შინაარსზე გადასვლა

ჩეხური ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ნიშანი ჩეხური ვიკიპედია
Česká Wikipedie
განყოფილების ლოგო
მისამართი: cs.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ჩეხური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წლის ნოემბერი
სტატიების რაოდენობა: 559 380
გვერდების რაოდენობა: 1 566 728
რედაქტირებების რაოდენობა: 24 482 357
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 682 970
აქტიური მომხმარებელი: 2 274
ადმინისტრატორი: 33
სიღრმე: 50.7

ჩეხური ვიკიპედია (ჩეხ. Česká Wikipedie) — ვიკიპედიის განყოფილება ჩეხურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. მუშაობა დაიწყო 2002 წლის ნოემბერში.[1] 2005 წლის ივნისის მიხედვით სტატიების რაოდენობა მასში 10 ათასს აღწევდა. იმავე წლის დეკემბერში რეგისტრირებული იქნა 20 ათასი სტატია. 2006 წლის ნოემბრისთვის ჩეხურ ვიკიპედიაში არსებობდა 50 ათასი სტატია, ხოლო 2008 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შეიცავდა 100 ათასს სტატიას. ჩეხური ვიკიპედიის ფუძემდებელი და პირველი ადმინისტრატორი იყო ესპერანტისტი მიროსლავ მალოვეცი. გარკვეული დროის შემდეგ მალოვეცმა მთელი აქცენტი გადაიტანა ვიკიპედიის ესპერანტოს ვერსიაზე.

2011 წლის 24 მარტისთვის ვიკიპედიის ჩეხურენოვანი განყოფილება მოიცავდა 190 ათას სტატიას. ამჟამად სტატიების რაოდენობა უტოლდება დაახლოებით 230 ათასს. ჰყავს 27 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 2200-მდეა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Wikipedia nabízí už více než 8 miliónů článků“. Novinky.cz (in Czech). September 14, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 24, 2018. ციტირების თარიღი: December 12, 2009. (Translation: "The Czech version of Wikipedia started its activities in 2002 and now already has 77 049 articles.")


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ჩეხურ ენაზე
Česká Wikipedie