ბერძნული ვიკიპედია
იერსახე
![]() Ελληνική Βικιπαίδεια | |
---|---|
![]() | |
![]() | |
მისამართი: | el.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ბერძნული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 248 606 |
გვერდების რაოდენობა: | 714 036 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 10 997 754 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 446 857 |
აქტიური მომხმარებელი: | 968 |
ადმინისტრატორი: | 22 |
სიღრმე: | 54 |
ბერძნული ვიკიპედია (ბერძ. Ελληνική Βικιπαίδεια) — ვიკიპედიის განყოფილება ბერძნულ ენაზე. თავისუფალი ინტერნეტ-ენციკლოპედია. შეიქმნა 2002 წლის 1 დეკემბერს. 2006 წლის 16 მაისს მოიცავდა 10 ათას სტატიას. იმავე წლის 10 ოქტომბერს სტატიათა რაოდენობა გაიზარდა 15 ათასამდე. 2007 წლის 17 მარტს მიაღწია სტატიათა 20 ათასიან ზღვარს. იმ პერიოდში ყოველდღიურად იქმნებოდა დაახლოებით 30 ახალი სტატია, აქტიურობდა დაახლოებით 50-მდე მომხმარებელი. 2010 წლის 10 აპრილს ბერძნულ ვიკიპედიაში აღირიცხებოდა 50 ათასი სტატია. 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით მოიცავს დაახლოებით 78 540 სტატიას. ჰყავს 21 ადმინისტრატორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|