შინაარსზე გადასვლა

ნიდერლანდური ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის ნიშანი ნიდერლანდური ვიკიპედია
Nederlandstalige Wikipedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: nl.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ნიდერლანდური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 19 ივნისი
სტატიების რაოდენობა: 2 228 788
გვერდების რაოდენობა: 4 807 784
რედაქტირებების რაოდენობა: 71 881 564
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 1 627 220
აქტიური მომხმარებელი: 7 995
ადმინისტრატორი: 32
სიღრმე: 20

ნიდერლანდური ვიკიპედია (ნიდერლ. Nederlandstalige Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება ნიდერლანდურ ენაზე. 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, იგი მეოთხე უდიდესი ვიკიპედიაა და შეიცავს 1 016 000 სტატიას. ამავე დროს ის მეოთხე ვიკიპედია იყო, რომლის სტატიებმაც 1 მილიონს გადააჭარბა, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ვიკიპედიების შემდეგ.

ნიდერლანდური ვიკიპედია 2001 წლის 19 ივნისს გაეშვა და 2005 წლის 14 ოქტომბერს სტატიათა დაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. მან ოდნავ გადაასწრო მეექვსე უდიდეს განყოფილებას, პოლონურ ვიკიპედიას, მაგრამ შემდეგ მერვე ადგილზე გადაინაცვლა. 2006 წლის 1 მარტს, ერთ დღეში დაეწია შვედურ და იტალიურ ვიკიპედიებს და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. 2008 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა 500 000-ე სტატია.[1] 2006 წელს, Multiscope-ს კვლევების ჯგუფის თანახმად, ნიდერლანდური ვიკიპედია დასახელდა მესამე საუკეთესო ნიდერლანდურენოვან საიტად Google-სა და Gmail-ის შემდეგ.[2]

ნიდერლანდურ ვიკიპედიას უმსხვილესი მაჩვენებელი აქვს 10 უდიდეს ვიკიპედიას შორის ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებზე სტატიათა რაოდენობის გადაანგარიშებით. 2006 წლის მაისის დასაწყისში, ერთ დღეში საშუალოდ 1 000 სტატია იქმნებოდა, მაგრამ ამის შემდეგ ეს მაჩვენებელი დაეცა და დღეში 250 სტატიას შეადგენდა. უდიდესმა მაჩვენებელმა 2007 წლის სექტემბერში მიაღწია, როდესაც დღეში საშუალოდ 2 000 ახალი სტატია იქმნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს რიცხვი ყოველთვის უბრუნდებოდა მინიმალურ მაჩვენებელ 250-ს. 2011 წლის ოქტომბერში, რამდენიმე ბოტმა 11 დღეში 80 000 ახალი სტატია შექმნა (სტატიათა მთლიანი რაოდენობის 10%).[3][4] ნიდერლანდური ვიკიპედიის მემილიონე სტატია 2011 წლის დეკემბერში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ბოტების აქტიურობის მეორე ტალღის შედეგად 10 დღეში 100 000 ახალი სტატია შეიქმნა.

სტატიათა რაოდენობის ზრდა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Dateსტატიათა რაოდენობა [5]სტატიები დღეში
19-06-200111
03-08-200310,00013
07-02-200420,00053
27-06-200430,00071
08-11-200440,00075
27-01-200550,000125
23-03-200560,000182
16-05-200570,000185
17-07-200580,000161
07-09-200590,000192
14-10-2005100,000270
30-11-2005110,000213
05-01-2006120,000278
06-02-2006130,000313
01-03-2006140,000435
18-03-2006150,000588
02-04-2006160,000667
13-04-2006170,000909
28-04-2006180,000667
08-05-2006190,0001,000
24-05-2006200,000625
04-07-2006210,000244
16-08-2006220,000233
28-09-2006230,000233
16-11-2006240,000204
26-12-2006250,000250
01-01-2007260,0001,667
05-02-2007270,000286
04-03-2007280,000370
18-04-2007290,000222
28-05-2007300,000250
20-06-2007310,000434
22-07-2007320,000313
27-08-2007330,000278
10-09-2007340,000714
15-09-2007350,0002,000
25-09-2007360,0001,000
11-10-2007370,000625
17-11-2007380,000270
25-12-2007390,000263
17-01-2008400,000435
18-02-2008410,000323
30-11-2008500,000315
30-07-2009550,000205
30-04-2010600,000182
07-11-2010650,000262
19-06-2011700,000222
18-09-2011750,000549
22-10-2011800,0001,471
31-10-2011850,0005,555
07-12-2011900,0001,351
17-12-20111,000,00010,000

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ 500.000e artikel (website in Dutch language), retrieved December 7, 2008
  2. ↑ Nederlandse Wikipedia groeit als kool (Website in Dutch Language), Recovered 27 December 2006
  3. ↑ List of Wikipedias on 20 October 2011
  4. ↑ List of Wikipedias on 31 October 2011
  5. ↑ Statistics of the Dutch Wikipedia on nl.wikipedia.org, retrieved October 21, 2011
ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ნიდერლანდურ ენაზე
Nederlandstalige Wikipedia