სინგაპურის ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სინგაპურის ზოოპარკი მოიხსენიებოდა როგორც სინგაპურის ზოოლოგიური ბაღები, ადგილობრივთათვის ცნობილია, როგორც მანდაის ზოოპარკისინგაპურის ცენტრალური წყალშემკრები აუზის ზედა სელეტარის რეზერვის საზღვარზე, 28 ჰექტარზე (69 აკრი) განლაგებული ზოოპარკი. ზოოპარკი სინგაპურის მთავრობის 9 მილიონი დოლარის გრანტით აშენდა და 1973 წლის 27 ივნისს გაიხსნა. მას სინგაპურის ველური ბუნების ნაკრძალების ორგანიზაცია განაგებს, რომელიც აგრეთვე განკარგავს ზოოპარკის მეზობლად მდებარე ღამის საფარის, მდინარის საფარისა და ჯურონგის ფინველთა პარკს.ზოოპარკში ცხოველთა 315 სახეობაა, რომელთა 16% საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა შორისაა. ყოველწლიურად ზოოპარკს 1.7 მილიონი მნახველი ჰყავს.[1]

გახსნის დღიდანვე სინგაპურის ზოოპარკი მნახველებს ცხოველთა ბუნებრივ გარემოში ნახვას სთავაზობს,რომლის დროსაც ცხოელები და ვიზიტორები ფარული ან მინის ბარიერებით არიან ერთმანეთისგან გაყოფილი. ზოოპარკში მსოფლიოში ორანგუტანგთა ყველაზე დიდი კოლონაა მოთავსებული.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუმატრის ორანგუტანგი სინგაპურის ზოოპარკში, (Lionel Lee, 2009)

სინგაპურის ზოოპარკის დაარსებამდე სინგაპურში რამდენიმე ზოოპარკი არსებობდა.პირველი ზოოპარკი 1870-იან წლებში გაიხსნა დღევანდელი სინგაპურის ბოტანიკური ბაღების ტერიტორიაზე.[3] 1920-იან წლებში ცხოველებითმოვაჭრე უილიამ ლოურენს სომა ბასაპას მიერ კიდევ ერთი ზოოპარკი პუნგოლის ტერიტორიაზე გაიხსნა, 1960-იან წლებში კი ძმებმა ჩანებმა კიდევ ორი ზოოპარკე გახსნეს.

სინგაპურის ზოოპარკის შექმნის იდეა 1969 წელს გაჩნდა. სინგაპურის ბუნებისა და წყლის რესურსების სამინისტროს ერთ-ერთი ორგანოს ინიციატივით წყალსაცავების ირგვლივ მიწები პარკების შექმნისა და რეკრეაციული ობიექტების ასაშენებლად უნდა გამოეყენებინათ. აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ონგ სვი ლაუმ 88 ჰექტარი (220 აკრი) ფართობის მიწა ზოოლოგიური ბაღის ასაგებად გამოყო.

1970 წელს კონსულტანტები და პერსონალი დაიქირავეს, 1971 წელს კი 50 საბაზისო ობიექტის მშენებლობა დაიწყო. სპონსოორთა ხელშეწყობით ცხოველები დილერთაგან შეიძინეს. შრი ლანკის კოლომბოს ზოოპარკის დირექტორი ლინ დე ალვისი სპეციალურ კონსულტანტად დაიქირავეს, რათა ტროპიკულ ზოოპარკებთან დაკავშირებული თანდაყოლილი პროვლემები გადაეჭრა.[4]

1973 წლის 27 ივნისს სინგაპურის ზოოპარკმა პირველი მნახველები მიიღო. იმ დროისთვის ზოოპარკში 72 სახეობის 270 ცხოველი იმყოფებოდა, რომელთაც 130 ადამიანი უვლიდა. 1990 წლისთვის ზოოპარკში 160 სახეობაზე მეტი 1600 ცხოველი ბინადრობდა, რომლებიც სოციალურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ მნახველებს ცხოველები ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულად დაეთვალიერებინათ ზოოპარკში 65 ლანდშაფტური სახლი მოეწყო.

1987 წლიდან სინგაპურის ზოოპარკში იშვიათი ცხოველები მოათავსეს, რომლებიც სხვა ზოოპარკებიდან სესხით მიიღეს. სულ პირველად ჩინეთიდან ჩამოყვანილმა მოკლეცხვირიანმა ოქროს მაიმუნებმა (Rhinopithecus roxellana) ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიზიდა. 1988 წელს ცინცინატის ზოოპარკიდან თეთრი ვეფხვები ჩამოიყვანეს, 1990 წელს კი ვოლონგის ეროვნული ნაკრძალიდან ბამბუკის დათვები.[2]

2000 წლის 1 აგვისტოს სინპგაპურის ზოოლოგიური ბაღები, ჯურონგის ფრინველთა პარკი და ღამის საფარი სინგაპურის ველური ბუნების ნაკრძალების შიგნით გაერთიანდა, რომელსაც Temasek Holdings მართავს. ეფექტურობის გასაზრდელად ზოოპარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომელსაც წინააღმდეგობების გარეშე არ ჩაუვლია. 2002 წელს პერსონალის რამდენიმე მნიშვნელოვანმა წევრმა, მათ შორის ბერნარდ ჰარისონმა მენეჯმენტის სტილის ცვლილების გამო ზოოპარკი დატოვეს. 2005 წლისთვის ზოოპარკის სახელი გამარტივდა და სინგაპურის ზოოპარკი ეწოდა.

რეკონსტრუქციის შემდეგ ზოოპარკს ახალი ობიექტები შეემატა, მათ შორის 2005 წელს - 3.6 სინგაპურული დოლარის ღირებულების ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვისა და კვლევის ცენტრი. მოძველებული ინფრასტრუქტურა განახლდა, რამაც ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურიკატი სინგაპურის პარკში

ცხოველები ფართო ლანშაფტურ შემოღობილ სივრცეებში ცხოვროობენ, რომელსაც მნახველებისგან მშრალი ან წყლის თხრილები ჰყოფს. თხრილების ნაწილი მცენარეებითაა დაფარული. საშიში ცხოველები, რომელთაც ცოცვა შეუძლიათ მინის ფასადით დაფარულ შემოღობილ სივრცეებში არიან მოთავსებული.

ზოოპარკი თავდაპირველ 28 ჰექტარზე მეტად აღარ გაფართოებულა. 40 ჰექტარი ფართობის მეორეული ტყე მოგვიანებით ღამის საფარად გადაკეთდა. მიწის ნაწილმა, რომელიც არ დამუშავებულა ტყის იერსახე შეინარჩუნა. ეს ნაწილი და ზედა სელეტარის რეზერვი ზოოპარკს ბუნებრივ, შეუზღუდავი სივრცის სახეს სძენს.

ნებართვის შემთხვევაში ზოოპარკი დამთვალიერებლებს ცხოველებით, ტრამვაითა და ნავებით გასეირნების შესაძლებლობასაც აძლევს.

სანახაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Breakfast with an Orangutan" — დამთვალიერებლებს ორანგუტანგებთან ახლოს მისვლის შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის იყო აჰ მენგი (გარდაიცვალა 2008 წლის 8 თებერვალს) — სინგაპურის ტურიზმის ინდუსტრიის სახე.

"Rainforest Fights Back" — მიმდინარეობს ზოოპარკის მთავარ ამფითეატრში - შოუს ამფითეატრში. მსახიობები ცხოველებთან ერთად თამაშობენ: შოუში არალეგალურად მოქმედ ბოროტ ბერსონაჟს ტროპიკული ტყეების განადგურება სურს, თუმცა მას ადგილობრივები,ორანგუტანგები, ლემურები, ფარშავანგები, წავები და კორელები უშლიან ხელს.

"Elephants at Work and Play"- შოუში აჩვენებენ თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში როგორ იყენებენ სპილოებს ტვირთის გადასაზიდად დაგადასაადგილებლად. იმ ადამიანს, ვისაც ცხოველებით ტვირთი გადააქვს, მაჰაუტი ეწოდება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ წრთვნიან სპილოებს.

"Splash Safari" - შოუ წღვის ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზეა ორიენტირებული. სელაპები და ზღვის ლომები ილეთებს აკეთებენ, პელიკანები კი აჩვენებენ თუ როგორ იჭერენენ თევზებს თავიანთი ნისკარტით, სანამ დელფინები ირგვლივ დაცურავენ.

"Animal Friends" — შოუ საბავშვო განყოფილებაში მიმდინარეობს და ძირითადად მოშინაურებულ ცხოველებთან ერთად მიმდინარეობს. ძარლები და თუთიყუშები ილეთებს აკეთებენ. სანახაობის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის ცხოველებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებაა.

ინციდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წლის 7 მარტს, ზოოპარკის გახსნამდე შავი პანტერა გაიქცა.[5]

1974 წლის დასაწყისში ჰიპოპოტამი სახელად კონგო გაიქცა, რომელმაც სელეტარის რეზერვში 47 დღე დაჰყო.[6]

1974 წელს ზოოპარკიდან კანა და ვეფხვიც გაიქცნენ.[7]

2008 წლის 13 ნოემბერს სამმ ბენგალიურმა თეთრმა ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი, რომელიც თხრილთან ახლოს ყოფნისას ცხოველებს აქეზებდა სასიკვდილოდ დაჭრა.[8]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Véronique Sanson (1992). Gardens and Parks of Singapore. Oxford University Press. ISBN 0-19-588588-0
  • Ilsa Sharp (1994). The First 21 Years: The Singapore Zoological Gardens Story. Singapore Zoological Gardens. ISBN 981-00-5674-5

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About Wildlife Reserves Singapore. Wildlife Reserves Singapore. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 December 2015.
  2. 2.0 2.1 Catharine E. Bell (January 2001). Encyclopedia of the World's Zoos. Taylor & Francis, გვ. 1155. ISBN 978-1-57958-174-9. 
  3. „Fortnight's summary“. The Straits Times. 5 March 1870.
  4. Vernon N. Kisling (18 September 2000). Zoo and Aquarium History: Ancient Animal Collections to Zoological Gardens. CRC Press, გვ. 233. ISBN 978-1-4200-3924-5. 
  5. Headlines that shook Singapore (since 1955). Remember Singapore (24 January 2011).
  6. Flashback: 40 Years of The Singapore Zoo. The Straits Times (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 June 2015.
  7. Bernard Harrison interview (part 2). The Independent Singapore (20 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2014.
  8. Cleaner mauled to death by three rare white tigers at Singapore Zoo in front of horrified visitors. MailOnline (13 November 2008). ციტირების თარიღი: 18 July 2013.