თურქული ვიკიპედია
![]() Türkçe Vikipedi | |
---|---|
![]() | |
![]() | |
მისამართი: | tr.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | თურქული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის დეკემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 636 406 |
გვერდების რაოდენობა: | 3 326 798 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 35 324 603 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 1 680 666 |
აქტიური მომხმარებელი: | 2 573 |
ადმინისტრატორი: | 23 |
სიღრმე: | 189.8 |
თურქული ვიკიპედია (თურქ. Türkçe Vikipedi) — ვიკიპედიის განყოფილება თურქულ ენაზე. გაეშვა 2002 წლის 5 დეკემბერს. საინტერესოა, რომ მეასე სტატია თურქულ ვიკიპედიაში შეიქმნა მხოლოდ 2004 წელს. 2006 წლის ნოემბერში თურქული ვიკიპედია იყო ნომინირებული, ხოლო 2007 წელს პრემია „ოქროს ობობას“ (თურქ. Altın Örümcek) გამარჯვებული. დიდ ვიკიპედიებს შორის თურქულ ვიკიპედიას აქვს სიღრმის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი.
2017 წლის 29 აპრილს თურქეთში ვიკიპედია დაბლოკეს. თურქეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების წარმომადგენლის განცხადებით — „ტექნიკური ანალიზისა და სამართლებრივი განხილვის შედეგად, ინტერნეტის მართვის შესახებ კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ზომა საიტთან დაკავშირებით“, რის შედეგადაც ვიკიპედია თურქეთში დაიბლოკა. კონკრეტული მიზეზები არ დასახელებულა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|