ფსხუს ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფსხუს ქვაბული — ეროზიულ-აკუმულაციური ბრტყელფსკერიანი ქვაბული აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკადის ბავიუს აუზში. ფსკერი მდებარეობს ზღვის დონიდან 500 სიმაღლეზე. წარმოქმნილია მდინარე ბზიფის შეგუბებითა და მდინარეული ნაფენების დაგროვებით. გეგმაში დატოტვილია — აკუმულაციური ვაკე შეჭრილია შენაკადების ხეობებში. შემოზღუდულია კავკასიონის მთავარი ქედითა და მისი სამხრეთი შტოქედებით. ქვაბულში მდებარეობს სოფელი ფსხუ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]