ლუბრმა
Jump to navigation
Jump to search
ლუბრმა — ჩქერებს შორის მოქცეული მდინარის კალაპოტის უფრო ღრმა მონაკვეთი. ლუბრმა ჩვეულებრივ წარმოიქმნება იქ, სადაც მდინარის კალაპოტი მოხრილია ან შევიწროებულია და ფსკერი უფრო ინტენსიურად ირეცხება წყალდიდობის დროს მდინარის აჩქარებული დინების გამო. ღრმა ლუბრმა თევზების გამოსაზამთრებელი ადგილია.
2). სახმელეთო პრაქტიკაში ლუბრმა აღნიშნავს მდინარის ღრმა მონაკვეთს, რომელიც უზრუნველყოფს გემების თავისუფალ მოძრაობას. მდინარეს როგორც წესი ყოფენ ზედა, საშუალო და ქვედა ლუბრმად.
3). ზღვის მონაკვეთი, რომელიც თავისუფალია წყალქვეშა საშიშროებისაგან (შხერები, კლდეები).
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 302.
- Чеботарев А. И. Гидрологический словарь. Л.: Гидрометеоиздат, 1978, 308 с.
- Маккавеев Н. И. Русло реки и эрозия в её бассейне. М.: АН СССР, 1955, 346 с.