სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი
სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
1.29734°00′00″ ჩ. გ. 103.85090°00′00″ ა. გ. / 1.29734° ჩ. გ. 103.85090° ა. გ. | |
დაარსდა | 20 იანვარი, 1996 |
ქვეყანა | სინგაპური |
მდებარეობა | Bras Basah |
კლასიფიკაცია | თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი |
დირექტორი | დოქტორ ეუჯინ ტანი |
ოფიციალური საიტი | singaporeartmuseum.sg |
სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Singapore Art Museum, მალ. Muzium Kesenian Singapura, ჩინ.: 新加坡美术馆 ტამილ. சிங்கப்பூர் கலை அருங்காட்சியகம், SAM) — ხელოვნების მუზეუმი სინგაპურში. მუზეუმის ამჟამინდელი შენობა ძველად XIX საუკუნის კათოლიკურ სკოლას წარმოადგენდა. ეს არის პირველი მუზეუმი სინგაპურში, რომელიც მთლიანად ვიზუალურ ხელოვნებას ეძღვნება. კოლექციაში წარმოდგენილია ადგილობრივი, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიელი ხელოვანების შემოქმედება. სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო ხელოვნების მუზეუმებთან თანამშრომლობს გამოფენების ორგანიზებისა და მათი გაცვლის მიზნით.
სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი ორი ძირითადი შენობისაგან შედგება. ძირითადი ნაგებობა, 1955 წელს აშენდა და წმინდა იოსების სახელობის ინსტიტუტს წარმოადგენდა ბრას ბასაჰის გზაზე. მეორე ნაგებობა წარსულში კათოლიკურ საშუალო სკოლას წარმოადგენდა და ის დედოფლის ქუჩაზე მდებარეობს. მუზეუმმა უმასპინძლა სინგაპურის ბიენალეს 2011, 2013, 2016 და 2019 წლებში და ის კვლავ იქნება მასპინძელი 2022 წელს.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგაპურის ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა 1996 წლის 20 იანვარს და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების მუზეუმია.[2][3]
მუზეუმი, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც ფერწერის მუზეუმი, შეიქმნა სინგაპურის ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი პროექტის წყალობით, რომელიც ქალაქში ხუთი მუზეუმის გახსნას ისახავდა მიზნად. სხვა ხუთ მუზეუმს შორისაა: სინგაპურის ისტორიის მუზეუმი, აზიური ცივილიზაციების მუზეუმი, ხალხის მუზეუმი და ბავშვების მუზეუმი.[4] ფერწერის მუზეუმის შექმნა დაიწყო წმინდა იოსების ინსტიტუტის შენობის რესტავრაციით.
1992 წლის 18 ივლისს ინფორმაციის, ხელოვნებისა და განათლების მინისტრმა, კერ სინ ცემ გამოაცხადა ფერწერის მუზეუმის 11 წევრიანი საბჭოს შექმნის შესახებ და მის მეთაურად მხატვარი ეარლ ლუ გამოაცხადა. მუზეუმის საბჭოს დაევალა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი მხატვრების ნამუშევრების მოძიება და შეძენა. ლოუ ჩუჩკ ტიუ, ყოფილი ბანკირი და ნახატების კოლექციონერი, მუზეუმის მრჩევლად დაინიშნა. მრჩეველი იყო შირლი ლუ-ლიმიც, სინგაპურის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე და მუზეუმის საბჭოს ვიცე-დირექტორი. ფერწერის მუზეუმის საბჭოს სხვა წევრები იყვნენ: ჰო კოკ ჰოე, ლი სენგ ტი, არტურ ლიმი, თიაგარაიან კანაგა საბაპათი, სარკასი საიდი, სუმ იოკე კიტი, ვი ჩუე ჰენგი (სიგნაპურის პოლიტექნიკურის კურსდამთავრებული) და იაპ-ვანგ ვი იონგი.[5]
სინგაპურის ხელოვნების მუზეუმის მომავალი შენობის, 140 წლის ნაგებობის რესტავრაციას ორი წელი დასჭირდა და დაახლოებით 30 მილიონი სინგაპურული დოლარი დაჯდა. ის საზოგადოებისთვის პირველად 1995 წლის 20 ოქტომბერს არაოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმის პირველი ინსტალაცია მთავარ შესასვლელში არსებული შვიდი მეტრის სიმაღლის სვაროსვსკის (Swarovski) ჭაღი გახდა, რომლის ღირებულებამაც 90 000 სინგაპურული დოლარი შეადგინა. ის დაახლიებით, 325 კილოგრამს იწონიდა და მის დამზადებას სამი თვე დასჭირდა.[6] მუზეუმი პირველად ოფიციალურად სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა, გო ჩოკ ტონგმა გახსნა 1996 წლის 20 იანვარს.[7]
2019 წელს მუზეუმი განახლებული სივრცის მოწყობის მიზნით დაიხურა. სამუშაოებისათვის 90 მილიონი აშშ დოლარი Tote Board-მა, ახალგაზრდობის საზოგადოებამ და კულტურის მინისტრმა გამოყო. ამ პერიოდის განმავლობაში გამოფენები და ღონისძიებები სინგაპურის ხელოვნების მუზეუმის პარტნიორ მუზეუმებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში მოეწყო. განახლება 2022 წელს უნდა დასრულდეს.[8]
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სინგაპურის ხელოვნების მუზეუმში მუდმივი კოლექციების პარალელურად ეწყობა მცირე ხნიანი გამოფენები, რომლებიც შთაგონებულია აზიური თანამედროვე ხელოვნებით. 2001 წლიდან მუზეუმმა დაიწყო ნამუშევრების შეძენა და შემოწირულობების მიღება მთელი რეგიონიდან. შემომწირველებს შორის იყვნენ ცნობილი თანამედროვე მხატვრები: ჩეო ჩაი-იანგი, ნგე ლაი, დინ ლი, ნატეე უტარიტი, სუზან ვიქტორი და ტიტარუბი.
მუზეუმი მუდმივად თანამშრომლობს ხელოვნების სხვა ინსტიტუტებთან გამოფენების თანადაფინანსებისა და მოწყობის მიზნით. მსგავსი ტიპის თანამშრომლობის შედეგად მოეწყო გამოფენები: კვლავ მოძრაობა: სამმაგი ანგარიში სურათზე (იოკოჰამას მუზეუმთან თანამშრომლობით), იაიოი კუსამასა და იასუმა მორიმურას შემოქმედებაზე კონცენტრირებული Trans-Cool TOKYO (ტოკიოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით), და ბილ ვიოლას, ჟან-ლიუკ გოდარისა და ბრიუს ნაუმანის შემოქმედებაზე კონცენტრირებული ვიდეო, ხელოვნება, ისტორია (პომპიდუს ცენტთან თანამშრომლობით).
მუზეუმი ორგანიზებას უწევს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებსა და ღონისძიებებს. მაგალითისთვის, მუზეუმში ინსტალაციის მოსაწყობად ორჯერ იყო მიწვეული ფრანგი მხატვარი, სტეფან ბლანკეტი. პირველად 2012 წლის ფესტივალზე მან საზოგადოებას წარუდგინა დამახინჯებული ტყე,[9] ხოლო 2013 წელს ხელოვნების ბაღების გამოფენაზე ინსტალაცია, სახელწოდებით: მანათობელი სიზმრები სიღრმეში წარადგინა.[10]ფრანგმა ემანუელ გილიაუმ, სინგაპურის ხელოვნების მუზეუმში 2011 წელს წარადგინა თავისი ნამუშევარი მანამ სანამ მზე ამოვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Singapore Biennale 2013: If the World Changed, ISBN 978-981-07-8026-5
- Tomorrow, Today: Contemporary Art from the Singapore Art Museum (2009–2011), ISBN 978-981-07-1880-0
- Are You Afraid of Contemporary Art? by Vincent Leow, ISBN 978-981-07-1029-3
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Singapore Biennale
- ↑ About the Singapore Art Museum
- ↑ YourSingapore
- ↑ Leong, Weng Kam (24 May 1992). „Museum recruits more curators and specialists“. The Straits Times. Singapore. p. 16.
- ↑ „Work to convert old SJI into Fine Arts Museum to begin soon“. The Straits Times. Singapore. 19 July 1992. p. 3.
- ↑ „Two opening ceremonies: One for the building, one for the art“. Singapore: Straits Times Life!. 20 October 1995. p. 23.
- ↑ Wang, Hui Ling (21 February 1996). „Vision of S'pore as entrepot for art, culture“. The Straits Times. Singapore. p. 1.
- ↑ „Singapore Art Museum to undergo $90-million revamp“. The Straits Times (ინგლისური). 1 April 2017.
- ↑ French artists shine at Night Lights 2012 – La France à Singapour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი 2021.
- ↑ TOYSREVIL: "Glossy Dreams in Depths" by Stéphane Blanquet @ Singapore Art Museum (27 June 2013). ციტირების თარიღი: 24 December 2016