ყაზახური ვიკიპედია
Қазақша Уикипедия | |
|---|---|
| მისამართი: | kk.wikipedia.org |
| კომერციული: | არა |
| საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
| რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
| ენა: | ყაზახური |
| მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
| მუშაობის დაწყება: | 2002 წლის 3 ივნისი |
| სტატიების რაოდენობა: | 246 041 |
| გვერდების რაოდენობა: | 674 499 |
| რედაქტირებების რაოდენობა: | 3 692 240 |
| დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 184 465 |
| აქტიური მომხმარებელი: | 487 |
| ადმინისტრატორი: | 15 |
| სიღრმე: | 16.6 |
ყაზახური ვიკიპედია (ყაზახ. Қазақша Уикипедия) — ვიკიპედიის განყოფილება ყაზახურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2002 წლის 3 ივნისს.[1] სტატიების რაოდენობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალია; კერძოდ სტატიების 7000-იანი ზღვრიდან 10000-მდე მიღწევას სულ რაღაც 1 წელი დასჭირდა. ძირითადად შეიცავს ყაზახური ენციკლოპედიის მასალებს. ყაზახური ვიკიპედიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი იწერება 3 სხვადასხვა ანბანზე: კირილიცაზე (ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი),[2] ლათინურზე (თურქეთი)[2] და არაბულ დამწერლობაზე (ჩინეთი და ირანი).[2] მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ვიკიპედიის რუსული და ინგლისურენოვანი განყოფილებები, რომლებიდანაც ითარგმნება სტატიების უმეტესობა, აგრეთვე გადმოაქვთ თარგები.[3]
2012 წლის მდგომარეობით ყაზახური ვიკიპედია შეიცავს 127 ათას სტატიას. ჰყავს 11 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 200-მდეა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ First currently-kept Main Page of 3 june 2002
- 1 2 3 Олег Сидоров. (19 февраля 2004) Казахская диаспора за рубежом — есть ли надежда на возвращение?. Gazeta.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-03. ციტირების თარიღი: 2010-11-01.
- ↑ ყაზახური ვიკიპედია რეკორდს ამყარებს (19.07.2011)
| ||||||||||||||||||||
