ჩინური ვიკიპედია
ჩინური ვიკიპედია 中文维基百科 | |
---|---|
მისამართი: | zh.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ჩინური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის ოქტომბერი |
სტატიების რაოდენობა: | 1 452 196 |
გვერდების რაოდენობა: | 7 874 503 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 84 795 758 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 3 623 244 |
აქტიური მომხმარებელი: | 7 077 |
ადმინისტრატორი: | 65 |
სიღრმე: | 210.6 |
ჩინური ვიკიპედია (ჩინ. 中文维基百科) — ვიკიპედიის განყოფილება ჩინურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2002 წლის ოქტომბერში. ჩინური ვიკიპედია დანარჩენ 12 ვიკიპედიებთან ერთად შეიქმნა 2001 წლის მაისში. პირველ ეტაპზე ჩინური ვიკიპედია აქტიურად ვითარდებოდა, თუმცა არ ჰქონდა ჩინური სიმბოლოების მხარდაჭერა და მოკლებული იყო ენციკლოპედიურ შინაარსს. 2002 წლის ოქტომბერში შეიქმნა ჩინურ ენაზე არსებული პირველი გვერდი — მთავარი გვერდი. 2002 წლის 27 ოქტომბერს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შედეგად შესაძლებელი გახდა ჩინური ენით შეყვანა. შეიქმნა დომენი მისამართზე: zh.wikipedia.org.
თავდაპირველად არსებობდა 2 ჩინური ვიკიპედია. 2002-2003 წლებში ვიკიპედიის ჩინურმა საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება ჩინური ვიკიპედიის 2 თავდაპირველი ვერსიის გაერთიანების შესახებ. პირველ ეტაპზე სტატიების უმეტესობა ითარგმნებოდა ვიკიპედიის ინგლისურენოვანი ვერსიიდან.
ამჟამად ჩინური ვიკიპედია შეიცავს დაახლოებით 785 ათას სტატიას. ჰყავს 83 ადმინისტრატორი, რომელთაგან 21 კონტინენტური ჩინეთიდანაა, 15 ტაივანიდან, ხოლო 16 ჰონგ-კონგიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩინური ვიკიპედია (ჩინური)
- ჩინური ვიკიპედია – მობილური ვერსია (ჩინური)
- ჩინური ვიკიმედიის კონფერენცია, 2006
|