ვოლაპიუკური ვიკიპედია
Vükiped Volapükik | |
|---|---|
| მისამართი: | vo.wikipedia.org |
| კომერციული: | არა |
| საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
| რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
| ენა: | ვოლაპიუკი |
| მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
| სტატიების რაოდენობა: | 55 383 |
| გვერდების რაოდენობა: | 174 652 |
| რედაქტირებების რაოდენობა: | 3 338 179 |
| დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 41 909 |
| აქტიური მომხმარებელი: | 41 |
| ადმინისტრატორი: | 1 |
| სიღრმე: | 88.6 |
ვოლაპიუკური ვიკიპედია (ვოლაპ. Vükiped Volapükik) — ვიკიპედიის განყოფილება ვოლაპიუკზე. გაეშვა 2003 წლის თებერვალს. სტატიების დიდი ნაწილი შექმნილია ბოტით. 2006 წელს პროეტში დარეგისტრირდა მომხმარებელი Smeira, რომელმაც სტატიების შექმნის მიზნით აქტიურად დაიწყო ბოტის გამოყენება; ბოტის ამუშავებამდე კი ვოლაპიუკურ ვიკიპედიაში მხოლოდ 760 სტატია არსებობდა. ამჟამად სტატიების რაოდენობა აღწევს დაახლოებით 120 ათასს. 2007 წლის აგვისტოსთვის მოიცავდა 50 ათ. სტატიას. 2007 წლის 5 სექტემბერს სტატიათა რაოდენობამ მიაღწია 90 ათასს, რითაც გახდა ვიკიპედიის უდიდესი განყოფილება შექმნილი ხელოვნურ ენაზე. 2007 წლის სექტემბერში მეტა-ვიკიზე მიმდინარეობდა განხილვა ვოლაპიუკური ვიკიპედიის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა განყოფილებამ განაგრძო არსებობა.[1] იმავე წელს დაიწყო ახალი განხილვა ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლის თაობაზე,[2] რომლის განხორციელება აგრეთვე უარყოფილი იქნა. ბოტებით შექმნილი სტატიების წაშლას მხარი დაუჭირა ვიკიპედიის დამფუძნებელმა ჯიმი უელსმა.[3] დღეისათვის რედაქტირებები ხორციელდება ინტერვიკი-ბოტებით.[4] რედაქტირებების რაოდენობა დღეში იშვიათად აჭარბებს 15-ს (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბოტებს).[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ m:Proposals for closing projects/Closure of Volapük Wikipedia
- ↑ m:Proposals for closing projects/Radical cleanup of Volapük Wikipedia
- ↑ Мнение Джимми Уэйлса о разделе на волапюке
- ↑ Wikipedia Statistics — Edit and Revert Trends: Volapük. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-09. ციტირების თარიღი: 2012-08-29.
- ↑ იხილეთ. ბოლო ცვლილებების გვერდი vo:Patikos:Votükamsnulik
| ||||||||||||||||||||
