მაია ჩიბურდანიძე
![]() მაია ჩიბურდაიძე 1984 წელს სალონიკში | |
სახელი | მაია ჩიბურდანიძე |
---|---|
ქვეყანა |
![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 17 იანვარი, 1961 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ |
წოდება | დიდოსტატი (1984) |
ფიდე რეიტინგი | 2500 (სექტემბერი, 2014) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2560 (იანვარი, 1988) |
მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961, ქუთაისი) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1984). მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი.
ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ქალთა შორის (1978-1991), ჭადრაკის დედოფლობის ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და ნონა გაფრინდაშვილს (16 წელი).
სექციების სია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში; მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორისო ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.
1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე, როცა ჩინელმა ჰოუ იფანიმ 16 წლის ასაკში მოიგო ეს ტიტული. მან ტიტული შემდგომ ოთხ ჩემპიონატში შეინარჩუნა. 1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა 8-5. შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენა ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი თელავში 8½-7½.
1991 წლის თებერვალში ჩიბურდანიძემ მოულოდნელად დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან სიუ ძუნთან მანილაში 8½-6½. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).
ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს.
ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მსოფლიოს პირველობაზე ბრძოლაში ჩაერთო 1976 წლიდან:
- 1975 ზონალური ტურნირი (სსრ კავშირის XXXV ჩემპიონატი) - VII-XI (საკანდიდატო სიით მაია დაუშვეს საზონათშორისო ტურნირში)
- 1976 საზონათშორისო ტურნირი - II-III
- 1977 პრეტენდენტთა მეოთხედფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 5,5-4,5 (+3=5-2)
- 1977 პრეტენდენტთა ნახევარფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია 6,5-5,5 (+4=5-3)
- 1978 პრეტენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე- ალა კუშნირი 7,5-6,5 (+5=5-4)
- 1978 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ნონა გაფრინდაშვილი 8,5-6,5 (+4=9-2)
- 1981 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 8-8 (+4=8-4)
- 1984 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ირინა ლევიტინა 8,5-5,5 (+5=7-2)
- 1986 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია 8.5-5.5 (+4=9-1)
- 1988 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია - ჩიბურდანიძე - ნანა იოსელინი 8,5-7,5 (+3=11-2)
- 1991 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - სიუ ძუნი 6,5-8,5 (+2=9-4)
- 1992 პრეტენდენტთა ტურნირი - II-III (მესამე ადგილი უარესი კოეფიციენტების გამო)
- 1994 პრეტენდენტთა ტურნირი - I-II
- 1995 პრეტენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ჟუჟა პოლგარი 1,5-5,5 (+0=3-4)
მომდევნო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები იმართებოდა ე.წ. ნოკაუტ-სისტემით. მაია, რომელიც ამ დროისათვის პრაქტიკულად აღარ თამაშობდა, რამდენიმეჯერ მივიდა ნახევარფინალამდე, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.
ოლიმპიადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაია 15-ჯერ მონაწილეობდა (ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი) ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. აქედან 7-ჯერ იგი იცავდა სსრ კავშირის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - საქართველოს (1992-2004, 2008) ნაკრების ღირსებას.
ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ერთხელ გუნდთნ ერთად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ინდივიდუალურად მაია ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და 4-ჯერ მოიგო მცირე ოქროს მედალი პირველ დაფაზე გამარჯვებისათვის. სულ მაიამ ოლიმპიადებზე 167 პარტიიდან 125,5 ქულას მოუყარა თავი (+89=73-5).
მაია ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005)
მაია წარმატებით თამაშობდა სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც:
- 1974 ბრაშოვი - I
- 1975 თბილისი - I-II
- 1978 ბუდაპეშტი - I
- 1979 ბელგრადი - II
- 1979 ბად-კისინგენი - I
- 1983 ბელგრადი - II-III
- 1983 სმედერევსკა-პალანკა -I
- 1984 თბილისი - III
- 1986 იაიცე - III
- 1992 ბელგრადი - I
არა ნაკლებ წარმატებით გამოდიოდა მაია ვაჟთა ტურნირებშიც:
- 1980 საქართველოს ჩემპიონატი - II
- 1980 საკავშირო შესარჩევი ტურნირი - II (მოიპოვა უფლება ეთამაშა ვაჟთა საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში)
- 1979 ბარსელონა - I
- 1983 დორტმუნდი - IV
- 1984 ათენი - II-IV
- 1984 ნიუ დელი -I
- 1985 ბანია-ლუკა - I
- 1986/1987 ჰასტინგსი - V -VI
- 1986 მატჩი პ. პოპოვიჩთან 4-4 (+1=6-1)
- 1987 ბილბაო - I
- 1987 ბრიუსელი მატჩი ქალბატონები სენიორების წინააღმდეგ - II (4,5 ქულა 8-დან)
- 1991 თბილისი - III
- 1992 ბელგრადი - I
- 1993 ვენა - I
- 1995 ლიპსტადი - I
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მაია ჩიბურდანიძე — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- მაია ჩიბურდანიძე — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მაია ჩიბურდანიძე“ ვიკისაწყობში.
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ისტორიული კალენდარი
- მაია ჩიბურდანიძე — ქართული სპორტის სტატისტიკა
წინამორბედი: ნონა გაფრინდაშვილი |
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 1978–1991 |
შემდეგი: სიუ ძუნი |