ჩინური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩინ.)
ჩინური
Hànyǔ (ჰანჲუჲ)
გავრცელებულია ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
სინგაპურის დროშა სინგაპური
ფილიპინების დროშა ფილიპინები
მალაიზიის დროშა მალაიზია
ინდონეზიის დროშა ინდონეზია
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი
ტაილანდის დროშა ტაილანდი
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
მიანმარის დროშა მიანმარი
კამბოჯის დროშა კამბოჯა
კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
პერუს დროშა პერუ
მოლაპარაკეთა რაოდენობა 1,3 მლრდ.
ოფიციალური სტატუსი ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
სინგაპურის დროშა სინგაპური
გაერო
ლინგვისტური კლასიფიკაცია ევრაზიის ენები
ჩინურ-ტიბეტური ოჯახი
დამწერლობის სისტემა ჩინური დამწერლობა
ენის კოდები ISO1: zh
ISO2: chi (B); zho (T)
ISO3: zho და სხ.
რუკა
  ქვეყნები, სადაც ჩინური არის ძირითადი ან ოფიციალური ენაა   ქვეყნები, სადაც 5 მლნ მეტი მოლაპარაკეა   ქვეყნები, სადაც 1 მლნ მეტი მოლაპარაკეა   ქვეყნები, სადაც 0,5 მლნ მეტი მოლაპარაკეა   ქვეყნები, სადაც 0,1 მლნ მეტი მოლაპარაკეა   ქალაქები მოლაპარაკეთა მნიშვნელოვანი რიცხვით
  ქვეყნები, სადაც ჩინური არის ძირითადი ან ოფიციალური ენაა
  ქვეყნები, სადაც 5 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქვეყნები, სადაც 1 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქვეყნები, სადაც 0,5 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქვეყნები, სადაც 0,1 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქალაქები მოლაპარაკეთა მნიშვნელოვანი რიცხვით
  ქვეყნები, სადაც ჩინური არის ძირითადი ან ოფიციალური ენაა
  ქვეყნები, სადაც 5 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქვეყნები, სადაც 1 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქვეყნები, სადაც 0,5 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქვეყნები, სადაც 0,1 მლნ მეტი მოლაპარაკეა
  ქალაქები მოლაპარაკეთა მნიშვნელოვანი რიცხვით
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-zh}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაჩინური


ჩინური, ან სინ(იტ)ური ენები ქმნიან სინოტიბეტური ენების ოჯახის პირველადი შტოს ერთ-ერთ ჯგუფს, ხოლო ხსენებული პირველადი შტოს მეორე ჯგუფს კი ტიბეტურ-ბირმული ენები წარმოადგენენ. ჩინურ ენაზე დღესდღეობით დაახლოებით ლაპარაკობს 1,3 მილიარდი კაცი, რომელთა უმეტესობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ჩინეთის (ტაივანის) რესპუბლიკაში ცხოვრობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მრავალ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი უმცირესობები. ჩინური ენის სალიტერატურო ფორმა მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე დიდი ენაა.

ჩინური (სინური) ენები - ერთი დამწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდებით „ჩინური ენა“ აღინიშნება ჩინური სალიტერატურო ენის სტანდარდიზებული ვარიანტი (ფუთონგჰუა (Pǔtōnghuà) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო გუოჲო (Guóyǔ) ტაივანში.), რომელიც ჩინური დიალექტების დიდ ჯგუფს, - ე.წ. მანდარინს (ბეიჶანგჰუა (Běifānghuà), ბეიჶიანგ ჶანგჲან (Běifāng Fāngyán), გუანჰუა (Guānhuà) ეფუძნება და არსებითად პეკინის დიალექტს შეესაბამება. ამას გარდა, არსებობს შვიდი ჩინური ენა, ან დიალექტების ერთობა, რომლებიც თავის მხრივ ცალკეულ დიალექტებად განიშლებიან. ჩინურის ეს რვა ერთეული (სალიტერატურო ფორმის ჩათვლით) ჩინურ ტერმინოლოგიაში ტრადიციულად დიალექტებად (ჩინურად 方言 fāngyán ჶიანგჲან) მოიხსენიებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ენობრივ ერთეულთა შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით დასავლეთში მათ ენებს უწოდებდნენ. დიდი დიალექტების ჯგუფებში თანამოსაუბრეთა შორის ურთიერთგაგებინება ყოველთვის არაა შესაძლებელი. განსაკუთრებით ეს შეეხება ჩრდილოაღმოსავლეთ-ჩინური დიალექტებსა და სამხრეთულ დიალექტებზე მოლაპარაკეებს. ზერეგიონული ურთიერთგაგებინების საშუალებად ჩინელთა შორის სალიტერატურო ჩინური ენა გამოიყენება, თუმცა რამდენიმე რეგიონს შორის ამ თვალსაზრისით ზოგჯერ სხვა დიალექტებიც შეიძლება გამოდგეს, როგორიცაა მაგ.; კანტონეზური.

ჩინური შრიფტი გარკვეულწილად ითვალისწინებს და ეფუძნება ზოგადდიალექტური ურთიერთგაგებინების საშუალებებსაც, ვინაიდან ეტიმოლოგიურად მონათესავე მორფემები მიუხედავად რეგიონიდან რეგიონში მათი განსხვავებული წარმოთქმისა, ზოგადად, ყველა დიალექტში ერთნაირი სადამწერლო ნიშნებით გამოისახებიან. ამას კარგად გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი.

ძველ ჩინურში სიტყვა „ჭამის“ გამომხატველი *Ljɨk შესაძლებელი იყო ნიშნით 食. ისეთი სიტყვები, როგორიცაა shí (სალიტერატურო ჩინური), sɪk˨˨ (Yue, კანტონეზურ დიალექტზე), st˥ (ჰაკკა, მეჯიანი (Meixian) დიალექტი), sit˦ (სამხრეთული მინი, ჯიამენის (Xiamen) დიალექტი) სწორედ ძველი ჩინური დიალექტისაგან წარმოდგებიან და ამდენად გამოისახებიან ასევე როგორც 食. აქედან გამომდინარე ლოგოგრაფიული ჩინური შრიფტი - სადაც ყოველი ნიშანი ერთი სიტყვას გამოხატავს - ასრულებს ერთგვარ გამაერთიანებელ ფუნქციას, რომელიც სრულიად ურთიერთგანსხვავებულ ენობრივ ვარიანტებზე მოლაპარაკეთ ათასწლოვან სადამწერლო (და სამწერლობო) ტრადიციის მქონე ერთ დიდ კულტურულ ერთობად ჰკრავს. ანბანური, ან მარცვლოვანი დამწერლობის შემთხვევაში ამგვარი ფუნქციურობას მოკლებული იქნებოდა ენა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინური დიალექტები ერთმანეთისაგან მხოლოდ ფონოლოგიურად განსხვავდებიან. ამის მაგალითად გამოდგება იმავე სიტყვა „ჭამა“, რომლის გამოსახატავად არა shí, არამედ chī გამოიყენება. თავის მხრივ, chī მომდინარეობს *Ljɨk-ისაგან და მაშასადამე საკუთარი ნიშნით, - 吃, გამოისახება. ჩინური ენის სხვა ვარიანტებშიც მოიპოვება მრავალი საკუთარი ნიშნის მქონე სიტყვა, ისე როგორც ეს კანტონეზურშია 冇 mou˨˧ „არქონა, არყოლა; უქონლობა“. ამის გამო, მაგრამ გრამატიკული გადახრების გამოც, დაწერილი ტექსტების გაგებადობა არაა სრული, ან სათანადო. ჩინეთში, XX საუკუნის დასაწყისამდე გამოიყენებოდა კლასიკური ჩინური, რომლის წერილობითი ფორმა ზედიალექტური იყო, და მას არა მარტო ჩინეთში, არამედ გარკვეული დანიშნულებით ასევე იაპონიაში, კორეასა და ვიეტნამში გამოიყენებდნენ.

ჩინური ენები და მათი გეოგრაფიული გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური ენის თავდაპირველი გავრცელების არეალის მეცნიერულად რეკონსტრუირება მეტად რთულია, რადგან ძველი ჩინეთის მეზობელთა ენები, რომელთაც ასევე წერილობითი ძეგლები რომ ჰქონებოდათ უწინ, თითქმის უცნობია. ამდენადვე უცნობია, იყო თუ არა გავრცელებული ჩინური (სინური) ენები სხვადასხვა დროს არსებულ ჩინურ სახელმწიფოთა საზღვრებს გადაღმა; ჩინეთის სამხრეთი საზღვრების დიდი ნაწილი მაგალითისათვის ჩინური ენობრივი სამყაროს გადაღმა უნდა არსებულიყო ჩვ. წელთაღრიცხვის I საუკუნეში. ჯოუს დინასტიის მმართველობის ხანაში (ქრისტეს დაბადებამდე XI საუკუნე) მოიპოვება წერილობითი ძეგლები ჩინური ენის დიალექტური სახესხვაობის შესახებ. ეს დიალექტური განსხვავებულობა არსებითად მომდევნო საუკუნეებში უნდა გაძლიერებულიყო. დღევანდელი ჩინური მოითვლის 8 დიალექტს, რომელებიც თავის მხრივ კიდევ ქვედიალექტებად, ან ე.წ. კილო-თქმებად დაიყოფიან.

ჩინური, ან სინ(იტ)ური ენები და დიალექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედგენილია „ეთნოლოგ“-ის („Ethnologue“) მიხედვით. ენათა სახელწოდებების, ისევე როგორც გეოგრაფიული სახელების გადმოტანისას გათვალისწინებული იყო (ქართულის უქონლობის გამო) რუსული, გერმანული და ფრანგული ტრადიციები.

ენა ალტერნატიული
სახელწოდება
მოლაპარაკეთა
რაოდენობა
ენათა
მთავარი გავრცელების არეალი
მანდარინი ჩრდილოჩინური დიალექტები 875 მლნ. ჩინეთი, ტაივანი, სინგაპური
ვუ 80 მლნ. ჩინეთი: იანძის შესართავი, შანხაი
კანტონეზური გუანდონღუა, იუე 70 მლნ. ჩინეთი: გუანსი-ჯუანი, უჯოუ, გუანდუნი (გუანგდონგი), ჰონგ-კონგი
მინი მინური; 60 მლნ. ჩინეთი: ფუჯიანი, ჰაინანი, ტაივანი, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
ჯინიუი იანური, ინური 45 მლნ. ჩინეთი: შანსი, შიდა მონღოლეთი; აგრეთვე ჰებეი, ჰენანი
სიანი ჰსიანი, ან ჰსიანური 36 მლნ. ჩინეთი: ჰუნანი
ჰაკა კეჯია 33 მლნ. სამხრეთი ჩინეთი, ტაივანი
განი ძიასიური, ჟიანსური 21 მლნ. ჩინეთი: ძიანსი, ჰუბეი; აგრეთვე ჰუნანი, ანჰოი, ფუჯიანი

სიტყვა ჩინურის სახელისათვის საკუთრივ ჩინურში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთრივ ჩინურში თანაარსებობს რიგი სიტყვებისა, რომლებიც ჩინურ ენას გამოხატავენ:

  • სიტყვა „ჯონგვენ“ Zhōngwén (中文) არის ჩინურის გამომხატველი საზოგადო ცნება, რომელიც გამოიყენება წერისას. რადგან წერილობითი ფორმა დიალექტებისაგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად დგას, ჩინური დიალექტების უმეტესობაც მას გამოიყენებს.
  • სიტყვა „ჰანჲუი“ Hànyǔ (漢語 / 汉语) გამოიყენება უმეტესწილად სასაუბრო ენის (მეტყველება) გამოსახატავად. მაგ.; წინადადებაში „მე ვსაუბრობ ჩინურად“ იტყვიან „ჰანჲუის“ და არა „ჯონგვენს“.
    • სიტყვა „ჰან“ (漢 / 汉 hàn) შეიცავს ჰან-ნაციონალობის აღმნიშვნელ ცნებასაც, რომელიც თავდაპირველად ჰან-ჩინელთა ყველა დიალექტს მოიაზრებდა. სასაუბრო ენაზე „ჰანჲუი“ (Hànyǔ) აღნიშნავს სალიტერატურო ჩინურ ენას, თუმცა ...
  • ცნების „სალიტერატურო ჩინური ენა“ გამოსახატავად ჩინურში დამატებით სპეციალური ტერმინიც არსებობს, - 普通話 [Pǔtōnghuà] ფუთონღჳა .

ლექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაზები და სიტყვები

მამაკაცი საუბრობს მანდარინზე მალაიზიური აქცენტით
  • გამარჯობა - Nǐ hǎo; Nín hǎo; Nǐmen hǎo
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Huān yíng
  • გმადლობთ - Xiè xie; Duō xiè
  • კი / არა - Shì; Duì; Hǎo / Bú shì zhè yàng; Bú duì; Méiyou
  • გეთაყვა - Qǐng
  • ნახვამდის - Zài jiàn; Zài huì

რიცხვები

  • 1 – yī, 2 – èr, 3 – sān, 4 – sì, 5 – wǔ, 6 – lìu, 7 – qī, 8 – bā, 9 – jĭu, 10 - shí

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]