254
ხორვატიული ხორვატია nationalgeographic.com.hr ნოემბერი 2003 იანვარი 2023 230
სერბული სერბეთი nationalgeographic.rs/ ნოემბერი 2006 დეკემბერი 2023 206

ქართულენოვან გამოცემაზე მუშაობა და მოლაპარაკება, რომელიც დაახლოებით ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, 2012 წლის გაზაფხულზე წარმატებით დასრულდა. პროექტის მხარდამჭერი და ინიციატორია სილქროუდ ჯგუფი და კომპანია სილქნეტი. ჟურნალის მთავარი რედაქტორია ბიოლოგი ლევან ბუთხუზი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: