შინაარსზე გადასვლა

ბრიტანეთის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრიტანეთის მუზეუმი

ბრიტანეთის მუზეუმის შენობა 2024 წელს
51°31′10″ ჩ. გ. 0°07′37″ დ. გ. / 51.51944° ჩ. გ. 0.12694° დ. გ. / 51.51944; -0.12694
დაარსდა 7 ივნისი, 1753; 272 წლის წინ (1753-06-07)
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა კემდენი
ექსპონატი დაახლ. 8 მილიონი ობიექტი[1]
ვიზიტორები 5 820 860 (2023;[2] 42%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს)
დირექტორი ნიკოლას კულინანი
ოფიციალური საიტი britishmuseum.org
Map

ბრიტანეთის მუზეუმი (ინგლ. British Museum) — საჯარო მუზეუმი, რომელიც კაცობრიობის ისტორიას, ხელოვნებასა და კულტურას ეძღვნება. მდებარეობს ლონდონში, ბლუმსბერის ისტორიულ რაიონში. მისი მუდმივი კოლექცია რვა მილიონ ნამუშევარს მოიცავს და მსოფლიოში უდიდესია.[3] იგი ასახავს ადამიანის კულტურის ისტორიას მისი საწყისი ეტაპიდან დღემდე.[] ბრიტანეთის მუზეუმი 1753 წელს დაარსდა და იმ დროს პირველი საჯარო ეროვნული მუზეუმი იყო.[4]

2023 წელს მუზეუმმა 5 820 860 დამთვალიერებელს უმასპინძლა, რაც 2022 წელთან შედარებით 42%-ით მეტია. ის იყო გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობების ასოციაციის (ALVA) მიხედვით.[2]

თავდაპირველად, მუზეუმი ძირითადად ინგლისელ-ირლანდიელი ექიმისა და მეცნიერის, სერ ჰანს სლოუნის კოლექციებისგან შედგებოდა.[5] ის საზოგადოებისთვის 1759 წელს გაიხსნა, ამჟამინდელი შენობის ადგილზე მდებარე მონტაგუს სახლში. მომდევნო 250 წლის განმავლობაში, მუზეუმის გაფართოება ძირითადად ბრიტანული კოლონიზაციის შედეგი იყო, რამაც გამოიწვია რამდენიმე ფილიალი დაწესებულების ან დამოუკიდებელი განშტოებების შექმნა, რომელთაგან პირველი 1881 წელს გახსნილი ბუნებისმეტყველების მუზეუმი იყო. მისი ზოგიერთი ყველასთვის კარგად ნაცნობი შენაძენი, როგორიცაა ბერძნული ელგინის მარმარილოები და ეგვიპტური როზეტის ქვა, ხანგრძლივი დავებისა და რეპატრიაციის მოთხოვნის საგანი გახდა.[6][7]

1973 წელს, ბრიტანეთის ბიბლიოთეკის აქტმა 1972,[8] ბიბლიოთეკის დეპარტამენტი ბრიტანეთის მუზეუმისგან გამოყო, მაგრამ მან უკვე განცალკევებული ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მასპინძლობა, 1997 წლამდე იმავე სამკითხველო დარბაზსა და მუზეუმის შენობაში განაგრძო. მუზეუმი არის არასაუწყებო საჯარო ორგანო, რომელსაც სპონსორობას უწევს კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტი. სხვა ბრიტანული ეროვნული მუზეუმების მსგავსად, მუზეუმში შესვლა უფასოა, გარდა დროებითი გამოფენებისა.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Collection size. British Museum. ციტირების თარიღი: 22 July 2016
  2. 2.0 2.1 „British Museum is the most-visited UK attraction again“. BBC News. 18 March 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2024. ციტირების თარიღი: 18 March 2024.
  3. van Riel, Cees. (30 October 2017) Ranking The World's Most Admired Art Museums, And What Big Business Can Learn From Them. ციტირების თარიღი: 18 May 2023
  4. History of the British Museum en. ციტირების თარიღი: 12 July 2018
  5. The Life and Curiosity of Hans Sloane en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 21 October 2017
  6. The Big Question: What is the Rosetta Stone, and should Britain return en (9 December 2009). ციტირების თარიღი: 2 April 2020
  7. Tharoor, Kanishk (29 June 2015). „Museums and looted art: the ethical dilemma of preserving world cultures“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 June 2020. ციტირების თარიღი: 18 April 2018.
  8. British Library Act 1972 (1972). ციტირების თარიღი: 22 July 2022
  9. Admission and opening times. British Museum (14 June 2010). ციტირების თარიღი: 4 July 2010
  1. Among the national museums in London, sculpture and decorative and applied art are in the Victoria and Albert Museum; the British Museum houses earlier art, non-Western art, prints and drawings. The National Gallery holds the national collection of Western European art to about 1900, while art of the 20th century on is at Tate Modern. Tate Britain holds British Art from 1500 onwards. Books, manuscripts and many works on paper are in the British Library. There are significant overlaps between the coverage of the various collections.