არაბული ვიკიპედია
ويكيبيديا العربية | |
|---|---|
|
| |
| მისამართი: | ar.wikipedia.org |
| კომერციული: | არა |
| საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
| რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
| ენა: | არაბული |
| მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
| სტატიების რაოდენობა: | 1 312 358 |
| გვერდების რაოდენობა: | 9 125 979 |
| რედაქტირებების რაოდენობა: | 74 457 584 |
| დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 2 920 677 |
| აქტიური მომხმარებელი: | 6 340 |
| ადმინისტრატორი: | 24 |
| სიღრმე: | 289.2 |
არაბული ვიკიპედია (არაბ. ويكيبيديا العربية ან ويكيبيديا، الموسوعة الحرة) — ვიკიპედიის განყოფილება არაბულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2003 წლის 9 ივლისს. 2012 წლის მარტის მდგომარეობით შეიცავდა 170 000 სტატიას. დარეგისტრირებულია 400 ათასზე მეტი მომხმარებელი, არსებობს 12,000 გამოსახულება. დღეისათვის არაბული ვიკიპედია სტატიების რაოდენობით 25-ე ადგილზეა და სემიტურ ენებზე არსებული ერთადერთი ვიკიპედიაა, რომელიც სცდება სტატიების 100,000 ზღვარს. სხვა ვიკიპედიებთან შედარებით არაბული ვიკიპედიის იერ-სახე განსხვავებულია. განსაკუთრებით თავისებურია არაბული ენა, რომლის დამწერლობის ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ (როგორც საერთოდ სემიტურ დამწერლობაში).
2008 წლის 30 აპრილს სირიაში მთავრობის მიერ ოფიციალური მიზეზის გარეშე არაბული ვიკიპედია დაიბლოკა.[1] არაბულ ვიკიპედიას ბლოკი მოეხსნა 2009 წლის 13 თებერვალს. დაბლოკვისა და ბლოკის მოხსნის მიზეზები არ გახმაურდა. დღემდე არის დაბლოკილი Wikimedia. 2008 წლის 2 აპრილს მუშაობაში გაეშვა ვიკიპედიის განყოფილება არაბული ენის ერთ-ერთ დიალქტზე, ამრიგად შეიქმნა – ეგვიპტურ-არაბული ვიკიპედია.
არაბულ ვიკიპედიას ჰყავს 24 ადმინისტრატორი. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 3 ათასს ადამიანს აღემატება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (არაბული ენა) "ويكيبيديا" يختفي عن صفحات الانترنت السوري დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||||||
