უნგრული ვიკიპედია
უნგრული ვიკიპედია Magyar Wikipédia | |
---|---|
მისამართი: | hu.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | უნგრული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 552 638 |
გვერდების რაოდენობა: | 1 575 736 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 27 717 448 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 579 759 |
აქტიური მომხმარებელი: | 1 552 |
ადმინისტრატორი: | 26 |
სიღრმე: | 60.3 |
უნგრული ვიკიპედია (უნგრ. Magyar Wikipédia) — ვიკიპედიის განყოფილება უნგრულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. მუშაობა დაიწყო 2003 წლის 8 ივლისს. 2011 წლის სექტემბრისთვის უნგრულ ვიკიპედიაში არსებობდა 200 ათასი სტატია. 2007 წლის თებერვლისთვის მოიცავდა 50 ათას სტატიას, ხოლო 2008 წლისთვის 100 ათას სტატიას. უნგრულ ენასთან დაკავშირებული პირველი ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 5 სექტემბერს ლარი სენგერის მიერ უნგრული ვიკიპედიის ამჟამინდელ დომენზე: http://hu.wikipedia.com/. იმ დროისთვის ვიკიპედია ჯერ კიდევ UseModWiki-ზე მუშაობდა. მრავალი თვის განმავლობაში უნგრული ვიკიპედიის შიგთავსი მცირერიცხოვანი იყო, ამასთანავე იყო პრობლემები ვანდალიზმთან.
ამჟამად უნგრულ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 217 ათასი სტატია. ჰყავს 36 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი უტოლდება დაახლოებით 1900 ადამიანს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უნგრული ვიკიპედია (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედია – მობილური ვერსია (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
- უნგრული ვიკიპედიის შესახებ (უნგრული)
|