შინაარსზე გადასვლა

დინოზავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინოზავრები
ტირანოზავრი
ტირანოზავრი (Tyrannosaurus Rex,
ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი:  დიაპსიდები
ზერიგი: დინოზავრები
ლათინური სახელი
Dinosauria (Cope, 1869)

დინოზავრები (ლათ. Dinosauria) — მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი დიაპსიდების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრებითეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვერცხით მრავლდებოდნენ. ფიქრობენ, რომ თბილსისხლიანი ცხოველები იყვნენ და მაღალი ფიზიოლოგიური ორგანიზაციის ნიშნები ჰქონდათ. დინოზავრები გადაშენდნენ მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე. გადაშენების ძირითადი მიზეზი იყო გარემოს გართულება და მკვეთრი შეცვლა. დინოზავრების ნაშთები დღემდე გვხვდება ყველა კონტინენტზე. საქართველოში ცარცული პერიოდის დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევი შემორჩენილია სათაფლიაში (ქუთაისის მახლობლად).

 
დინოზავრები
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევ. კარბონული პე. ტრი. იურული ცარცული პალეო. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 558.
  • University of Southampton. (September 29, 2021) Two New Species of Large Predatory Dinosaur With Crocodile-Like Skulls Discovered on Isle of Wight.
  • Zhou, Zhonghe (October 2004). „The origin and early evolution of birds: discoveries, disputes, and perspectives from fossil evidence“ (PDF). Naturwissenschaften. Berlin: Springer Science+Business Media. 91 (10): 455–471. Bibcode:2004NW.....91..455Z. doi:10.1007/s00114-004-0570-4. ISSN 0028-1042. PMID 15365634. S2CID 3329625. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — July 21, 2011. ციტირების თარიღი: November 6, 2019.
  • Paul, Gregory S. (2002). Dinosaurs of the Air: The Evolution and Loss of Flight in Dinosaurs and Birds. Baltimore; London: Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-6763-7. OCLC 1088130487. .
  • Sternberg, Charles Mortram (1966). Canadian Dinosaurs, 2nd, Geological Series, Ottawa: National museums of Canada. OCLC 1032865683.