ინდონეზიური ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ნიშანი ინდონეზიური ვიკიპედია
Wikipedia bahasa Indonesia
განყოფილების ლოგო
მისამართი: id.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ინდონეზიური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
სტატიების რაოდენობა: 691 308
გვერდების რაოდენობა: 3 833 602
რედაქტირებების რაოდენობა: 25 580 412
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 1 474 779
აქტიური მომხმარებელი: 2 404
ადმინისტრატორი: 47
სიღრმე: 137.9

ინდონეზიური ვიკიპედია (ინდონ. Wikipedia bahasa Indonesia) — ვიკიპედიის განყოფილება ინდონეზიურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. სწრაფმზარდი ვიკიპედიაა. აზიურ ენებზე არსებულ ვიკიპედიებს შორის ამ თვალსაზრისით მე-5 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ იაპონურ, ჩინურ, კორეულ და თურქულ ვიკიპედიებს.

ინდონეზიური ვიკიპედია DVD დისკზე

პირველი სტატია დაიწერა 2003 წლის 30 მაისს,[1][2] ხოლო მთავარი გვერდი გამოჩნდა დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, კერძოდ 2003 წლის 29 ნოემბერს. 2005 წლის 31 მაისისთვის ინდონეზიური ვიკიპედია შეიცავდა 10 ათასს სტატიას, ხოლო სტატიების 100 ათასიან ზღვარს მიაღწია 2009 წლის თებერვალში.[3]

2008 წლის აგვისტოში ჟურნალ CHIP-ის ინდონეზიურმა ვერსიამ გაავრცელა უფასო DVD დისკი, სადაც წარმოდგენილი იყო ილუსტრაციის გარეშე არსებული 80 ათასი სტატია. აღნიშნულ გამოცემაში ზოგადად გაშუქებულია ვიკიპედიის ისტორია, მათ შორის ინდონეზიურენოვანი განყოფილების, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ვიკიმედიის და სხვ. საკითხები. 2004 წელს ჟურნალმა „Tempo“-მ მოათავსა ჩანაწერი ინდონეზიური ვიკიპედიის შესახებ.

2011 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით ინდონეზიურ ვიკიპედიაში არსებობდა 180 ათასი სტატია, ხოლო 2012 წლის მარტს სტატიების რაოდენობამ მიაღწია 200 ათასს.

ინდონეზიურ ვიკიპედიას ჰყავს 16 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 1700-მდეა. დარეგისტრირებულია დაახლოებით 320 ათასი ადამიანი.

ზრდის ტემპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ინდონეზიურ ენაზე
Wikipedia bahasa Indonesia