ნორვეგიული ვიკიპედია
![]() Norsk Wikipedia | |
---|---|
![]() | |
მისამართი: | nn.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ნორვეგიული (ნიუნორსკი) |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2001 წლის ნოემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 174 895 |
გვერდების რაოდენობა: | 395 309 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 3 601 407 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 143 645 |
აქტიური მომხმარებელი: | 137 |
ადმინისტრატორი: | 14 |
სიღრმე: | 14.5 |
ნორვეგიული ვიკიპედია — ნორვეგიული სალიტერატურო ენის ორივე სტანდარტზე — ბუკმოლსა და ნიუნორსკზე — არსებული ვიკიპედიის განყოფილება. თავდაპირველად, 2001 წლის 26 ნოემბერს, ნორვეგიულმა ვიკიპედიამ არსებობა ბუკმოლზე დაიწყო, ხოლო 2004 წლის 21 ივლისს ნიუნორსკზეც გაჩნდა სტატიები. 2005 წელს ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით, ვიკიპედიის ძირითად განყოფილებად Bokmål/Riksmål იქნა არჩეული.
ჩრდილოგერმანიკული ენების ერთმანეთთან მსგავსების გამო სკანდინავიური საიტები ხშირად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გამონაკლისი არც ვიკიპედიაა; ამდენად სკანდინავიური ვიკიპედიები საიტ ვიკიმედიის Skanwiki მეტავიკის განყოფილებიდან ახდენენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.
ნორვეგიული ვიკიპედიის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 2011 წლის 29 დეკემბრის მონაცემებით ბუკმოლზე 322 312 სტატიაა, ხოლო ნიუნორსკზე — 75 757.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wikimedia Norge
- Norwegian Wikipedia (ბუკმოლი და რიქსმოლი)
- Norwegian Wikipedia (ნიუნორსკი)
- Meta: Skanwiki
|