იტალიური ვიკიპედია
იტალიური ვიკიპედია Wikipedia in italiano | |
---|---|
მისამართი: | it.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | იტალიური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2001 წლის 11 ივნისი |
სტატიების რაოდენობა: | 1 881 565 |
გვერდების რაოდენობა: | 8 085 282 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 140 768 367 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 2 552 632 |
აქტიური მომხმარებელი: | 7 276 |
ადმინისტრატორი: | 118 |
სიღრმე: | 189.3 |
იტალიური ვიკიპედია (იტალ. Wikipedia in italiano) — ვიკიპედიის განყოფილება იტალიურ ენაზე. შეიქმნა 2001 წლის 11 ივნისს.
2011 წლის პროტესტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის 4 ოქტომბერს იტალიურმა ვიკიპედიამ კანონპროექტის „DDL intercettazioni“ პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მოქმედება. მაშინვე ენციკლოპედიის ყველა გვერდი დაიხურა.[1] კანონპროექტი, რომელიც განიხილებოდა იტალიის პარლამენტში, ითვალისწინებს ინტერნეტ-რესურსებში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის აუცილებელ შესწორებასა და ამოღებას, რომელსაც განმცხადებელი მისი რეპუტაციისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ამასთანავე საჭირო არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება ან სამართალდამცავი ორგანოების ფორმალური მოთხოვნები.[2] ამ კანონპროექტს პროტესტი გამოუცხადა იტალიურმა ვიკიპედიამ, რომლის ადმინისტრატორებმა „დაფარეს“ ენციკლოპედიაში არსებული ყველა ინფორმაცია. ფონდ ვიკიმედიამ იმავე დღეს იტალიურ ვიკიპედიას მხარდაჭერა გამოუცხადა.[3] საერთო ჯამში, პეტიცია ნანახია დაახლოებით რვა მილიონჯერ.[4] 2011 წლის 6 ოქტომბერს ვიკიპედიის იტალიური განყოფილება გაიხსნა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში აჩვენებდა მთავარ ბანერს, სადაც ახსნილი იყო საარჩევნო მოყვანილობა.
2018 წლის პროტესტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წლის 3 ივლისს იტალიური ვიკიპედია გაიფიცა და ორი დღით დაიხურა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მოსალოდნელი „საავტორო უფლებებზე ერთიან ციფრულ ბაზარზე დირექტივების“ პროტესტის ნიშნად. ლოგოტიპი გახდა შავი ფერის, ხოლო განყოფილების მომხმარებლებს შეეზღუდათ რაიმე სტატიისა თუ განხილვის გვერდის ნახვის შესაძლებლობა და გადადიოდნენ იმ გვერდზე, სადაც იყო განცხადების ტექსტი, რომელიც მხარს უჭერდა პროტესტს გამკაცრებული კოპირაიტული შეზღუდვების შესახებ ინტერნეტში და უხმობდა სხვებს აქციაში ჩართვისაკენ.[5] 4 ივლისს გაფიცვას შეუერთდა ესპანური, ესტონური, ლატვიური და პოლონური ვიკიპედია, ხოლო ვიკიპედიის რამდენიმე განყოფილებამ აჩვენა საინფორმაციო ბანერი. საინფორმაციო შეტყობინება აქციის შესახებ ხელმისაწვდომი იყო 14 ენაზე. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა გადადო კანონპროექტის განხილვა 2018 წლის სექტემბრის სესიამდე.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იტალიურმა ვიკიპედიამ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა დაარქივებული 2012-01-29 საიტზე Wayback Machine.
- იტალიურმა ვიკიპედიამ მუშაობა შეწყვიტა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Official announcement (English version); permanent link: http://it.wikipedia.org/w/index.php?title=Wikipedia:Comunicato_4_ottobre_2011&oldid=43934170.
- ↑ Camera dei Deputati: disegno di legge N. 1415-B Italian. Camera dei Deputati.
- ↑ Wikimedia blog » Blog Archive » Regarding recent events on Italian Wikipedia. Blog.wikimedia.org. ციტირების თარიღი: 2011-10-05.
- ↑ Wikipedia article traffic statistics. Stats.grok.se. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2011-10-05.()
- ↑ Italy Wikipedia shuts down in protest at EU copyright law — BBC News
- ↑ ვიკიპედიამ გაიმარჯვა: ევროპარლამენტმა გადადო კანონპროექტი საავტორო უფლებების შესახებ // ИА REGNUM, 5 ივლისი 2018, 13:44.
|